სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას
როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას

დო­ნალდ ტრამ­პი აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტია.

ამე­რი­კის რი­გით 45-ე პრე­ზი­დენ­ტმა უკვე მი­მარ­თა ამე­რი­კელ ხალ­ხს. მან სი­ტყვით გა­მოს­ვლა­ში მხარ­დამ­ჭე­რებს, ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მშობ­ლებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ მთა­ვარ­მა კონ­კუ­რენ­ტმა - ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა მას გა­მარ­ჯვე­ბა უკვე მი­უ­ლო­ცა.

ახა­ლარ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს უკვე ესა­უბ­რა ამე­რი­კის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაკ ობა­მა, რო­მელ­მაც მისი "მემ­კვიდ­რე" თეთრ სახ­ლში მი­იწ­ვია.

მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი ტრამ­პის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოდ აფა­სე­ბენ, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ მწვა­ვე კო­მენ­ტარ­საც აკე­თებს.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა დო­ნალდ ტრამპს აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ ვა­შინგტონ­თან პარტნი­ო­რო­ბა გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ქვა­კუ­თხე­დად რჩე­ბა.

თა­ვის მხრივ, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ფრან­სუა ოლან­დმა გა­ნა­ცხა­და, რომ ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბით "გა­ურ­კვევ­ლო­ბის პე­რი­ო­დი" იწყე­ბა. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ საფ­რან­გე­თის პარტნი­ო­რი ყო­ველ­თვის იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის სა­კი­თხებ­ში. "ამ სა­კი­თხებ­ში საფ­რან­გე­თი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს, რო­გორც კი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­უდ­გე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ოლან­დმა.

ტრამპს გა­მარ­ჯვე­ბა დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ტე­რე­ზა მე­ი­მაც მი­უ­ლო­ცა. მისი თქმით, დიდი ბრი­ტა­ნე­თის და აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო და თა­ვი­სუფ­ლე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრინ­ცი­პებს ეფუძ­ნე­ბო­და.

ტრამ­პის არ­ჩე­ვას გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ფრანკ ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ე­რიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს შეხ­ვედ­რის­კენ მო­უ­წო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბა ის არ არის, რაც მას და გერ­მა­ნელ ხალ­ხს სურ­და.

ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნი "ტვი­ტე­რის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მო­გე­რი­ნის თქმით, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აშშ-ის კავ­ში­რი იმა­ზე ღრმაა, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბა. "ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რათა ევ­რო­კავ­ში­რის ძალა ხე­ლახ­ლა აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ," - ნათ­ქვა­მია ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ერ­თო­ბი­ლი­ვი წე­რი­ლით ეხ­მა­უ­რე­ბი­ან აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტუს­კი და ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ჟან კლოდ იუნ­კე­რი:

"ევ­რო­კავ­შირ­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის რწმე­ნის ერ­თობ­ლივ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეფუძ­ნე­ბა. ევ­რო­კავ­ში­რი და აშშ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ, რათა მო­სახ­ლე­ო­ბის მშვი­დო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო, არა მხო­ლოდ ჩვენს ქვეყ­ნებ­ში, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ირ­გვლივ,"- ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

დო­ნალდ ტრამ­პის მი­სა­ლოც წე­რილ­ში ტუსკმა და იუნ­კერ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, რომ მათ კი­დევ უფრო უნდა გა­ნამ­ტკი­ცონ ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტრა­ტე­ბის 45-ე პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­პა­ში უკვე მი­იწ­ვი­ეს. გარ­და ამი­სა, დო­ნალდ ტრამპს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა. იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ აშშ-ს ახალ პრე­ზი­დენტს მალე შეხ­ვდე­ბა და ის 2017 წლის ბრი­უ­სე­ლის სა­მიტ­ზე მი­იწ­ვია.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მარ­ტინ შულ­ცი კი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის 45-ე პრე­ზი­დენ­ტად დო­ნალდ ტრამ­პის არ­ჩე­ვის გამო იმედ­გაც­რუ­ე­ბას გა­მო­ხა­ტავს.

შულ­ცის გან­მარ­ტე­ბით, ის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბით გა­ოგ­ნე­ბუ­ლია და მი­იჩ­ნევს, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ახალ პრე­ზი­დენტს მო­უ­წო­და, პა­ტი­ვი სცეს სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ფუნ­და­მენ­ტურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა დო­ნალდ ტრამპს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა. რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, პუ­ტი­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონს შო­რის დი­ა­ლო­გი რო­გორც რუ­სე­თის, ისე აშშ-ის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ასე­ვე იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ის და ტრამ­პი, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, აშშ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნას შეძ­ლე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას

როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას

დონალდ ტრამპი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია.

ამერიკის რიგით 45-ე პრეზიდენტმა უკვე მიმართა ამერიკელ ხალხს. მან სიტყვით გამოსვლაში მხარდამჭერებს, ოჯახის წევრებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა. ასევე დაადასტურა, რომ მთავარმა კონკურენტმა - ჰილარი კლინტონმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

ახალარჩეულ პრეზიდენტს უკვე ესაუბრა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც მისი "მემკვიდრე" თეთრ სახლში მიიწვია.

მსოფლიო ლიდერები ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას არც ისე სახარბიელოდ აფასებენ, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მწვავე კომენტარსაც აკეთებს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ვაშინგტონთან პარტნიორობა გერმანიის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად რჩება.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვებით "გაურკვევლობის პერიოდი" იწყება. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ საფრანგეთის პარტნიორი ყოველთვის იყო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის საკითხებში. "ამ საკითხებში საფრანგეთი აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს, როგორც კი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება", - განაცხადა ოლანდმა.

ტრამპს გამარჯვება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმაც მიულოცა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო და თავისუფლების, დემოკრატიისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნებოდა.

ტრამპის არჩევას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერიც გამოეხმაურა. მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვება ის არ არის, რაც მას და გერმანელ ხალხს სურდა.

ტრამპის გამარჯვებას ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მოგერინის თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის კავშირი იმაზე ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება. "ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა ევროკავშირის ძალა ხელახლა აღმოვაჩინოთ," - ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.

ერთობილივი წერილით ეხმაურებიან აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი:

"ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის რწმენის ერთობლივ ღირებულებებს ეფუძნება. ევროკავშირი და აშშ წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, რათა მოსახლეობის მშვიდობა და კეთილდღეობა უზრუნველეყო, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებში, არამედ მთელი მსოფლიოს ირგვლივ,"- ნათქვამია წერილში.

დონალდ ტრამპის მისალოც წერილში ტუსკმა და იუნკერმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ კიდევ უფრო უნდა განამტკიცონ ტრანსატლანტიკური ხიდის მშენებლობა.

ევროკავშირის ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტრატების 45-ე პრეზიდენტი ევროპაში უკვე მიიწვიეს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ახალ პრეზიდენტს მალე შეხვდება და ის 2017 წლის ბრიუსელის სამიტზე მიიწვია.

ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი კი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის გამო იმედგაცრუებას გამოხატავს.

შულცის განმარტებით, ის არჩევნების შედეგებით გაოგნებულია და მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა გაცილებით რთული იქნება. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოების ფუნდამენტურ ღირებულებებს.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც რუსული მედია იტყობინება, პუტინი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის ინტერესებში შედის.

ვლადიმერ პუტინი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ის და ტრამპი, ერთობლივი ძალისხმევით, აშშ-რუსეთის ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანას შეძლებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."