პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავს ვიკავებთ "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტისგან" - რა მიზეზს ასახელებს დავით ნარმანია
"თავს ვიკავებთ "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტისგან" - რა მიზეზს ასახელებს დავით ნარმანია

და­ვით ნარ­მა­ნი­ამ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­ზე, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ას შე­უძ­ლია "სითი პარკს" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­წყვი­ტოს და პარ­კი­რე­ბის თან­ხე­ბი თა­ვად ამო­ი­ღოს. და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, ამას მეტი არ­გუ­მენ­ტი სჭირ­დე­ბა, მას ეჭვი ეპა­რე­ბა, რომ პარ­კი­რე­ბი­სა­გან ერთ წე­ლი­წად­ში 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ამო­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, თუ ამ პარ­კი­რე­ბას დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

ნარ­მა­ნი­ას თქმით, რო­დე­საც დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის 2017 წლის პრო­ექტს საკ­რე­ბუ­ლო­ში წა­რად­გენს, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ის­მენს საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტე­ბის კონ­კრე­ტულ მო­საზ­რე­ბებს და გა­ან­გა­რი­შე­ბებს, რას მო­აკ­ლონ თან­ხე­ბი, რათა "სითი პარკთან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მე­რი­ამ "სითი პარკს" პირ­გა­სამ­ტეხ­ლო 25 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­და­უ­ხა­დოს.

"მეტი არ­გუ­მენ­ტე­ბი სჭირ­დე­ბა ამას. მე ვფიქ­რობ, რომ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და გა­უ­აზ­რე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მსხვერ­პლი არ უნდა გახ­დეს ქა­ლა­ქი და ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რის გა­დახ­და არ უნდა მო­უ­წი­ოს შემ­დეგ. ჯერ­ჯე­რო­ბით, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში თავს ვი­კა­ვებთ "სითი პარკთან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის­გან, იმი­ტომ რომ ჩვე­ნი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის მიერ "სითი პარკთან" კა­ბა­ლუ­რი ხელშკრუ­ლე­ბა იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და ფრაქ­ცია "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" წევ­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის მე­რი­ის­გან მო­ი­თხო­ვენ, რომ გა­წყვი­ტოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა "სითი პარკთან", პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს თან­ხა 25 მი­ლი­ო­ნი ლარი აი­სა­ხოს 2017 წლის დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯეტ­ში და მო­მა­ვა­ლი ერთი წლის მან­ძილ­ზე პარ­კი­რე­ბა მარ­თოს თბი­ლი­სის მე­რი­ამ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­აც­ნეს იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა ჩა­რი­ცხა კომ­პა­ნია "სითი პარ­კმა" თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტ­ში 2014 წლის აგ­ვის­ტო­დან 2016 წლის 18 ოქ­ტომ­ბრამ­დე.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, 2014 წლის აგ­ვის­ტო არის ის თა­რი­ღი როცა საქ­მი­ა­ნო­ბას შე­უდ­გა თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია. მი­სი­ვე თქმით, ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე "სითი პარ­კმა" თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო 62 მი­ლი­ო­ნი ლარი, აქე­დან თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტ­ში ჩა­რი­ცხა 18 მი­ლი­ო­ნი ლარი, ხოლო 43 მი­ლი­ონ­ზე მეტი კომ­პა­ნი­ამ სახ­ლში წა­ი­ღო. ელი­საშ­ვი­ლის თქმით, "სითი პარკს" არ აუ­შე­ნე­ბია არც ერთი ავ­ტო­სად­გო­მი, თეთ­რიც კი არ და­უ­ხარ­ჯავს პარ­კი­რე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბის­თვის, მისი ხარ­ჯი არის მი­ნი­მა­ლუ­რი და შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა თა­ნამ­შრო­მელ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბით, მათი ფორ­მე­ბით, სა­ღე­ბა­ვის ფუ­ლით და ევა­კუ­ა­ტო­რე­ბის­თვის საწ­ვა­ვით. ელი­საშ­ვი­ლის თქმით, მხო­ლოდ ერთი წლის მან­ძილ­ზე აღ­ნიშ­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ სახ­ლში წა­ი­ღო 31 მი­ლი­ო­ნი ლარი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"თავს ვიკავებთ "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტისგან" - რა მიზეზს ასახელებს დავით ნარმანია

"თავს ვიკავებთ "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტისგან" - რა მიზეზს ასახელებს დავით ნარმანია

დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებზე, რომ თბილისის მერიას შეუძლია "სითი პარკს" ხელშეკრულება გაუწყვიტოს და პარკირების თანხები თავად ამოიღოს. დავით ნარმანიას თქმით, ამას მეტი არგუმენტი სჭირდება, მას ეჭვი ეპარება, რომ პარკირებისაგან ერთ წელიწადში 25 მილიონი ლარის ამოღება შესაძლებელი იქნება, თუ ამ პარკირებას დედაქალაქის მერია განახორციელებს.

ნარმანიას თქმით, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტის 2017 წლის პროექტს საკრებულოში წარადგენს, დიდი სიამოვნებით მოისმენს საკრებულოს დეპუტატების კონკრეტულ მოსაზრებებს და გაანგარიშებებს, რას მოაკლონ თანხები, რათა "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიამ "სითი პარკს" პირგასამტეხლო 25 მილიონი ლარი გადაუხადოს.

"მეტი არგუმენტები სჭირდება ამას. მე ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს ქალაქი და ათეულობით მილიონი ლარის გადახდა არ უნდა მოუწიოს შემდეგ. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში თავს ვიკავებთ "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტისგან, იმიტომ რომ ჩვენი წინამორბედების მიერ "სითი პარკთან" კაბალური ხელშკრულება იყო გაფორმებული, რომელიც სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრი დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიისგან მოითხოვენ, რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება "სითი პარკთან", პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი აისახოს 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება მართოს თბილისის მერიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია გააცნეს იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის თანხა ჩარიცხა კომპანია "სითი პარკმა" თბილისის ბიუჯეტში 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე.

ალეკო ელისაშვილის თქმით, 2014 წლის აგვისტო არის ის თარიღი როცა საქმიანობას შეუდგა თბილისის მერი დავით ნარმანია. მისივე თქმით, ამ პერიოდის მანძილზე "სითი პარკმა" თბილისის მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღო 62 მილიონი ლარი, აქედან თბილისის ბიუჯეტში ჩარიცხა 18 მილიონი ლარი, ხოლო 43 მილიონზე მეტი კომპანიამ სახლში წაიღო. ელისაშვილის თქმით, "სითი პარკს" არ აუშენებია არც ერთი ავტოსადგომი, თეთრიც კი არ დაუხარჯავს პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მისი ხარჯი არის მინიმალური და შემოიფარგლება თანამშრომელთა ანაზღაურებით, მათი ფორმებით, საღებავის ფულით და ევაკუატორებისთვის საწვავით. ელისაშვილის თქმით, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე აღნიშნულმა კომპანიამ სახლში წაიღო 31 მილიონი ლარი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."