ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აშშ-ის საკვანძო შტატებში პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.
LIVE| თვალი ადევნეთ არჩევნების შედეგებს პირდაპირ ეთერში
ბიულეტენების 99 %-ის დათვლის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ტრამპი იმარჯვებს ფლორიდას შტატში, რომელსაც არჩევნებში საკვანძო მნიშვნელობა აქვს.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ტრამპი ლიდერობს ჩრდილოეთ კაროლინას შტატშიც, რაც ამომრჩეველთა კოლეგიაში 15 ხმას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატ ჰილარი კლინტონს, ბოლო მონაცემებით, ის იმარჯვებს კალიფორნიის შტატში და ჰავაიში.