"მინდოდა ჩელენტანო მიმეხრჩო, ჩემს "შეყვარებულს" ასეთ დღეში რომ აგდებდა - ცნობილი ადამიანები პირველ სიყვარულზე

"მინდოდა ჩელენტანო მიმეხრჩო, ჩემს "შეყვარებულს" ასეთ დღეში რომ აგდებდა - ცნობილი ადამიანები პირველ სიყვარულზე

პირველი სიყვარული დაუვიწყარი გრძნობაა, რომელიც ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება. ეს არის გრძნობა, რომლის გახსენებაზეც თვალებში ბავშვობის მონატრება იკითხება. გამონაკლისი ამ მხრივ არც ცნობილი ადამიანები არიან.

"მინდოდა ჩელენტანო მიმეხრჩო, ჩემს "შეყვარებულს" ასეთ დღეში რომ აგდებდა"

ბესო ბერულაშვილი, მსახიობი:

- პირველი სიყვარული ბაღში გავიცანი­ - ის ჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო, რომელიც, ალბათ, 20 წლით უფროსი მაინც იქნებოდა. ისიც მახსოვს, რა უიმედ­ოდ მიყვარდა იტალიელი ვარსკვლავი - ორნელა მუტი, რომელიც მარტო მე კი არა, მთელ სკოლას უყვარდა. "ჭირვეულის მორჯულებას" რომ ვუყურებდი, მინდოდა, ანდრიანო ჩელენტანო მიმეხრჩო, ჩემს "შეყვარებულს" ასეთ დღეში რომ აგდებდა. რომ წამოვიზარდე, ჩემს ჩანთაზე ხან ვისი სახელი ეწერა და ხან ვისი. კედლებსა­ და გარაჟებზეც დამიწერია "სატრფოს" ინიციალები. ასე ვიარე, ვიარე და ნამდვილ სიყვარულსაც გადავეყარე, რომელიც ყველაზე სანდო და საიმედო გამოდგა.

"ამოირჩიე - ან მე და ან - ის"

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი:

- სულ პირველად დედაჩემის ახლობლის შვილი მიყვარდა. 4-5 წლისანი ვიყავით. როგორც კი დამინახავდა, გარბოდა. როგორც ჩანს, გაქცევა იყო მისი "სიყვარულის" გამოხატულება. მერე ჩემი კლას­ელი მიყვარდა, მაგრამ ვერ გამოვხატავდი­ ამ გრძნობას, მორიდებული ბავშვი ვიყავი,­ მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ბევრს­ ვუყვარდი. ხშირად მხვდებოდა წერილები, სადაც ეწერა: "ამოირჩიე - ან მე და ან - ის". სხვათა შორის, ერთმა ბიჭმა ოქროს ბეჭედიც კი მომიტანა. რა თქმა უნდა, უკან დავუბრუნეთ. კარგა ხანს მიყვარდა ლეონარდო დი კაპრიო. აი, მაიკლ ჯექსონი დღემდე მიყვარს. ბავშვობის დროინდელი­ შეგრძნებები მთელი ცხოვრება მიჰყვება ადამიანს, ამიტომ ჩემი შვილის გრძნობებს სერიოზულად ვეკიდები. ძალიან მოსწონდა ეზოში ერთ ბიჭს, მაგრამ მერე მოვ­ლენები აღარ განვითარდა. ახლა ელენე ბაღში დადის, მაგრამ ჯერ არ მოუტანია ამბავი, რომ ვინმე მოსწონს ან უყვარს.

"სხვათა შორის, გოგოსაც აუხსნია ჩემთვის სიყვარული"

ნიკა არაბიძე, იუმორისტი:

- ბავშვობაში სიყვარულს უჩვეულოდ გამოვხატა­ვდი: ვინც მიყვარდა, თმას ვწიწკნიდი, ოღონდ ვინც მიყვარდა, მის გვერდით ვერ ვჯდებოდი, რადგან ძალიან მორიდებული ბავშვი ვიყავი, მერჩივნა, შორს ყოფილიყო და ჩემი გრძნობა შორიდან გამომეხატა. მოგვიანებით გოგოსთვის მიჩხუბია კიდეც, ერთი-ორჯერ ჩემი მეგობრის მხარდასაჭერად­ მივედი და იმ ორომტრიალიდან მეც კარგად დალილავებული გამ­ოვედი. ბუნებით მორიდებული ადამიანი­ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ როცა ვინმე ძალიან მოგწონს, უნდა უთხრა. სხვათა შორის, გოგოსაც აუხსნია ჩემთვის სიყვარ­ული და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

"პირველად პირველ კლასში შემიყვარდა"

ჯემალ ჭკუასელი, ქორეოგრაფი:

- პირველად პირველ კლასში შემიყვარდა, მაგრამ ის გოგო ჩემ გვერდით არ დაჯდა­ და ძალიან მეწყინა. ამ მარცხის შემდეგ მერვე კლასამდე არავინ მყვარებია, მაგრამ მომდევნო სიყვარულიც უიღბლო აღმოჩნდა: იმ გოგონამ შეხვედრაზე უარი მითხრა და მოგვიანებით ჩემი მეგობრის მეუღლე გახდა. ყველაზე სერიოზული გრძნობა მაშინ მეწვია, როცა 22-23 წლისა ვიყავი. უკვე 60 წელია, ერთად ვართ და ეს არის ჩემი პირველი და ბოლო სიყვარული. შვიდი შვილთაშვილი გვყავს და ახლა მერვესა და მეცხრეს ველოდებით.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება