პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდული ტესტირების დანერგვაზე მუშაობა იწყება - რა სიახლეზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრი
ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდული ტესტირების დანერგვაზე მუშაობა იწყება - რა სიახლეზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრი

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო პე­რი­ო­დუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის სრუ­ლად ასა­მოქ­მე­დებ­ლად სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვას აცხა­დებს.

რო­გორც პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბა ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის და­ნერგვის გა­მოც­დი­ლე­ბა. ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვის წარ­დგე­ნა მოხ­დე­ბა და­ლუ­ქუ­ლი კონ­ვერ­ტით, 2016 წლის 8 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში. შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის მიერ, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ავ­ლენს გა­მარ­ჯვე­ბულს. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მი­ი­ღებს.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გვქონ­დეს გამჭვირ­ვა­ლე და ხა­რისხზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ბა­ზა­რი. ამ­დე­ნად, მი­ვე­სალ­მე­ბით ყვე­ლა ინ­ვეს­ტო­რის შე­მოს­ვლას, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის სტან­დარ­ტებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ჯან­სა­ღი და უსაფრ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სის­ტე­მის და­ნერგვას უნდა მოჰ­ყვეს ეკო­ლო­გი­უ­რი და ჯან­სა­ღი გა­რე­მოს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის ძი­რი­თად წყა­როს სწო­რედ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბა და ამ დარ­გში სტან­დარ­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბა წარ­მო­ად­გენს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა რომ მძი­მეა, ამას სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბიც ადას­ტუ­რებს. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კაც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის ნა­წი­ლი სწო­რედ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე მო­დის", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის რე­ფორ­მის შე­დე­გად მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი რე­გი­ო­ნის შეს­წავ­ლა ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გან­სა­ზღვრის მიზ­ნით. ყვე­ლა რე­გი­ონს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ცენ­ტრე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა, რათა ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი შე­უ­ფერ­ხებ­ლად წა­რი­მარ­თოს; ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­მართ მო­თხოვ­ნე­ბი; და­ი­ნერ­გე­ბა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის ერ­თი­ა­ნი ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი მარ­თვის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სრუ­ლად გა­მო­რი­ცხავს შე­მოწ­მე­ბის პრო­ცეს­ში კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბას; შე­მუ­შავ­დე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სა და აირ­ბა­ლო­ნით აღ­ჭურ­ვი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის კონ­ტრო­ლის სის­ტე­მე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის თქმით, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ტეს­ტი­რე­ბის პე­რი­ო­დუ­ლო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ას­თან შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად, სხვა­დას­ხვა ასა­კის და ტი­პის მან­ქა­ნე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დუ­ლო­ბა. დად­გინ­დე­ბა პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ფასი, 2017 წლის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ის­პექ­ტი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სრუ­ლად იქ­ნე­ბა გა­მარ­თუ­ლი. თა­ვად ინ­სპექ­ტი­რე­ბის ნორ­მებს რაც შე­ე­ხე­ბა, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 2018 წლის 1-ელი იან­ვრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლის თქმით, წი­ნას­წა­რი გათ­ვლე­ბით, პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის რე­ფორ­მა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ასე­ვე, შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ამოქ­მე­დე­ბა შექ­მნის ახალ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს - აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში 1000-მდე სპე­ცი­ა­ლის­ტი მომ­ზად­დე­ბა და და­საქმდე­ბა.

"ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა არის ბა­ზა­რი იყოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გახ­ნი­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი. ჩვენ არ ვა­პი­რებთ, რომ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბობ­დეს რა­ი­მე ტი­პის შე­ზღუდ­ვა, შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ მხო­ლოდ ერთი ინ­ვეს­ტო­რი ან რო­მე­ლი­მე ერთ ინ­ვეს­ტორს მივ­ცეთ გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ლი­ცენ­ზია. დღეს ვა­ცხა­დებთ ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვას სწო­რე­დაც რომ სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ა­ზე, რო­მელ­მაც სა­ხელ­მწი­ფოს უნდა გა­უ­მარ­თოს ის პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თა­ვი­სუ­ფალ და ღია ბა­ზარ­ზე არ­სე­ბობ­დეს ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი კო­რუფ­ცი­უ­ლი რის­კის გა­მო­რი­ცხვით", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია ბა­ზარ­ზე ვე­ღარ შე­მო­ვა რო­გორც ინ­ვეს­ტო­რი, რათა არ მოხ­დეს ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი.

ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდული ტესტირების დანერგვაზე მუშაობა იწყება - რა სიახლეზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრი

ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდული ტესტირების დანერგვაზე მუშაობა იწყება - რა სიახლეზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრი

საქართველოს მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება. ინტერესთა გამოხატვის წარდგენა მოხდება დალუქული კონვერტით, 2016 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი სამთავრობო კომისიის მიერ, რომელიც წარმოდგენილი წინადადებების შესწავლის საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულს. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს.

"ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში გვქონდეს გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებული თავისუფალი ბაზარი. ამდენად, მივესალმებით ყველა ინვესტორის შემოსვლას, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს მოქალაქეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. ტექნიკური დათვალიერების სისტემის დანერგვას უნდა მოჰყვეს ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ცნობილია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა და ამ დარგში სტანდარტების არარსებობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით დღევანდელი ვითარება რომ მძიმეა, ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. საყურადღებოა ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი სწორედ ავტომობილების გაუმართაობაზე მოდის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შედეგად მოხდება საქართველოს თითოეული რეგიონის შესწავლა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. ყველა რეგიონს მოემსახურება ცენტრების საკმარისი რაოდენობა, რათა ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს; ჩამოყალიბდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები; დაინერგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ერთიანი ცენტრალიზებული მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციული გარიგებების ალბათობას; შემუშავდება რეკომენდაციები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისა და აირბალონით აღჭურვილი ავტომანქანების კონტროლის სისტემების ინტეგრაციის შესახებ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საკონსულტაციო კომპანიასთან შეთანხმების შედეგად, სხვადასხვა ასაკის და ტიპის მანქანებისთვის შეიძლება იყოს სხვადასხვა პერიოდულობა. დადგინდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ბაზარზე მაქსიმალურად მორგებული კონკურენტული ფასი, 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდული ტექნიკური ისპექტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა სრულად იქნება გამართული. თავად ინსპექტირების ნორმებს რაც შეეხება, კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, წინასწარი გათვლებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმაში დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის ამოქმედება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - აღნიშნულ პროცესში 1000-მდე სპეციალისტი მომზადდება და დასაქმდება.

"ძირითადი ამოცანა არის ბაზარი იყოს აბსოლუტურად გახნილი და თავისუფალი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ბაზარზე არსებობდეს რაიმე ტიპის შეზღუდვა, შემოვიყვანოთ მხოლოდ ერთი ინვესტორი ან რომელიმე ერთ ინვესტორს მივცეთ გარკვეული ტიპის ლიცენზია. დღეს ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას სწორედაც რომ საკონსულტაციო კომპანიაზე, რომელმაც სახელმწიფოს უნდა გაუმართოს ის პროცესები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თავისუფალ და ღია ბაზარზე არსებობდეს ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირების შესაძლებლობა ყველანაირი კორუფციული რისკის გამორიცხვით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ საკონსულტაციო კომპანია ბაზარზე ვეღარ შემოვა როგორც ინვესტორი, რათა არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი