მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტრამპი "ბრწყინვალების ორდენის" მფლობელია - აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დეტალები
დონალდ ტრამპი "ბრწყინვალების ორდენის" მფლობელია - აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დეტალები

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 2012 წელს ამე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რი და დღეს უკვე აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა.

2012 წელს ბიზ­ნეს-მაგ­ნა­ტი და ინ­ვეს­ტო­რი ტრამ­პი სა­ქარ­თვე­ლო­ში, "ტრამპ თა­უ­ე­რის" მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ორ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტით ჩა­მო­ვი­და. ტრამპმა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ბა­თუმ­ში "ტრამპ თა­უ­ე­რის" მშე­ნებ­ლო­ბას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მა­შინ ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ტრამპმა სტუმ­რებ­თან ერ­თად რეს­ტო­რან "ყი­რა­მა­ლა" მო­ილ­ხი­ნეს.

ნა­ხეთ ვი­დეო| ტრამ­პი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის ვო­ი­ა­ჟი ბა­თუმ­ში - სა­არ­ქი­ვო კად­რე­ბი კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დო­ნალდ ტრამპს მხარ­და­ჭე­რას ფე­ის­ბუ­ქი­დან უცხა­დებს

ამე­რი­კელ მი­ლი­არ­დერ­თან შე­სახ­ვედ­რად თბი­ლი­სი­დან ბა­თუმ­ში მომ­ღერ­ლე­ბი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე და სოფო ნი­ჟა­რა­ძე, ასე­ვე მო­დე­ლე­ბი: ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი და ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი წა­იყ­ვა­ნეს. ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე და ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ბა­თუმ­ში პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად გაფ­რინ­დნენ, ხოლო და­ნარ­ჩე­ნებ­მა ტრამ­პთან ერ­თად იმ­გზავ­რეს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას, იგი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თა. ქვეყ­ნის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ორ­დე­ნით უცხო­ე­ლებს იშ­ვი­ა­თად აჯილ­დო­ვებს. მისი თქმით, ტრამ­პის­თვის ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნის გა­და­ცე­მა დიდი პა­ტი­ვია, რად­გან იგი არას­დროს უშინ­დე­ბო­და დაბ­რკო­ლე­ბებს და რის­კზე მი­დი­ო­და.

"დო­ნალდ ტრამ­პის ჩა­მოს­ვლა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის, მსოფ­ლიო ბან­კის, ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ან პო­ლი­ტო­ლო­გის გა­მოკ­ვლე­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ად­გას წარ­მა­ტე­ბის გზას. 80-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი თურ­ქე­თი გარ­და, კონ­ტი­ნენ­ტურ ევ­რო­პა­ში სა­ქარ­თვე­ლო ერ­თერ­თია, სა­დაც ტრამ­პი თა­ვის პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ავი­თა­რებს თა­ვის კო­მერ­ცი­ულ, სა­ცხოვ­რე­ბელ და სას­ტუმ­რო ცენ­ტრს. ტრამ­პი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით წარ­მა­ტე­ბი­სა და ბრწყინ­ვა­ლე­ბის მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­მუ­შია. ამი­ტომ ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ამ ორ­დე­ნის თქვენ­თვის გად­მო­ცე­მა ", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დონალდ ტრამპი "ბრწყინვალების ორდენის" მფლობელია - აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დეტალები

დონალდ ტრამპი "ბრწყინვალების ორდენის" მფლობელია - აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დეტალები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს ამერიკელი მილიარდერი და დღეს უკვე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

2012 წელს ბიზნეს-მაგნატი და ინვესტორი ტრამპი საქართველოში, "ტრამპ თაუერის" მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ტრამპმა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ბათუმში ''ტრამპ თაუერის'' მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ღონისძიების შემდეგ სააკაშვილმა და ტრამპმა სტუმრებთან ერთად რესტორან "ყირამალა" მოილხინეს.

ნახეთ ვიდეო| ტრამპისა და სააკაშვილის ვოიაჟი ბათუმში - საარქივო კადრები კომენტარის გარეშე

ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპს მხარდაჭერას ფეისბუქიდან უცხადებს

ამერიკელ მილიარდერთან შესახვედრად თბილისიდან ბათუმში მომღერლები ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და სოფო ნიჟარაძე, ასევე მოდელები: ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნანუკა გოგიჩაიშვილი წაიყვანეს. ქრისტინე იმედაძე და ნინი ბადურაშვილი ბათუმში პრეზიდენტთან ერთად გაფრინდნენ, ხოლო დანარჩენებმა ტრამპთან ერთად იმგზავრეს.

რაც შეეხება დაჯილდოების ცერემონიას, იგი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ორდენით უცხოელებს იშვიათად აჯილდოვებს. მისი თქმით, ტრამპისთვის ბრწყინვალების ორდენის გადაცემა დიდი პატივია, რადგან იგი არასდროს უშინდებოდა დაბრკოლებებს და რისკზე მიდიოდა.

"დონალდ ტრამპის ჩამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ანალიტიკური ცენტრის ან პოლიტოლოგის გამოკვლევა, რომ საქართველო ადგას წარმატების გზას. 80-მილიონიანი თურქეთი გარდა, კონტინენტურ ევროპაში საქართველო ერთერთია, სადაც ტრამპი თავის პარტნიორებთან ერთად ავითარებს თავის კომერციულ, საცხოვრებელ და სასტუმრო ცენტრს. ტრამპი მსოფლიო მასშტაბით წარმატებისა და ბრწყინვალების მართლაც განსაკუთრებული ნიმუშია. ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია ამ ორდენის თქვენთვის გადმოცემა ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."