მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოროშენკოს პირველი კომენტარი სააკაშვილის გადადგომაზე
პოროშენკოს პირველი კომენტარი სააკაშვილის გადადგომაზე

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.

რო­გორც პო­რო­შენ­კომ სლო­ვე­ნი­ა­ში ვი­ზი­ტი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის იმე­დოვ­ნებს, რომ უკ­რა­ი­ნის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას მხარს და­უ­ჭერს.

"ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ვართ. თუ მან ოპო­ზი­ცი­ურ ველ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბა გა­და­წყვი­ტა, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ხვალ მთავ­რო­ბა მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხარს და­უ­ჭერს", - გა­ნა­ცხა­და პო­რო­შენ­კომ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ რე­ფორ­მე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, უკ­რა­ი­ნა­ში მიწ­ვე­უ­ლი ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლი მოღ­ვა­წე დღემ­დე წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა­ში, მათ შო­რის და­ა­სა­ხე­ლა უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე და უკ­რა­ი­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს დი­რექ­ტო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გიზო უგუ­ლა­ვა.

"ზო­გი­ერ­თმა ადა­მი­ან­მა გა­და­წყვი­ტა საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს შეც­ვლა და უკ­რა­ი­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის და­წყე­ბა, ქარ­თულ არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ", - დას­ძი­ნა პო­რო­შენ­კომ.

მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნას ხვალ გა­ნი­ხი­ლავს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოს­ტის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და. მა­ნამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოდე­სის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ მი­ი­ღო.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდე­სის სა­ოლ­ქო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს 2015 წლის 30 მა­ი­სი­დან იკა­ვებ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პოროშენკოს პირველი კომენტარი სააკაშვილის გადადგომაზე

პოროშენკოს პირველი კომენტარი სააკაშვილის გადადგომაზე

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც პოროშენკომ სლოვენიაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი სააკაშვილის გადადგომას მხარს დაუჭერს.

"ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. თუ მან ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური კამპანიის დაწყება გადაწყვიტა, ვიმედოვნებ, რომ ხვალ მთავრობა მის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს", - განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეფორმების გასატარებლად, უკრაინაში მიწვეული ზოგიერთი ქართველი მოღვაწე დღემდე წარმატებით მუშაობს უკრაინის მთავრობაში, მათ შორის დაასახელა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე გიზო უგულავა.

"ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ", - დასძინა პოროშენკომ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების წარდგენას ხვალ განიხილავს.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო.

მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა