პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დატოვებენ ციხეს საქართველოს ყველაზე ცნობილი პატიმრები
როდის დატოვებენ ციხეს საქართველოს ყველაზე ცნობილი პატიმრები

ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იხ­დის სას­ჯელს.

ამ­ჯე­რად და­ვინ­ტე­რეს­დით, სას­ჯე­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რამ­დენ წე­ლი­წად­ში და­ტო­ვე­ბენ ცი­ხეს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი პა­ტიმ­რე­ბი: თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია, შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მისი ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე შოთა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტია ვი­დე­ო­ფორ­მატ­ში 55 წამ­ში

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე შოთა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­დან სა­პა­ტიმ­როს ყვე­ლა­ზე ადრე და­ტო­ვებს. ის 2012 წელს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბის უკა­ნო­ნო მოს­მე­ნის საქ­მე­ში სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო და 2016 წლის 28 ივ­ნისს 1 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. შოთა ხი­ზა­ნიშ­ვილს სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბით შე­ეც­ვა­ლა და გა­ნა­ჩენს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ელო­დე­ბო­და. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, პირს მსჯავ­რის მოხ­დის ვა­და­ში ეთ­ვლე­ბა ის პე­რი­ო­დიც, რო­მე­ლიც მან წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შოთა ხი­ზა­ნიშ­ვილს სა­პა­ტიმ­რო ვა­დის და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე უკვე მოხ­დი­ლი აქვს და ერთი წლის შემ­დეგ შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვებს, რად­გან მის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მე სხვა საქ­მე აღ­ძრუ­ლი არაა.

სხვა ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი სა­შუ­ა­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბაა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში თბი­ლი­სის ყო­ფილ მერს, გიგი უგუ­ლა­ვას, თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ბაჩო ახა­ლა­ი­ას და შს ყო­ფილ მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, მი­ნი­მუმ 4-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლის მოხ­და მო­უ­წევთ. 

მა­გა­ლი­თად თბი­ლი­სის ყო­ფილ მერს, გიგი უგუ­ლა­ვას "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" საქ­მე­ზე 4 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, 2015 წლის 18 სექ­ტემ­ბერს მი­ე­სა­ჯა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უგუ­ლა­ვამ 1 წელი უკვე მო­ი­ხა­და, მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მელ­ზეც შე­საძ­ლოა, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გეს. საქ­მე­ებს შო­რი­საა 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრი­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" საქ­მე­ე­ბი.

ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე იხ­დის სას­ჯელს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია. მას 2014 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 7 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. ამ­ჟა­მად, ახა­ლა­ი­ას 5 წელი და 6 თვე დარ­ჩა მო­სახ­დე­ლი, თუმ­ცა გიგი უგუ­ლა­ვას მსგავ­სად, ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას სა­სა­მარ­თლო­ში ორი საქ­მე აქვს წარ­მარ­თუ­ლი, რო­მელ­ზეც შე­საძ­ლოა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ კი­დევ ერთი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნია დამ­დგა­რი, თუმ­ცა ის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­ი­წყა­ლა. რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე კი ბაჩო ახა­ლა­ია გა­მარ­თლდა და სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­ებ­ში მო­უ­წევს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბა.

ყვე­ლა­ზე მეტი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­შია დამ­დგა­რი. მას 4 საქ­მე­ზე - 3 წლით; 4 წლი­თა და 6 თვით; 5 წლით; 6 წლი­თა და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი. არის კი­დევ რამ­დე­ნი­მე საქ­მე, რო­მელ­ზეც ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­ნა­ჩე­ნი ჯერ არ დამ­დგა­რა და სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

12-წლი­ან სას­ჯელს იხ­დის ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის კი­დევ ერთი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე გა­მო­უ­ტა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, ვი­საც რამ­დე­ნი­მე მსჯავ­რი აქვთ და­დე­ბუ­ლი: კა­ნო­ნის თა­ნახ­მად მათ­თვის პა­ტიმ­რო­ბის სა­ბო­ლოო ვა­დის გან­სა­ზღვრა­ში სას­ჯე­ლის შთან­თქმის პრინ­ცი­პი მოქ­მე­დებს და პა­ტიმ­რო­ბის სა­ბო­ლოო ვადა მას შემ­დეგ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რაც ყვე­ლა საქ­მე­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შევა. შთან­თქმის პრინ­ცი­პი მა­ღა­ლი სას­ჯე­ლის მიერ, მცი­რე სას­ჯე­ლის შთან­თქმას გუ­ლის­ხმობს. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­ტიმ­რო­ბის სა­ბო­ლოო ვა­დის გან­სა­ზღვრი­სას, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია არა ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის წლე­ბი, არა­მედ ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე, მო­სა­მარ­თლის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვადა.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

როდის დატოვებენ ციხეს საქართველოს ყველაზე ცნობილი პატიმრები

როდის დატოვებენ ციხეს საქართველოს ყველაზე ცნობილი პატიმრები

ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი იხდის სასჯელს.

ამჯერად დავინტერესდით, სასჯელების გათვალისწინებით, რამდენ წელიწადში დატოვებენ ციხეს საქართველოს ყველაზე ცნობილი პატიმრები: თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი.

იხილეთ სტატია ვიდეოფორმატში 55 წამში

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი ერთადერთია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან საპატიმროს ყველაზე ადრე დატოვებს. ის 2012 წელს "ქართული ოცნების" ლიდერების უკანონო მოსმენის საქმეში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 2016 წლის 28 ივნისს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. შოთა ხიზანიშვილს სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა დაახლოებით ორთვიანი პატიმრობის შემდეგ, მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა და განაჩენს თავისუფლებაზე ელოდებოდა. კანონის თანახმად, პირს მსჯავრის მოხდის ვადაში ეთვლება ის პერიოდიც, რომელიც მან წინასწარ პატიმრობაში გაატარა. აქედან გამომდინარე შოთა ხიზანიშვილს საპატიმრო ვადის დაახლოებით 6 თვე უკვე მოხდილი აქვს და ერთი წლის შემდეგ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე საპატიმროს დატოვებს, რადგან მის წინააღმდეგ რაიმე სხვა საქმე აღძრული არაა.

სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის საპატიმროს დატოვების ყველაზე სწრაფი საშუალება პრეზიდენტის შეწყალებაა. სხვა შემთხვევაში თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას და შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მინიმუმ 4-წლიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ. 

მაგალითად თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2015 წლის 18 სექტემბერს მიესაჯა. მიუხედავად იმისა, რომ უგულავამ 1 წელი უკვე მოიხადა, მის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე განიხილება, რომელზეც შესაძლოა, გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. საქმეებს შორისაა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" საქმეები.

ამ ეტაპზე მხოლოდ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე იხდის სასჯელს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბაჩანა ახალაია. მას 2014 წლის 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამჟამად, ახალაიას 5 წელი და 6 თვე დარჩა მოსახდელი, თუმცა გიგი უგულავას მსგავსად, ახალაიას წინააღმდეგ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში ორი საქმე აქვს წარმართული, რომელზეც შესაძლოა გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. აღსანიშნავია, რომ ახალაიას წინააღმდეგ კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, თუმცა ის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში შეიწყალა. რამდენიმე საქმეზე კი ბაჩო ახალაია გამართლდა და სახელმწიფო ბრალდებას ზემდგომ ინსტანციებში მოუწევს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დანაშაულის დამტკიცება.

ყველაზე მეტი გამამტყუნებელი განაჩენი შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შემთხვევაშია დამდგარი. მას 4 საქმეზე - 3 წლით; 4 წლითა და 6 თვით; 5 წლით; 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. არის კიდევ რამდენიმე საქმე, რომელზეც ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში განაჩენი ჯერ არ დამდგარა და სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

12-წლიან სასჯელს იხდის ძალოვანი უწყების კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა, რომელსაც სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გამოუტანა.

რაც შეეხება იმ მაღალჩინოსნებს, ვისაც რამდენიმე მსჯავრი აქვთ დადებული: კანონის თანახმად მათთვის პატიმრობის საბოლოო ვადის განსაზღვრაში სასჯელის შთანთქმის პრინციპი მოქმედებს და პატიმრობის საბოლოო ვადა მას შემდეგ განისაზღვრება, რაც ყველა საქმეზე გამოტანილი განაჩენი კანონიერ ძალაში შევა. შთანთქმის პრინციპი მაღალი სასჯელის მიერ, მცირე სასჯელის შთანთქმას გულისხმობს. ასევე აღსანიშნავია, რომ პატიმრობის საბოლოო ვადის განსაზღვრისას, გათვალისწინებულია არა ამნისტიის შედეგად შეფარდებული პატიმრობის წლები, არამედ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებამდე, მოსამართლის მიერ განსაზღვრული პატიმრობის ვადა.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ