პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ელის რეალურად ამერიკის "მუშათა კლასს" ტრამპის ხელში - სალომე ასათიანის ვერსია
რა ბედი ელის რეალურად ამერიკის "მუშათა კლასს" ტრამპის ხელში - სალომე ასათიანის ვერსია

ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ეხ­მა­უ­რე­ბა და ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში მოვ­ლე­ნე­ბის შე­საძ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის სა­კუ­თარ ვერ­სი­ას აქ­ვეყ­ნებს:

"გა­და­ცე­მას ვამ­ზა­დებ ახლა და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­მოს­ვლებს ვუს­მენ. ბოლო გა­მოს­ვლებს, არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღი­სას. ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი ლა­პა­რა­კობს "ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე" და ამე­რი­კე­ლებს აფრ­თხი­ლებს, ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ჩვე­ნი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი დგე­ბა კენ­ჭისყრა­ზეო. ტრამ­პი კი ამ­ბობს ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კურ­სის­თვის ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლო ტერ­მინს - "მუ­შა­თა კლა­სი" - და აცხა­დებს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დღე სწო­რედ მუ­შა­თა კლა­სის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღე იქ­ნე­ბა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ელი­ტის­გან. ჰოდა პი­რა­დად მე ყვე­ლა­ზე დიდ საფრ­თხეს და ცი­ნიზმს ზუს­ტად აქ ვხე­დავ. არა მხო­ლოდ იმ ფაქ­ტში, რომ ტრამ­პი - ტრამ­პი! - ლა­პა­რა­კობს "მუ­შა­თა კლა­სის" სა­ხე­ლით. არა­მედ იმ პერ­სპექ­ტი­ვა­შიც, რომ კი­დევ ერთხელ მოხ­დე­ბა უკვე ბევ­რჯერ მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი, ოღონდ ამ­ჯე­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი და უშნო ფორ­მით. პო­პუ­ლის­ტი ლი­დე­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად მო­რიგ ჯერ­ზე გა­მო­ი­ყე­ნებს ეკო­ნო­მი­კუ­რად და­ჩაგ­რუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლად გა­რი­ყუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სირ­თუ­ლე­ებს, მათ სიბ­რა­ზეს და სა­სო­წარ­კვე­თას - რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი კი სა­ვა­რა­უ­დოდ არ დად­გე­ბა. ქარ­ხნე­ბი ამე­რი­კა­ში მა­სობ­რი­ვად ვერ დაბ­რუნ­დე­ბა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი მა­სობ­რი­ვად ვერ შე­იქ­მნე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა არ გა­იზ­რდე­ბა. ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის და­კარ­გვა ისევ "მიგ­რან­ტებს" დაბ­რალ­დე­ბა და ქსე­ნო­ფო­ბი­ა­ში, უმ­წეო ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნა­ში იპო­ვის გა­მოვ­ლი­ნე­ბას. "მუ­შა­თა კლა­სი" კი ისევ მო­ტყუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა. ხოლო ბო­ლოს - როცა პო­პუ­ლის­ტი ლი­დე­რი დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა - ორ­ჯერ და სამ­ჯერ გა­იზ­რდე­ბა ელი­ტის­ტუ­რი მიდ­გო­მე­ბი. ტრამ­პის მოყ­ვა­ნა და აღ­ზე­ვე­ბა დაბ­რალ­დე­ბა "ბნელ მა­სებს", რომ­ლებ­საც ერთი ფუნ­ჯის მოს­მით შე­რა­ცხა­ვენ ქსე­ნო­ფო­ბე­ბად და რა­სის­ტე­ბად. ეს ფირ­ფი­ტა ის­ტო­რი­ამ ბევ­რჯერ მო­ის­მი­ნა უკვე. და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ კი­დევ ერთხელ მოგ­ვი­წევს ამ სევ­დი­ა­ნი და ბა­ნა­ლუ­რი სცე­ნა­რის ყუ­რე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა ბედი ელის რეალურად ამერიკის "მუშათა კლასს" ტრამპის ხელში - სალომე ასათიანის ვერსია

რა ბედი ელის რეალურად ამერიკის "მუშათა კლასს" ტრამპის ხელში - სალომე ასათიანის ვერსია

ჟურნალისტი სალომე ასათიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში მოვლენების შესაძლო განვითარების საკუთარ ვერსიას აქვეყნებს:

"გადაცემას ვამზადებ ახლა და წინასაარჩევნო გამოსვლებს ვუსმენ. ბოლო გამოსვლებს, არჩევნების წინა დღისას. ჰილარი კლინტონი ლაპარაკობს "ღირებულებებზე" და ამერიკელებს აფრთხილებს, ამ არჩევნებზე ჩვენი ფუნდამენტური ფასეულობები დგება კენჭისყრაზეო. ტრამპი კი ამბობს ამერიკის პოლიტიკური დისკურსისთვის ძალიან უჩვეულო ტერმინს - "მუშათა კლასი" - და აცხადებს, რომ არჩევნების დღე სწორედ მუშათა კლასის გათავისუფლების დღე იქნება კორუმპირებული ელიტისგან. ჰოდა პირადად მე ყველაზე დიდ საფრთხეს და ცინიზმს ზუსტად აქ ვხედავ. არა მხოლოდ იმ ფაქტში, რომ ტრამპი - ტრამპი! - ლაპარაკობს "მუშათა კლასის" სახელით. არამედ იმ პერსპექტივაშიც, რომ კიდევ ერთხელ მოხდება უკვე ბევრჯერ მომხდარი ამბავი, ოღონდ ამჯერად განსაკუთრებულად გაშიშვლებული და უშნო ფორმით. პოპულისტი ლიდერი ძალაუფლების მოსაპოვებლად მორიგ ჯერზე გამოიყენებს ეკონომიკურად დაჩაგრული და კულტურულად გარიყული ადამიანების სირთულეებს, მათ სიბრაზეს და სასოწარკვეთას - რეალური შედეგი კი სავარაუდოდ არ დადგება. ქარხნები ამერიკაში მასობრივად ვერ დაბრუნდება, სამუშაო ადგილები მასობრივად ვერ შეიქმნება, სოციალური დახმარება არ გაიზრდება. ეკონომიკური სირთულეები და სამუშაო ადგილების დაკარგვა ისევ "მიგრანტებს" დაბრალდება და ქსენოფობიაში, უმწეო ადამიანების დევნაში იპოვის გამოვლინებას. "მუშათა კლასი" კი ისევ მოტყუებული დარჩება. ხოლო ბოლოს - როცა პოპულისტი ლიდერი დისკრედიტირებული იქნება - ორჯერ და სამჯერ გაიზრდება ელიტისტური მიდგომები. ტრამპის მოყვანა და აღზევება დაბრალდება "ბნელ მასებს", რომლებსაც ერთი ფუნჯის მოსმით შერაცხავენ ქსენოფობებად და რასისტებად. ეს ფირფიტა ისტორიამ ბევრჯერ მოისმინა უკვე. და ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ მოგვიწევს ამ სევდიანი და ბანალური სცენარის ყურება".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს