პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დასტაბილურდება ლარი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზი
როდის დასტაბილურდება ლარი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზი

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი არას­დროს დუმს, ის ყო­ველ­თვის აკე­თებს გან­ცხა­დე­ბებს, რო­დე­საც სა­ჭი­როა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა კობა გვე­ნე­ტა­ძემ ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და.

გვე­ნე­ტა­ძემ ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცუ­რა­ვი კურ­სი მოქ­მე­დებს და გა­მოთ­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ ის სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა. ამას­თან, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა "დიდი რის­კის შემ­ცვე­ლი" უწო­და გან­ცხა­დე­ბებს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის მცუ­რა­ვი კურ­სი და ძა­ლი­ან რთუ­ლია, რომ მოკ­ლე­ვა­დი­ან რყე­ვებ­ზე გა­კეთ­დეს ასე­თი კო­მენ­ტა­რი. ვფიქ­რობ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი კო­მენ­ტა­რი დიდ რისკს შე­ი­ცავს. კურ­სზე მოქ­მე­დებს სხვა­დას­ხვა გა­რი­გე­ბა, მო­ლო­დი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობს და ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ერ­თად ასა­ხუ­ლი . ვფიქ­რობ, რომ სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ჩვენ ვა­ლუ­ტას ექ­ნე­ბა გამ­ყა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რამ­დე­ნად აქვს რე­ფი­ნან­სი­რე­ბის გაზ­რდილ სეს­ხებს გავ­ლე­ნა კურ­სის ცვლი­ლე­ბა­ზე, კობა გვე­ნე­ტა­ძის თქმით, "ეს არის ლიკ­ვი­დო­ბის მარ­თვის ერთ-ერთი ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მელ­საც ყვე­ლა პროგ­რე­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი ბან­კი იყე­ნებს და ეს არ ახ­დენს გავ­ლე­ნას გაც­ვლით კურ­სზე".

"ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბე­ბი არა­ერ­თხელ გა­კეთ­და. მას­ზე სა­უ­ბა­რია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ბოლო წლი­ურ ან­გა­რიშ­შიც", - აღ­ნიშ­ნა გვე­ნე­ტა­ძემ.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა ინ­ტერ­ვენ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კი­თხვა­საც უპა­სუ­ხა და გან­მარ­ტა, რომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­დის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იმ პო­ლი­ტი­კას­თან, რო­მელ­საც ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კი ატა­რებს.

"ეს არის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სტრა­ტე­გი­ა­ში. ეს არის ის, რაც ძა­ლი­ან ბევ­რჯერ გა­უ­კე­თე­ბია ცენ­ტრა­ლურ ბანკს ად­რეც - 2012, 2013, 2014, 2015 წლებ­ში და სხვა­თა­შო­რის, გა­ცი­ლე­ბით მეტი მო­ცუ­ლო­ბით, ვიდ­რე წელს გა­კეთ­და და ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად იყო შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იმ პო­ლი­ტი­კას­თან, რო­მელ­საც ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ატა­რებს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მო­მა­ვალ­შიც, რო­დე­საც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა მო­უხ­დეს ეროვ­ნულ ბანკს. ამა­ვე დროს მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ არა მარ­ტო გა­ყიდ­ვე­ბი გვქონ­და, არა­მედ საკ­მა­ოდ დიდი შეს­ყიდ­ვე­ბიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც ეს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა რჩე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კობა გვე­ნე­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

როდის დასტაბილურდება ლარი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზი

როდის დასტაბილურდება ლარი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზი

ეროვნული ბანკი არასდროს დუმს, ის ყოველთვის აკეთებს განცხადებებს, როდესაც საჭიროა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განუცხადა.

გვენეტაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მცურავი კურსი მოქმედებს და გამოთქვა ვარაუდი, რომ ის საშუალოვადიან პერიოდში დასტაბილურდება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა "დიდი რისკის შემცველი" უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ლარის კურსის გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორებითაა გამოწვეული.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში არის მცურავი კურსი და ძალიან რთულია, რომ მოკლევადიან რყევებზე გაკეთდეს ასეთი კომენტარი. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთი კომენტარი დიდ რისკს შეიცავს. კურსზე მოქმედებს სხვადასხვა გარიგება, მოლოდინები, რომლებიც არსებობს და ეს ყველაფერი არის ერთად ასახული . ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ვალუტას ექნება გამყარების მიმართულებები", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება იმას, რამდენად აქვს რეფინანსირების გაზრდილ სესხებს გავლენა კურსის ცვლილებაზე, კობა გვენეტაძის თქმით, "ეს არის ლიკვიდობის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ყველა პროგრესული პოლიტიკის გამტარებელი ეროვნული ბანკი იყენებს და ეს არ ახდენს გავლენას გაცვლით კურსზე".

"ამასთან დაკავშირებით განმარტებები არაერთხელ გაკეთდა. მასზე საუბარია ეროვნული ბანკის ბოლო წლიურ ანგარიშშიც", - აღნიშნა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინტერვენციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ განხორციელებული ინტერვენციები აბსოლუტურად მოდის შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ცენტრალური ბანკი ატარებს.

"ეს არის ეროვნული ბანკის სტრატეგიაში. ეს არის ის, რაც ძალიან ბევრჯერ გაუკეთებია ცენტრალურ ბანკს ადრეც - 2012, 2013, 2014, 2015 წლებში და სხვათაშორის, გაცილებით მეტი მოცულობით, ვიდრე წელს გაკეთდა და ეს აბსოლუტურად იყო შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს და არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც, როდესაც ამის საჭიროება იქნება, მისი გამოყენება მოუხდეს ეროვნულ ბანკს. ამავე დროს მინდა შეგახსენოთ, რომ წლის განმავლობაში ჩვენ არა მარტო გაყიდვები გვქონდა, არამედ საკმაოდ დიდი შესყიდვებიც განვახორციელეთ, თუმცა რატომღაც ეს ყურადღების მიღმა რჩება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი