პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეორე მსოფლიო ომის "ექო" საქართველოში - გადახედეთ ამ გვარ-სახელებს, იქნებ მათში თქვენი წინაპარი ამოიცნოთ...
მეორე მსოფლიო ომის "ექო" საქართველოში - გადახედეთ ამ გვარ-სახელებს, იქნებ მათში თქვენი წინაპარი ამოიცნოთ...

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­ვაგ­რძობთ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის გარ­შე­მო მუ­შა­ო­ბას. ყვე­ლა მათ­განს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ელო­და ოჯა­ხი. მშობ­ლე­ბი, და-ძმა უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლებს არას­დროს მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ და­ღუ­პუ­ლად და მათ ნა­ქონ ნივ­თებს ბოლო წუ­თამ­დე ინა­ხავ­დნენ...

გა­სულ დღე­ებ­ში რეს­პონ­დენ­ტი დაგ­ვი­კავ­შირ­და და სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და, იმ იმე­დით, რომ ნა­თე­სა­ვე­ბი გა­მო­უჩ­ნდე­ბათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათ­მა უმე­ტე­სო­ბამ, ოჯა­ხის შექ­მნა ვერ მო­ას­წრო.

ჩა­მო­ნათ­ვალს ვი­წყებთ ქერჩში ნა­პოვ­ნი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რით, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მო­ნა­ცე­მე­ბი ქერ­ჩის კო­მი­სი­ი­დან, ნა­ტა­ლი დზი­უ­ბამ მოგ­ვა­წო­და:

ქერ­ჩის საძ­მო სა­მარ­ხის გახ­სნის შე­დე­გად ნა­პოვ­ნია, ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძის ნეშ­ტი. რომ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი ასეა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი: სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა, ცხა­კა­ი­ას (სე­ნა­კი) რა­ი­ო­ნი, უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი, ნაღმტყორ­ცნე­ბის მე­თა­უ­რი, და­ღუ­პუ­ლია 1944 წლის, 26 იან­ვარს. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ქერ­ჩის საძ­მო საფ­ლავ­ში. "საბ­რძო­ლო დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის" და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია საბ­რძო­ლო წი­თე­ლი ვარ­სკვლა­ვის ორ­დე­ნი­თა და მედ­ლით.

წა­ი­კი­თხეთ: ქერჩში ნა­პოვ­ნი ნეშ­ტის სა­ი­დუმ­ლო: "ირაკ­ლი ბა­და­ლაშ­ვი­ლი მა­მა­ჩე­მია, მაგ­რამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­დან ცო­ცხა­ლი დაბ­რუნ­და..."

სუ­ზან კი­რა­კო­ზი­ა­ნი:

- ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია ამ თე­მა­ში ჩარ­თუ­ლი, ზოგი და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც ცდი­ლობს, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას. უკ­რა­ი­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, ნა­ტა­ლია დზი­უ­ბა რო­მე­ლიც ქერჩში და­წყე­ბუ­ლი სა­მარ­ხე­ბის გახ­სნის პრო­ცესს უძღვე­ბა, ამ თე­მა­ზე წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­საც გეგ­მავს, სა­დაც უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი, ის­ტო­რი­ე­ბი და საფ­ლა­ვე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი იქ­ნე­ბა შე­ტა­ნი­ლი... სა­მუ­შაო ძა­ლი­ან ბევ­რია, მაგ­რამ სი­ე­ბის მო­პო­ვე­ბა, მო­ნა­ცემ­თა და­ზუს­ტე­ბა და და­ლა­გე­ბა ეტა­პობ­რი­ვად უნდა მოხ­დეს. ამ­ჯე­რად, გთა­ვა­ზობთ იმ ადა­მი­ან­თა სი­ებს, რომ­ლე­ბიც და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბი­ან. კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი მათ ნა­თე­სა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბას ცდი­ლო­ბენ. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში და­ი­ღუპ­ნენ.

უცხო მი­წა­ზე ნა­პოვ­ნი ქარ­თველ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

გო­დუ­ა­ძე მინ­ტონ (მე­ლი­ტო­ნი) 1910 წელს, წყალ­ტყუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ პატ­რი­კეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი. 1943 წლის აგ­ვის­ტო­დან უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. ის გერ­მა­ნე­ლებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს და პა­რიზ­თან ახ­ლოს, ქა­ლა­ქის სა­საფ­ლა­ო­ზეა დაკ­რძა­ლუ­ლი;

1910 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ჭი­ა­თუ­რის სო­ფელ მე­ჩხე­ტუ­რას მკვიდ­რი ივა­ნე ლუ­კას ძე ბურ­ჯა­ნა­ძე, რო­მე­ლიც მინ­სკთან ახ­ლოს, ბე­რე­ზინ­სკის რა­ი­ონ­ში საძ­მო სა­საფ­ლა­ო­ზეა დაკ­რძა­ლუ­ლი;

წა­ი­კი­თხეთ: ქერჩში და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ - "ბლი­ა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი­დან, ერთ დღეს ოთხი ადა­მი­ა­ნი, მამა და სამი ბიჭი წა­უყ­ვა­ნი­ათ..."

1900 წელს, ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი უმე­გაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 1942 წლის, 2 სექ­ტემ­ბერს სმო­ლენ­სკში, ტყვე­ო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ვა­სი­ლი შუბ­ლა­ძე (პარ­ფე­ნის ძე) სამ­ტრე­დი­ი­დან, სმო­ლენ­სკთან ახ­ლოს, 1942 წლის 17 ივ­ლისს, ტყვე­ო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

საქ­მე ის არის, რომ ქარ­თუ­ლი გვარ-სა­ხე­ლე­ბი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ძა­ლი­ან ბევ­რია, თუმ­ცა, მათი მი­სა­მარ­თე­ბი და და­ღუპ­ვის ად­გი­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ იძებ­ნე­ბა, ან ხში­რად არის შეც­დო­მე­ბი მი­სა­მარ­თებ­ში, სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­სა და ბოლო ად­გილ­სამ­ყო­ფელ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მის და­ზუს­ტე­ბას მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. ბევ­რს მხო­ლოდ სა­ხე­ლი, გვა­რი და სა­ქარ­თვე­ლოს სსრ, უწე­რია.

ლალი პა­პას­კი­რი

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მეორე მსოფლიო ომის "ექო" საქართველოში - გადახედეთ ამ გვარ-სახელებს, იქნებ მათში თქვენი წინაპარი ამოიცნოთ...

მეორე მსოფლიო ომის "ექო" საქართველოში - გადახედეთ ამ გვარ-სახელებს, იქნებ მათში თქვენი წინაპარი ამოიცნოთ...

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვაგრძობთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველების გარშემო მუშაობას. ყველა მათგანს წლების განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე ელოდა ოჯახი. მშობლები, და-ძმა უგზო-უკვლოდ დაკარგულებს არასდროს მოიხსენიებდნენ დაღუპულად და მათ ნაქონ ნივთებს ბოლო წუთამდე ინახავდნენ...

გასულ დღეებში რესპონდენტი დაგვიკავშირდა და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილებში დაღუპული ქართველი მეომრების შესახებ მოძიებული ინფორმაცია მოგვაწოდა, იმ იმედით, რომ ნათესავები გამოუჩნდებათ. აღსანიშნავია, რომ მათმა უმეტესობამ, ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო.

ჩამონათვალს ვიწყებთ ქერჩში ნაპოვნი ქართველი მეომრით, რომლის შესახებაც მონაცემები ქერჩის კომისიიდან, ნატალი დზიუბამ მოგვაწოდა:

ქერჩის საძმო სამარხის გახსნის შედეგად ნაპოვნია, ქართველი მეომრის არჩილ ჯაფარიძის ნეშტი. რომლის საცხოვრებელი მისამართი ასეა დარეგისტრირებული: საქართველოს რესპუბლიკა, ცხაკაიას (სენაკი) რაიონი, უფროსი სერჟანტი, ნაღმტყორცნების მეთაური, დაღუპულია 1944 წლის, 26 იანვარს. დასაფლავებულია ქერჩის საძმო საფლავში. "საბრძოლო დამსახურებისთვის" დაჯილდოებულია საბრძოლო წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლით.

წაიკითხეთ: ქერჩში ნაპოვნი ნეშტის საიდუმლო: "ირაკლი ბადალაშვილი მამაჩემია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომიდან ცოცხალი დაბრუნდა..."

სუზან კირაკოზიანი:

- ძალიან ბევრი ადამიანია ამ თემაში ჩართული, ზოგი დამოუკიდებლადაც ცდილობს, ინფორმაციის მოძიებას. უკრაინელი ქალბატონი, ნატალია დზიუბა რომელიც ქერჩში დაწყებული სამარხების გახსნის პროცესს უძღვება, ამ თემაზე წიგნის გამოცემასაც გეგმავს, სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბიოგრაფიები, ისტორიები და საფლავების შესახებ ცნობები იქნება შეტანილი... სამუშაო ძალიან ბევრია, მაგრამ სიების მოპოვება, მონაცემთა დაზუსტება და დალაგება ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ამჯერად, გთავაზობთ იმ ადამიანთა სიებს, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან. კომისიის წევრები მათ ნათესავებთან დაკავშირებას ცდილობენ. ამ ადამიანების დიდი ნაწილი საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპნენ.

უცხო მიწაზე ნაპოვნი ქართველთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

გოდუაძე მინტონ (მელიტონი) 1910 წელს, წყალტყუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში დაბადებული. 1943 წლის აგვისტოდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ის გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს და პარიზთან ახლოს, ქალაქის სასაფლაოზეა დაკრძალული;

1910 წელს დაბადებული, ჭიათურის სოფელ მეჩხეტურას მკვიდრი ივანე ლუკას ძე ბურჯანაძე, რომელიც მინსკთან ახლოს, ბერეზინსკის რაიონში საძმო სასაფლაოზეა დაკრძალული;

წაიკითხეთ: ქერჩში დაკარგული ქართველების კვალდაკვალ - "ბლიაძეების ოჯახიდან, ერთ დღეს ოთხი ადამიანი, მამა და სამი ბიჭი წაუყვანიათ..."

1900 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ციხისძირში დაბადებული გიორგი უმეგაშვილი, რომელიც 1942 წლის, 2 სექტემბერს სმოლენსკში, ტყვეობაში გარდაიცვალა.

ვასილი შუბლაძე (პარფენის ძე) სამტრედიიდან, სმოლენსკთან ახლოს, 1942 წლის 17 ივლისს, ტყვეობაში გარდაიცვალა...

საქმე ის არის, რომ ქართული გვარ-სახელები ჩამონათვალი ძალიან ბევრია, თუმცა, მათი მისამართები და დაღუპვის ადგილი ჯერჯერობით არ იძებნება, ან ხშირად არის შეცდომები მისამართებში, სამხედრო ნაწილებსა და ბოლო ადგილსამყოფელთან დაკავშირებით და მის დაზუსტებას მუშაობა სჭირდება. ბევრს მხოლოდ სახელი, გვარი და საქართველოს სსრ, უწერია.

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო