პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იპოვეს სამართალდამცველებმა ბექა შენგელიას სახლში და რა შემზარავ დეტალებს ყვება მეზობელი ბრალდებულების შესახებ
რა იპოვეს სამართალდამცველებმა ბექა შენგელიას სახლში და რა შემზარავ დეტალებს ყვება მეზობელი ბრალდებულების შესახებ

თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შო­კი­დან ჯერ კი­დევ ვერ გა­მო­ვი­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 76 წლის ქალი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით სი­ცო­ცხლეს მის­მა შვილ­მა გა­მო­ა­სალ­მა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 5 პირი და­ა­კა­ვეს, მათ­გან ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნია. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა რი­ტუ­ა­ლუ­რი იყო, გა­მო­ძი­ე­ბა კა­ნი­ბა­ლიზ­მის ვერ­სი­ა­საც ამუ­შა­ვებს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 76 წლის ლუბა ყო­ჩი­აშ­ვი­ლი ჯერ ელექტრო­ში­კით გა­თი­შეს, შემ­დგომ კი გა­გუ­დეს და და­ნის დარ­ტყმით მოკ­ლეს. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი დიდი ზო­მის ჩან­თა­ში მო­ა­თავ­სეს და ბექა შენ­გე­ლი­ას ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გა­და­ი­ტა­ნეს, სა­დაც გვა­მი და­ა­ნა­წევ­რეს. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, რო­მე­ლიც მთაწ­მინ­და­ზე, ვე­ძი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს, შენ­გე­ლი­ამ მკვლე­ლო­ბამ­დე სამი კვი­რით ადრე იქი­რა­ვა.

იხი­ლეთ პირ­ვე­ლი კად­რე­ბი სახ­ლი­დან, სა­დაც სა­ზარ­ლად მოკ­ლუ­ლი 76 წლის ქალი შვილ­მა მე­გო­ბარ­თან ერ­თად და­ა­ნა­წევ­რა

რო­გორც ცნო­ბი­ლია, შენ­გე­ლი­ამ, გარ­დაც­ვლი­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა ირმა ყო­ჩი­აშ­ვილ­მა და კი­დევ ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა, არას­რულ­წლო­ვან­მა ნინა ჩ.-მ პო­ლი­ცი­ას ჩვე­ნე­ბა სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ სახ­ლში მის­ცეს და დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნეს სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლე­ბი.

AMBEBI.GE-ს ჟურ­ნა­ლის­ტი ვე­ძი­ნის ქუ­ჩა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც შენ­გე­ლი­ას მე­ზო­ბელს ესა­უბ­რა. რეს­პონ­დენ­ტის ვი­ნა­ო­ბას მისი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ვა­სა­ხე­ლებთ:

"ამ ბიჭს (ბექა) კარ­გად არ ვიც­ნობ­დი, სამი კვი­რაა რაც ამ სახ­ლში გად­მო­ვი­და. რა­ი­მე უც­ნა­უ­რო­ბა არას­დროს შე­მიმ­ჩნე­ვია. სახ­ლის მე­პატ­რო­ნეს უთხრა, რომ დი­ზა­ი­ნე­რი იყო და ერთ-ერთ სა­ლონ­ში სტი­ლის­ტად მუ­შა­ობ­და. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, არა­ვის­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, მე მე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და, ისიც გა­მარ­ჯო­ბით და უბ­რა­ლო მო­კი­თხვით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. ბე­ქას­თან ერ­თად რამ­დენ­ჯერ­მე ვნა­ხე ის გოგო, ვინც დედა მოკ­ლა.

- რა­ი­მე უც­ნა­უ­რი ხო არ შე­გი­ნიშ­ნავთ ბე­ქას ქცე­ვებ­ში ან ჩაც­მუ­ლო­ბა­ში, რა­ზეც ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი შე­მიმ­ჩნე­ვია. გოგო ხში­რად შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი და­დი­ო­და, შავი ბა­ტინ­კე­ბი ეცვა, შავი ხელ­თათ­მა­ნე­ბი, ნა­ხე­ვა­რი თავი აპარ­სუ­ლი ჰქონ­და... ბი­ჭ­საც მსგავ­სი ჩაც­მუ­ლო­ბა და სტი­ლი ჰქონ­და.

- ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის აყ­ვა­ნა აქ მოხ­და?

- აქ არ აუყ­ვა­ნი­ათ, პო­ლი­ცია ღამე მო­ვი­და და სახ­ლის ჩხე­კა და­ი­წყეს, მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვით და რო­დე­საც ვი­კი­თხეთ, რა ხდე­ბო­და, არ გვი­თხრეს. მერე სახ­ლის პატ­რო­ნი მო­ვი­და და გა­ვი­გეთ მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც მა­შინ თქვეს, ქალი აკუ­წეს, დაჭ­რეს, ნა­ხე­ვა­რი შიგ­ნე­უ­ლო­ბა შე­ჭა­მეს, ნა­ხე­ვა­რი ეზო­ში სა­ერ­თო ტუ­ა­ლეტ­ში ჩა­რე­ცხეს, და­ნარ­ჩე­ნი კი ნა­გავ­საყ­რელ­ზე წა­ი­ღეს და დაწ­ვეს. ბექა და­კა­ვე­ბამ­დე ბოლო სამი დღე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და მე­ო­თხე დღეს და­ი­ჭი­რეს. რო­გორც გვი­თხრეს, ამ სახ­ლი­დან 31 სამ­ხი­ლი გა­ი­ტა­ნეს - ნი­ჟა­რა, ქვა­ბი, ტაფა, სის­ხლი­ა­ნი ნაჭ­რე­ბი, დანა და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ე­ბი. ტუ­ა­ლე­ტის შე­მოწ­მე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, რად­გან და­ბე­ტო­ნე­ბუ­ლია, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­ღეს და სახ­ლი და­ლუ­ქეს.

- მკვლე­ლო­ბის ღა­მეს რამე გა­ი­გეთ?

- მკვლე­ლო­ბის ღა­მეს ყვე­ლა სახ­ლში ვი­ყა­ვით. მა­მა­ჩემ­მა სი­ა­რუ­ლის ხმა გა­ი­გო, ასე­ვე კა­რის და­კეტვის და გა­ღე­ბის ხმა, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­დი­ოდ­ნენ ხში­რად და დი­ლის ექ­ვსი სა­ა­თის­თვის ტაქ­სით წა­ვიდ­ნენ. რო­გორც ვიცი, სამ­ნი იყ­ვნენ, ბექა და ორი გოგო (ირმა ყო­ჩი­აშ­ვი­ლი, ნინო.ჩ)

- რო­გორც ვიცი, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ სამი მათ­გა­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად აქ მო­იყ­ვა­ნეს, რას ამ­ბობ­დნენ?

- და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად ბექა და ირმა მო­იყ­ვა­ნეს, მე­ო­რე დღეს არას­რულ­წლო­ვა­ნი გოგო (ნინა.ჩ). ბე­ქამ ირო­ნი­უ­ლად უთხრა სახ­ლის პატ­რონს, არ ინერ­ვი­უ­ლო ქი­რის ფულს ჩე­მე­ბი გა­და­გიხ­დი­ა­ნო. მერე ის გოგო ამო­იყ­ვა­ნეს (ირმა.ყ) და აქ თქვა, დე­და­ჩემს სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვა­ჭე­რი ის თი­თე­ბი, რომ­ლი­თაც თმას მა­წიწ­კნი­და და მირ­ტყამ­დაო. ის არას­რულ­წლო­ვა­ნი გოგო ჩვე­უ­ლებ­რი­ვად სა­უბ­რობ­და თუ რო­გორ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გვა­მის და­ჩეხ­ვა­ში. დე­და­მი­სიც ეს­წრე­ბო­და ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის პრო­ცესს, ცუ­დად გახ­და, ფერი არ ქონ­და, მაგ­რამ მას (ნინა.ჩ) ამა­ზე რე­ა­ცია არ ჰქო­ნია.

- მას შემ­დეგ ვინ­მე იყო მო­სუ­ლი?

- არა, არა­ვინ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. გა­რეთ ვერ გავ­დი­ვარ, ვერ ვი­ძი­ნებ, სულ მგო­ნია, რომ უკან ვი­ღაც მიდ­გას.

ნიკა სა­ჯა­ია, AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

"თქვენ­მა საქ­ცი­ელ­მა... და­მარ­წმუ­ნა თქვენს დიდ ადა­მი­ა­ნო­ბა­ში" - რას წერს სას­ტიკ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბექა შენ­გე­ლი­ას გულ­შე­მატ­კი­ვა­რი

"იმ­დე­ნად ვერ იტან­და დე­დას, უთ­ქვამს, მოვ­კლათ და გა­ვაქ­როთ, მკვდა­რიც არ მინ­დაო" - შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი მკვლე­ლო­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი დე­ტა­ლე­ბი

რა იპოვეს სამართალდამცველებმა ბექა შენგელიას სახლში და რა შემზარავ დეტალებს ყვება მეზობელი ბრალდებულების შესახებ

რა იპოვეს სამართალდამცველებმა ბექა შენგელიას სახლში და რა შემზარავ დეტალებს ყვება მეზობელი ბრალდებულების შესახებ

თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ საზოგადოება მიღებული შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა. გამოძიების ინფორმაციით, 76 წლის ქალი მეგობრების დახმარებით სიცოცხლეს მისმა შვილმა გამოასალმა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული 5 პირი დააკავეს, მათგან ერთი არასრულწლოვანია. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა რიტუალური იყო, გამოძიება კანიბალიზმის ვერსიასაც ამუშავებს.

შსს-ს ინფორმაციით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშიკით გათიშეს, შემდგომ კი გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. საცხოვრებელი სახლი, რომელიც მთაწმინდაზე, ვეძინის ქუჩაზე მდებარეობს, შენგელიამ მკვლელობამდე სამი კვირით ადრე იქირავა.

იხილეთ პირველი კადრები სახლიდან, სადაც საზარლად მოკლული 76 წლის ქალი შვილმა მეგობართან ერთად დაანაწევრა

როგორც ცნობილია, შენგელიამ, გარდაცვლილის ქალიშვილმა ირმა ყოჩიაშვილმა და კიდევ ერთმა ბრალდებულმა, არასრულწლოვანმა ნინა ჩ.-მ პოლიციას ჩვენება სწორედ აღნიშნულ სახლში მისცეს და დეტალურად გაიხსენეს საზარელი დანაშაულის დეტალები.

AMBEBI.GE-ს ჟურნალისტი ვეძინის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც შენგელიას მეზობელს ესაუბრა. რესპონდენტის ვინაობას მისი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ:

"ამ ბიჭს (ბექა) კარგად არ ვიცნობდი, სამი კვირაა რაც ამ სახლში გადმოვიდა. რაიმე უცნაურობა არასდროს შემიმჩნევია. სახლის მეპატრონეს უთხრა, რომ დიზაინერი იყო და ერთ-ერთ სალონში სტილისტად მუშაობდა. როგორც მეზობლები ამბობენ, არავისთან ჰქონდა კონტაქტი, მე მეკონტაქტებოდა, ისიც გამარჯობით და უბრალო მოკითხვით შემოიფარგლებოდა. ბექასთან ერთად რამდენჯერმე ვნახე ის გოგო, ვინც დედა მოკლა.

- რაიმე უცნაური ხო არ შეგინიშნავთ ბექას ქცევებში ან ჩაცმულობაში, რაზეც ასევე ყურადღებას ამახვილებენ?

- განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია. გოგო ხშირად შავებში ჩაცმული დადიოდა, შავი ბატინკები ეცვა, შავი ხელთათმანები, ნახევარი თავი აპარსული ჰქონდა... ბიჭსაც მსგავსი ჩაცმულობა და სტილი ჰქონდა.

- ბრალდებულების აყვანა აქ მოხდა?

- აქ არ აუყვანიათ, პოლიცია ღამე მოვიდა და სახლის ჩხეკა დაიწყეს, მე და ჩემი მეგობარი ვიყავით და როდესაც ვიკითხეთ, რა ხდებოდა, არ გვითხრეს. მერე სახლის პატრონი მოვიდა და გავიგეთ მკვლელობის შესახებ. როგორც მაშინ თქვეს, ქალი აკუწეს, დაჭრეს, ნახევარი შიგნეულობა შეჭამეს, ნახევარი ეზოში საერთო ტუალეტში ჩარეცხეს, დანარჩენი კი ნაგავსაყრელზე წაიღეს და დაწვეს. ბექა დაკავებამდე ბოლო სამი დღე არ გამოჩენილა და მეოთხე დღეს დაიჭირეს. როგორც გვითხრეს, ამ სახლიდან 31 სამხილი გაიტანეს - ნიჟარა, ქვაბი, ტაფა, სისხლიანი ნაჭრები, დანა და მსგავსი რაღაცეები. ტუალეტის შემოწმება ვერ მოახერხეს, რადგან დაბეტონებულია, დანარჩენი ყველაფერი წაიღეს და სახლი დალუქეს.

- მკვლელობის ღამეს რამე გაიგეთ?

- მკვლელობის ღამეს ყველა სახლში ვიყავით. მამაჩემმა სიარულის ხმა გაიგო, ასევე კარის დაკეტვის და გაღების ხმა, სამზარეულოში შედიოდნენ ხშირად და დილის ექვსი საათისთვის ტაქსით წავიდნენ. როგორც ვიცი, სამნი იყვნენ, ბექა და ორი გოგო (ირმა ყოჩიაშვილი, ნინო.ჩ)

- როგორც ვიცი, დაკავების შემდეგ სამი მათგანი სამართალდამცავებმა ჩვენების მისაცემად აქ მოიყვანეს, რას ამბობდნენ?

- დაკავების შემდეგ, პირველად ბექა და ირმა მოიყვანეს, მეორე დღეს არასრულწლოვანი გოგო (ნინა.ჩ). ბექამ ირონიულად უთხრა სახლის პატრონს, არ ინერვიულო ქირის ფულს ჩემები გადაგიხდიანო. მერე ის გოგო ამოიყვანეს (ირმა.ყ) და აქ თქვა, დედაჩემს სიამოვნებით დავაჭერი ის თითები, რომლითაც თმას მაწიწკნიდა და მირტყამდაო. ის არასრულწლოვანი გოგო ჩვეულებრივად საუბრობდა თუ როგორ მიიღო მონაწილეობა გვამის დაჩეხვაში. დედამისიც ესწრებოდა ჩვენების მიცემის პროცესს, ცუდად გახდა, ფერი არ ქონდა, მაგრამ მას (ნინა.ჩ) ამაზე რეაცია არ ჰქონია.

- მას შემდეგ ვინმე იყო მოსული?

- არა, არავინ ყოფილა, მაგრამ ძალიან შეშინებულები ვართ. გარეთ ვერ გავდივარ, ვერ ვიძინებ, სულ მგონია, რომ უკან ვიღაც მიდგას.

ნიკა საჯაია, AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ:

"თქვენმა საქციელმა... დამარწმუნა თქვენს დიდ ადამიანობაში" - რას წერს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა შენგელიას გულშემატკივარი

"იმდენად ვერ იტანდა დედას, უთქვამს, მოვკლათ და გავაქროთ, მკვდარიც არ მინდაო" - შემაძრწუნებელი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

"ჩვენი ჩვენების გამო დაიჭირეს დედა, ეს მამამ გვაიძულა" - რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ბავშვებს, რომელთა მშობლები ძალადობისთვის იხდიან სასჯელს

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

"მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია, გაკვირვებული ვარ" - რას ჰყვება მეზობელი ოჯახზე, სადაც შვილმა დედა მოკლა