პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში რომ ჩამოვიდა, მითხრეს, გიკითხაო..." - რას იხსენებს დონალდ ტრამპთან ურთიერთობაზე ნანუკა გოგიჩაიშვილი
"საქართველოში რომ ჩამოვიდა, მითხრეს, გიკითხაო..." - რას იხსენებს დონალდ ტრამპთან ურთიერთობაზე ნანუკა გოგიჩაიშვილი

რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის რი­გით 45-ე პრე­ზი­დენ­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­დე­ბა დო­ნალდ ტრამ­პი.

თბი­ლი­სის დრო­ით 21:00 სა­ათ­ზე ტრამ­პი ფიცს და­დებს აშშ-ის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის გლო­ვერ რო­ბერტსის თან­დას­წრე­ბით. ფი­ცის და­დე­ბი­სას ორ ბიბ­ლი­ას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ: აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნის პი­რა­დი ბიბ­ლია, რო­მე­ლიც ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა და ტრამ­პის პი­რად ბიბ­ლი­ას, რო­მე­ლიც მას დე­და­მის­მა 1955 წელს აჩუ­ქა.

ნო­ემ­ბერ­ში, ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­მა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც დიდი მით­ქმა-ოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. ტრამ­პის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბას ბევ­რი ცნო­ბი­ლი სახე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ამე­რი­კის 45-ე პრე­ზი­დენ­ტთან მო­გო­ნე­ბე­ბი გა­იხ­სე­ნეს ქარ­თველ­მა სე­ლებ­რი­თებ­მაც. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრამ­პის ვი­ზი­ტის დროს, მას­თან შეხ­ვედ­რა­ზე მომ­ღერ­ლე­ბი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე და სოფო ნი­ჟა­რა­ძე, ასე­ვე მო­დე­ლე­ბი: ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი და ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი წა­იყ­ვა­ნეს.

ტრამ­პის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, მო­დელ­მა ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა: "ამ ხუმ­რო­ბა ხუმ­რო­ბა­ში, პირ­ვე­ლი თვითმფრი­ნა­ვი, რაც ვმარ­თე, ტრამ­პის ბო­ინ­გი იყო"... ცხა­დია, ამ ამ­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით და ნა­ნუ­კას ტრამ­პთან შეხ­ვედ­რის გახ­სე­ნე­ბა ვთხო­ვეთ.

"ტრამ­პთან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩემი "მი­სო­ბის" პე­რი­ოდ­ში მქონ­და, ანუ მას მერე, რაც "მის სამ­ყა­რო­ზე" აღ­მოვ­ჩნდი. ეს ხომ ტრამ­პის კონ­კურ­სია. ჰოდა, პირ­ვე­ლად ასე გა­ვი­ცა­ნი... რა­საც შემ­დეგ ასე­თი რამ და­ემ­თხვა, - ჩვე­ნი მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი ამე­რი­კა­ში ტრამპს ხვდე­ბო­და, მას­პინ­ძელ­მა რა­ტომ­ღაც, ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე, ყუ­რა­დღე­ბა ჩემ­ზე შე­ა­ჩე­რა, რაც კა­მე­რე­ბის თან­დას­წრე­ბით მოხ­და, აიღო კონ­კურ­სის ჟურ­ნა­ლი და პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს აჩ­ვე­ნა, - ნახე, "მის სა­ქარ­თვე­ლო" ჩემს კონ­კურ­სზე ლას-ვე­გას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­საც ახ­ლოს ვიც­ნო­ბო (მაგ პე­რი­ოდ­ში დე­და­ჩე­მი პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში აპა­რა­ტის უფ­რო­სი იყო). სა­ა­კაშ­ვილ­მა ჩემ შე­სა­ხებ არ იცო­და, რომ გა­ი­გო, ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და და უთხრა, რომ ნა­თია, ნა­ნუ­კას დედა ჩემ­თან აპა­რატ­ში მუ­შა­ობ­სო. სხვა­თა შო­რის, ამის გა­გო­ნე­ბა დე­და­ჩე­მის­თვისც მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო...

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა: დო­ნალდ ტრამ­პი და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი

- "მის სამ­ყა­როს" მსვლე­ლო­ბი­სას ტრამ­პი კონ­კურ­სან­ტებს გხვდე­ბო­დათ?

- კი, ყვე­ლა გო­გო­ნას­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და, რად­გა­ნაც, ვი­მე­ო­რებ, მისი კონ­კურ­სია, რო­მე­ლიც შვი­ლი­ვით უყ­ვარს. მოკ­ლედ, ვინც ასე თუ ისე ვაქ­ტი­უ­რობ­დით, ყვე­ლას გვიც­ნობ­და... ლას-ვე­გას­ში კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბი­სას ვხვდე­ბო­დით. სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი. ერთხელ, გა­მი­მარ­თლა და 5 დიდი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ერ­თად მეც ვი­ყა­ვი საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე, ფუ­ლიც გა­და­ი­რი­ცხა, ტრამ­პის ბო­ინ­გით გა­დაგ­ვაფ­რი­ნეს, - ეს ყვე­ლა­ფე­რი კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში მოხ­და. ბო­ინ­გშიც მახ­სოვს, ძა­ლი­ან ჩარ­თუ­ლი იყო პრო­ცეს­ში... ამ ამ­ბის შე­სა­ხებ მა­შინ მხო­ლოდ გარ­შე­მომ­ყო­ფებ­მა იცოდ­ნენ, მე და დე­და­ჩე­მი დი­დად არ ვახ­მა­უ­რებ­დით. არც ფო­ტო­ებს ვა­ზი­ა­რებ­დით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით. თან, "მის სამ­ყა­როს" კონ­კურ­სის შემ­დეგ ამე­რი­კა­ში დიდ­ხანს დავ­რჩი...

გა­ვი­და რა­ღაც პე­რი­ო­დი და ტრამ­პი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, მეც უკვე აქ ვი­ყა­ვი. ჰოდა, და­მი­რე­კეს და ამის შე­სა­ხებ მაც­ნო­ბეს, ასე­ვე მი­თხრეს, - გი­კი­თხაო. ესეც რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მე, რო­გორც წინა წლის "მისი" და "მის სამ­ყა­რო­ზე" ნამ­ყო­ფი, ასე­ვე იმ მიმ­დი­ნა­რე წლის "მის სა­ქარ­თვე­ლო" - ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი იმ შეხ­ვედ­რა­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვით, თან, ჯა­ნე­ტი "მის სამ­ყა­რო­ზე" მი­ემ­გზავ­რე­ბო­და...

როცა შეგ­ვხვდა, ისევ უშუ­ა­ლო­ბი­თა და სით­ბო­თი დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი... შემ­დეგ ბა­თუმ­ში ჩა­ვე­დით, "ტრამპ თა­უ­ე­რი" რომ შენ­დე­ბო­და და იქაც მისი ბო­ინ­გით ვიმ­გზავ­რეთ. ისე შემ­ხვდა, თით­ქოს დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ამ­ბობ­და, ნა­ნუ­კას ვიც­ნობ, ის ჩემს კონ­კურ­სზე ნამ­ყო­ფი­აო... მერე პი­ლო­ტებ­თა­ნაც შე­ვე­დით და შტურ­ვალ­თა­ნაც მო­მი­წია დაჯ­დო­მამ, მაგ­რამ მა­შინ ამის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ მი­მი­ნი­ჭე­ბია...

ზო­გა­დად კი ამ ადა­მი­ან­ზე ცუ­დის თქმა არ შე­მიძ­ლია, თვე-ნა­ხე­ვა­რი მის კონ­კურ­სზე ვი­ყა­ვი და მხო­ლოდ კარ­გად მახ­სოვს კონ­კურ­სიც და თვი­თო­ნაც. გასხნი­ლი იყო ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. ამას­თან, თა­ვი­სი"მის სამ­ყა­რო" ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ასე­ვე ყვე­ლა მისი მო­ნა­წი­ლე. თი­თო­ე­ულ­თან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და...

- ახ­ლაც რომ მო­გი­კი­თხოს?

- (იცი­ნის) იმ­დე­ნად უშუ­ა­ლოა, რომ მის­გან ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ობა­მა­ზეც ამ­ბო­ბენ, ასე­თი ადა­მი­ა­ნი­აო, შე­იძ­ლე­ბა მა­გა­ლი­თად, ვი­ღა­ცას­თან ერ­თად, გა­ვი­დეს და ეზო­ში კა­ლათ­ბურ­თი ითა­მა­შოს... ასე რომ, ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლიო ჯერ ვერ მიხ­ვდე­ბა, მის­გან რას უნდა ელო­დოს, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ადა­მი­ა­ნია...

- მი­ე­სალ­მე­ბი მის გა­მარ­ჯვე­ბას?

- ხომ ვამ­ბობ, ვერ ვხვდე­ბი, რას უნდა ვე­ლო­დოთ მის­გან, მაგ­რამ, მის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც არ მაქვს... ამი­ტომ, ახლა რა პო­ლი­ტი­კა წავა, არა­ვინ იცის. ის შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან გა­მო­ად­გეს, ან პი­რი­ქით, ვნა­ხოთ, გა­დაჭ­რით ვერ ვი­ტყვით, რომ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბა ჩვენ­თვის ცუდი იქ­ნე­ბა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"საქართველოში რომ ჩამოვიდა, მითხრეს, გიკითხაო..." - რას იხსენებს დონალდ ტრამპთან ურთიერთობაზე ნანუკა გოგიჩაიშვილი

"საქართველოში რომ ჩამოვიდა, მითხრეს, გიკითხაო..." - რას იხსენებს დონალდ ტრამპთან ურთიერთობაზე ნანუკა გოგიჩაიშვილი

რამდენიმე საათში ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდება დონალდ ტრამპი.

თბილისის დროით 21:00 საათზე ტრამპი ფიცს დადებს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გლოვერ რობერტსის თანდასწრებით. ფიცის დადებისას ორ ბიბლიას გამოიყენებენ: აბრაამ ლინკოლნის პირადი ბიბლია, რომელიც ინაუგურაციის ცერემონიის განუყოფელ ნაწილად იქცა და ტრამპის პირად ბიბლიას, რომელიც მას დედამისმა 1955 წელს აჩუქა.

ნოემბერში, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებმა ქართულ საზოგადოებაშიც დიდი მითქმა-ოთქმა გამოიწვია. ტრამპის გაპრეზიდენტებას ბევრი ცნობილი სახე გამოეხმაურა. ამერიკის 45-ე პრეზიდენტთან მოგონებები გაიხსენეს ქართველმა სელებრითებმაც. მაგალითად, საქართველოში ტრამპის ვიზიტის დროს, მასთან შეხვედრაზე მომღერლები ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და სოფო ნიჟარაძე, ასევე მოდელები: ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნანუკა გოგიჩაიშვილი წაიყვანეს.

ტრამპის გაპრეზიდენტების შესახებ, მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: "ამ ხუმრობა ხუმრობაში, პირველი თვითმფრინავი, რაც ვმართე, ტრამპის ბოინგი იყო"... ცხადია, ამ ამბით დავინტერესდით და ნანუკას ტრამპთან შეხვედრის გახსენება ვთხოვეთ.

"ტრამპთან შეხვედრის საშუალება ჩემი "მისობის" პერიოდში მქონდა, ანუ მას მერე, რაც "მის სამყაროზე" აღმოვჩნდი. ეს ხომ ტრამპის კონკურსია. ჰოდა, პირველად ასე გავიცანი... რასაც შემდეგ ასეთი რამ დაემთხვა, - ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკაში ტრამპს ხვდებოდა, მასპინძელმა რატომღაც, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ყურადღება ჩემზე შეაჩერა, რაც კამერების თანდასწრებით მოხდა, აიღო კონკურსის ჟურნალი და პრეზიდენტ სააკაშვილს აჩვენა, - ნახე, "მის საქართველო" ჩემს კონკურსზე ლას-ვეგასში მონაწილეობდა, რომელსაც ახლოს ვიცნობო (მაგ პერიოდში დედაჩემი პრეზიდენტის პრესსამსახურში აპარატის უფროსი იყო). სააკაშვილმა ჩემ შესახებ არ იცოდა, რომ გაიგო, ძალიან გაუკვირდა და უთხრა, რომ ნათია, ნანუკას დედა ჩემთან აპარატში მუშაობსო. სხვათა შორის, ამის გაგონება დედაჩემისთვისც მოულოდნელობა იყო...

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა: დონალდ ტრამპი და ცნობილი ქართველები

- "მის სამყაროს" მსვლელობისას ტრამპი კონკურსანტებს გხვდებოდათ?

- კი, ყველა გოგონასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა, რადგანაც, ვიმეორებ, მისი კონკურსია, რომელიც შვილივით უყვარს. მოკლედ, ვინც ასე თუ ისე ვაქტიურობდით, ყველას გვიცნობდა... ლას-ვეგასში კონკურსის მსვლელობისას ვხვდებოდით. სხვადასხვა ღონისძიებაში ვიყავით ჩართული. ერთხელ, გამიმართლა და 5 დიდი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მეც ვიყავი საქველმოქმედო ღონისძიებაზე, პატარა ბავშვების მხარდამჭერ აქციაზე, ფულიც გადაირიცხა, ტრამპის ბოინგით გადაგვაფრინეს, - ეს ყველაფერი კონკურსის ფარგლებში მოხდა. ბოინგშიც მახსოვს, ძალიან ჩართული იყო პროცესში... ამ ამბის შესახებ მაშინ მხოლოდ გარშემომყოფებმა იცოდნენ, მე და დედაჩემი დიდად არ ვახმაურებდით. არც ფოტოებს ვაზიარებდით სოციალური ქსელის საშუალებით. თან, "მის სამყაროს" კონკურსის შემდეგ ამერიკაში დიდხანს დავრჩი...

გავიდა რაღაც პერიოდი და ტრამპი საქართველოში ჩამოვიდა, მეც უკვე აქ ვიყავი. ჰოდა, დამირეკეს და ამის შესახებ მაცნობეს, ასევე მითხრეს, - გიკითხაო. ესეც რომ არ ყოფილიყო, მე, როგორც წინა წლის "მისი" და "მის სამყაროზე" ნამყოფი, ასევე იმ მიმდინარე წლის "მის საქართველო" - ჯანეტ ქერდიყოშვილი იმ შეხვედრაზე უნდა მივსულიყავით, თან, ჯანეტი "მის სამყაროზე" მიემგზავრებოდა...

როცა შეგვხვდა, ისევ უშუალობითა და სითბოთი დაგვამახსოვრა თავი... შემდეგ ბათუმში ჩავედით, "ტრამპ თაუერი" რომ შენდებოდა და იქაც მისი ბოინგით ვიმგზავრეთ. ისე შემხვდა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ამბობდა, ნანუკას ვიცნობ, ის ჩემს კონკურსზე ნამყოფიაო... მერე პილოტებთანაც შევედით და შტურვალთანაც მომიწია დაჯდომამ, მაგრამ მაშინ ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია...

ზოგადად კი ამ ადამიანზე ცუდის თქმა არ შემიძლია, თვე-ნახევარი მის კონკურსზე ვიყავი და მხოლოდ კარგად მახსოვს კონკურსიც და თვითონაც. გასხნილი იყო ურთიერთობისთვის. ამასთან, თავისი"მის სამყარო" ძალიან უყვარდა და ასევე ყველა მისი მონაწილე. თითოეულთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა...

- ახლაც რომ მოგიკითხოს?

- (იცინის) იმდენად უშუალოა, რომ მისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ობამაზეც ამბობენ, ასეთი ადამიანიაო, შეიძლება მაგალითად, ვიღაცასთან ერთად, გავიდეს და ეზოში კალათბურთი ითამაშოს... ასე რომ, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მსოფლიო ჯერ ვერ მიხვდება, მისგან რას უნდა ელოდოს, არაპროგნოზირებადი ადამიანია...

- მიესალმები მის გამარჯვებას?

- ხომ ვამბობ, ვერ ვხვდები, რას უნდა ველოდოთ მისგან, მაგრამ, მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაც არ მაქვს... ამიტომ, ახლა რა პოლიტიკა წავა, არავინ იცის. ის შეიძლება საქართველოს ძალიან გამოადგეს, ან პირიქით, ვნახოთ, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ მისი პრეზიდენტობა ჩვენთვის ცუდი იქნება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

"ჩამოსული არიან ფერწერის და სახურავის ექსპერტები, ისინი დაწერენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა" - გელათში უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ

"სამყაროში ყველაზე სასურველი მამაკაცი და ის ჩემია" - ნინი გოგიჩაიშვილი თხოვდება?!