აშშ-ში, ლოს-ანჯელესთან მდებარე პატარა ქალაქ აზუსაში საარჩევნო უბნის მახლობლად ისროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა სულ ცოტა ერთი ადამიანი მოკლა და 3 კი მძიმედ დაჭრა.
სროლა აშშ-ს დროით, შუადღისას მოხდა. ქალაქი აზუსა, კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესიდან 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.
სამართალდამცველების მისვლის შემდეგ, ორმხრივი სროლა დაიწყო. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, თუმცა ჯერ უცნობია ის პოლიციელებმა მოკლეს, თუ თავი მოიკლა.
პოლიციამ შემთხვევის გამო ორი საარჩევნო უბანი და იქვე მდებარე სკოლა დახურა. ჯერჯერობით სროლების სხვა დეტალები ცნობილი არ არის. თუმცა სამართალდამცველების ინფორმაციით, შემთხვევა საარჩევნო პროცესთან არაფერ კავშირშია.
news.yahoo.com მიხედვით