გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ჯერ ორი ავტომობილი დაეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი მანქანა - 2 ქვეითად მოსიარულეს.
ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია 5 პირი. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.