რაც უფრო იზრდებიან ჩვენი შვილები და მოზარდობის ასაკს უახლოვდებიან, დამოუკიდებლობა და თავდაჯერება ემატებათ. ეს აშკარად ეტყობა მათ ქცევას და მათ შორის, კითხვის ჩვევასაც. დიახ, თუნდაც წიგნების დიდი მოყვარული არ იყოს, ასაკი ძალაუნებურად უბიძგებს მას "დიდური" ქცევისკენ. წიგნის კითხვაც ხომ "უფროსების საქმეა". სხვათა შორის, თინეიჯერობისკენ გარდამავალ ასაკში (8,9,10 წელი) ყველაზე დიდი შანსია, სამომავლოდ მისგან კარგი მკითხველი დადგეს. სწორედ ამ დროს იწყებენ იმ ჟანრებით დაინტერესებას, რაც ასევე "დიდურ" თემებად ითვლება - დეტექტივი, ფანტასტიკა, რომანი... ესენი ყველაზე "ჩამთრევ" ჟანრება დაც მიიჩნევა და პატარა მკითხველს გაათმაგებულ ინტერესს უღვივებს.
ბავშვის დაინტერესება რომ მშობლის "სუსტი წერტილია", ვიცით. გამომცემლებიც ამ მიმართულებით არანაკლებ ენთუზიაზმს იჩენენ. შედეგად კი საბავშვო დეტექტივი მთელ მსოფლიოში მოთხოვნად და აღიარებულ ჟანრად იქცა. ქართული გამომცემლებიც არ არიან გამონაკლისნი - ახლახან 8-12 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ სერიაში "ლიბერქიდსი" საბავშვო დეტექტივი "შერლოკი, ლუპენი და მე" გამოვიდა. ვინაიდან წიგნმა მალევე მიიპყრო ყურადღება და ჯერჯერობით ერთადერთ საბავშვო დეტექტივად რჩება ქართულ ენაზე, საჭიროდ ჩავთვალეთ გაგვერკვია, რამდენად სასარგებლოა ეს ჟანრი ბავშვისთვის და რატომ გახდა ზემოაღნიშნული წიგნი საინტერესო ბავშვებისთვის... განაგრძეთ კითხვა