სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომელმაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევაზე მისი ბრძანება გააუქმა
როგორ ეხმაურება თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომელმაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევაზე მისი ბრძანება გააუქმა

გაწ­ვე­ვის იმ ფორ­მას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს, ჩვენ­ში რამ­დე­ნი­მე ფუნ­და­მენ­ტუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოს­თან არა­თავ­სე­ბა­დი პრობ­ლე­მა აქვს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ მის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბის გა­უქ­მე­ბის და შე­სა­ბა­მი­სად, გაწ­ვე­ვის აღ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე უწყე­ბის მოქ­მე­დი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ლე­ვან იზო­რი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რო­გორც ხი­და­შე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვა ახალ­გაზ­რდის იძუ­ლე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და გარ­და იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მო­ძა­ლა­დედ აქ­ცევს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის შე­დე­გი არ მო­აქვს. ამ კონ­ტექ­სტში თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯვა­ზეც სა­უბ­რობს.

"ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი: ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას - "უფრო ეკო­ნო­მი­უ­რია" ძა­ლი­ან სუს­ტი და არა­სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტია; ფი­ნან­სუ­რი ციკ­ლი კონ­ტრაქ­ტის ვა­დით ით­ვლე­ბა და 4 წლის პერ­სპექ­ტი­ვა­ში, მით უფრო თუ სრულ სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა­ზე გა­და­ვიყ­ვანთ წვე­ვამ­დე­ლებს, არ არის "უფრო ეკო­ნო­მი­უ­რი", აი უფრო უშე­დე­გო კი ნამ­დვი­ლად არის.

გაწ­ვე­ვის იმ ფორ­მას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს, რამ­დე­ნი­მე ფუნ­და­მენ­ტუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოს­თან არა­თავ­სე­ბა­დი პრობ­ლე­მა აქვს ჩვენ­ში: კერ­ძოდ, ის სუ­ბი­ექ­ტუ­რია და სო­ცი­ა­ლუ­რად უსა­მარ­თლოა; ის ადა­მი­ა­ნის შრო­მის გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე; ის ახალ­გაზ­რდის იძუ­ლე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფოს მო­ძა­ლა­დედ აქ­ცევს; ის არ აძ­ლევს ახალ­გაზ­რდას შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­გეგ­მოს მისი მო­მა­ვა­ლი; ის სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრებს მი­მარ­თავს ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფოს/სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის შე­დე­გი არ მო­აქვს; უბ­რა­ლოდ ფლან­გავს სა­ბი­უ­ჯე­ტო რე­სურსს; ქმნის თავ­დაც­ვის შემ­ძლე­თა რა­ო­დე­ნობ­რივ ილუ­ზი­ას, და შე­სა­ბა­მი­სად, ასუს­ტებს საფრ­თხის გამ­კლა­ვე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს უნა­რებს;

სი­ნამ­დვი­ლე­ში რა უნდა გა­კეთ­დეს: "ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვა" ახ­სე­ნა დღეს მი­ნის­ტრმა. ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვა ასე­ვე, ტო­ტა­ლუ­რად გაზ­რდილ თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯეტს ნიშ­ნავს (შე­გახ­სე­ნებთ მი­ნის­ტრმა იზო­რი­ამ მი­ნის­ტრო­ბა 5 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კლე­ბით და­ი­წყო. ეს მისი სულ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო); თუ ბი­უ­ჯეტს ვერ ზრდი, იმ თან­ხით, რო­მე­ლიც გაქვს, პრო­ფე­სი­უ­ლი ხიშ­ტი უნდა გა­ამ­რავ­ლო და ყვე­ლა სხვა ხარჯს უბ­რა­ლოდ უნდა და­ემ­შვი­დო­ბო; თუ გაწ­ვე­ვის აღ­დგე­ნას გეგ­მავ, 12 ლა­რი­დან 50 ლა­რამ­დე გა­გიზ­რდით ანა­ზღა­უ­რე­ბა­სო კი არ უნდა უთხრათ ახალ­გაზ­რდებს, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა გა­აც­ნო, რო­გორ მო­აგ­ვა­რებთ მათ პრობ­ლე­მებს.

ეს 2016 წლის სა­ქარ­თვე­ლოა: ადა­მი­ა­ნებს სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა უჭირთ და თუ პო­უ­ლო­ბენ, მას­თან გან­შო­რე­ბა სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სია - თქვენ აი­ძუ­ლებთ ახალ­გაზ­რდებს, ძლივს ნა­შოვნ სამ­სა­ხურს და­ემ­შვი­დო­ბონ 50 ლა­რად; ახალ­გაზ­რდებს კრე­დი­ტე­ბი აქვთ, რო­მელ­საც იმ ახ­ლად­ნა­შოვ­ნი სამ­სა­ხუ­რით ფა­რა­ვენ - თქვენ აი­ძუ­ლებთ მათ, უპერ­სპექ­ტი­ვო ვა­ლის, მუდ­მი­ვად მზარ­დი პრო­ცენ­ტის და და­კარ­გუ­ლი სამ­სა­ხუ­რის პი­რის­პირ დად­გნენ; სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის­თვის თა­ვის აცი­ლე­ბის მიზ­ნით, ახალ­გაზ­რდე­ბი არ ამ­თავ­რე­ბენ სას­წავ­ლებ­ლებს, გა­მოც­დას იტო­ვე­ბენ, კურ­სზე რჩე­ბი­ან, თქვენ არ­თმევთ მათ ნორ­მა­ლუ­რი, ბუ­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლე­ბო­ბას; ჯარ­ში სუ­ი­ცი­დი, თვითკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა მა­ღა­ლია და ის ექ­სკლუ­ზი­უ­რად წვე­ვამ­დე­ლებ­შია მა­ღა­ლი. ამას მი­ზე­ზი აქვს. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ თვა­ლი და­ხუ­ჭოთ ამ მი­ზე­ზებ­ზე, არ და­ი­ნა­ხოთ, არა­ვის მო­უს­მი­ნოთ. ჩვენ და­ნარ­ჩენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, იმე­დი მაქვს - არა.

თქვენ ატყუ­ებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ 2-3 თვე­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სრულ­ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ქვე­ყა­ნა მი­ი­ღებს სრულ­ფა­სო­ვან, ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის შემ­ძლე სამ­ხედ­როს; თქვენ ფლან­გავთ ჩვენს მიერ გა­დახ­დილ გა­და­სა­ხა­დებს გაწ­ვე­ვის სის­ტე­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით; თქვენ უკ­ლავთ და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას იმ ახალ­გაზ­რდებს, ვი­საც ჯარ­ში მსა­ხუ­რი სა­კუ­თა­რი გან­ვი­თა­რე­ბის, კა­რი­ე­რის, ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რის მთა­ვარ ამო­ცა­ნად აქვთ და­სა­ხუ­ლი; თქვენ უბ­რა­ლოდ მო­ა­ტყუ­ეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ვი­ნა­ი­დან ჩემი გა­დად­გო­მის პირ­ვე­ლი­ვე დღეს ზუს­ტად იცო­დით, რომ გაწ­ვე­ვას და­აბ­რუ­ნებ­დით, მაგ­რამ სა­არ­ჩევ­ნოდ შე­გე­შინ­დათ; სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია ტომ­რე­ბის ზიდ­ვა­ში, დაც­ვა­ში დგო­მის­თვის ხელ­ფასს იხ­დის, სა­ხელ­მწი­ფო არა. სა­ხე­ლი თა­ვად და­არ­ქვით.

დღეს, 7 ნო­ემ­ბე­რია, მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო ძა­ლა­დო­ბის მო­რი­გი წლის­თა­ვი. ძა­ლა­დო­ბა მხო­ლოდ მა­სობ­რი­ვი ცე­მით არ ხდე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, დღეს ნათ­ქვამ­ზე: არ არის სწო­რი, აზრი იმის შე­სა­ხებ, რომ ეს ჩემს ჯი­ნა­ზე გა­ა­კე­თა. სამ­წუ­ხა­როდ, ის და დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ასე ფიქ­რობს, ასე სჯე­რათ და გულ­წრფე­ლი არი­ან ამ გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა­ში. სწო­რედ ეს არის პრობ­ლე­მაც. სამი რამ გვი­თხრა მი­ნის­ტრმა: კვი­რა­ო­ბით სახ­ლში გა­ვუშ­ვებ­თო, 50 ლა­რამ­დე გავზრდით ანა­ზღა­უ­რე­ბა­სო და სრულ სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბას გა­ივ­ლი­ა­ნო. ეს კი ნიშ­ნავს, რომ მსა­ხუ­რე­ბის ად­გილ­სა და სა­ცხოვ­რე­ბელს შო­რის მან­ძი­ლის შე­სა­ბა­მი­სად, 50 ლარი სა­ვა­რა­უ­დოდ გზის ფუ­ლა­დაც არ არის საკ­მა­რი­სი, თუკი ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას სახ­ლში ივ­ლი­ან ახალ­გაზ­რე­ბი;

სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ უფრო ეკო­ნო­მი­უ­რია გაწ­ვე­ვა (ამა­ზე ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით), იქვე დას­რულ­და, სრუ­ლი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა ნიშ­ნავს, რომ ხარ­ჯე­ბიც გა­იზ­რდე­ბა;

თა­ვის­თა­ვად გაწ­ვე­ვის არ­სე­ბო­ბა რომ უფრო ეკო­ნო­მი­უ­რია ქვეყ­ნის­თვის, ხაზ­გას­მით და ცალ­სა­ხად მხო­ლოდ იმი­ტომ შე­იძ­ლე­ბა იძა­ხონ, რომ ხელ­ფასს არ უხ­დით ახალ­გაზ­რდებს შრო­მა­ში, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო იღებს მათ­გან", - აცხა­დებს ხი­და­შე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როგორ ეხმაურება თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომელმაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევაზე მისი ბრძანება გააუქმა

როგორ ეხმაურება თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომელმაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევაზე მისი ბრძანება გააუქმა

გაწვევის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ჩვენში რამდენიმე ფუნდამენტური, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არათავსებადი პრობლემა აქვს, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ მის მიერ გამოცემული ბრძანების გაუქმების და შესაბამისად, გაწვევის აღდგენის თაობაზე უწყების მოქმედი ხელმძღვანელის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებას.

როგორც ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ახალგაზრდის იძულებაზეა დაფუძნებული და გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მოძალადედ აქცევს, საზოგადოების ინტერესებისთვის შედეგი არ მოაქვს. ამ კონტექსტში თავდაცვის ყოფილი მინისტრი საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივად ხარჯვაზეც საუბრობს.

"ყველაზე მთავარი: ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრისას - "უფრო ეკონომიურია" ძალიან სუსტი და არასერიოზული არგუმენტია; ფინანსური ციკლი კონტრაქტის ვადით ითვლება და 4 წლის პერსპექტივაში, მით უფრო თუ სრულ სამხედრო მომზადებაზე გადავიყვანთ წვევამდელებს, არ არის "უფრო ეკონომიური", აი უფრო უშედეგო კი ნამდვილად არის.

გაწვევის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, რამდენიმე ფუნდამენტური, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არათავსებადი პრობლემა აქვს ჩვენში: კერძოდ, ის სუბიექტურია და სოციალურად უსამართლოა; ის ადამიანის შრომის გამოყენებას გულისხმობს ანაზღაურების გარეშე; ის ახალგაზრდის იძულებაზეა დაფუძნებული და შესაბამისად, სახელმწიფოს მოძალადედ აქცევს; ის არ აძლევს ახალგაზრდას შესაძლებლობას დაგეგმოს მისი მომავალი; ის სახელმწიფო სახსრებს მიმართავს ღონისძიებისთვის, რომელსაც სახელმწიფოს/საზოგადოების ინტერესებისთვის შედეგი არ მოაქვს; უბრალოდ ფლანგავს საბიუჯეტო რესურსს; ქმნის თავდაცვის შემძლეთა რაოდენობრივ ილუზიას, და შესაბამისად, ასუსტებს საფრთხის გამკლავების სახელმწიფოს უნარებს;

სინამდვილეში რა უნდა გაკეთდეს: "ტოტალური თავდაცვა" ახსენა დღეს მინისტრმა. ტოტალური თავდაცვა ასევე, ტოტალურად გაზრდილ თავდაცვის ბიუჯეტს ნიშნავს (შეგახსენებთ მინისტრმა იზორიამ მინისტრობა 5 მილიონიანი კლებით დაიწყო. ეს მისი სულ პირველი ნაბიჯი იყო); თუ ბიუჯეტს ვერ ზრდი, იმ თანხით, რომელიც გაქვს, პროფესიული ხიშტი უნდა გაამრავლო და ყველა სხვა ხარჯს უბრალოდ უნდა დაემშვიდობო; თუ გაწვევის აღდგენას გეგმავ, 12 ლარიდან 50 ლარამდე გაგიზრდით ანაზღაურებასო კი არ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გააცნო, როგორ მოაგვარებთ მათ პრობლემებს.

ეს 2016 წლის საქართველოა: ადამიანებს სამსახურის შოვნა უჭირთ და თუ პოულობენ, მასთან განშორება სიკვდილის ტოლფასია - თქვენ აიძულებთ ახალგაზრდებს, ძლივს ნაშოვნ სამსახურს დაემშვიდობონ 50 ლარად; ახალგაზრდებს კრედიტები აქვთ, რომელსაც იმ ახლადნაშოვნი სამსახურით ფარავენ - თქვენ აიძულებთ მათ, უპერსპექტივო ვალის, მუდმივად მზარდი პროცენტის და დაკარგული სამსახურის პირისპირ დადგნენ; სავალდებულო სამსახურისთვის თავის აცილების მიზნით, ახალგაზრდები არ ამთავრებენ სასწავლებლებს, გამოცდას იტოვებენ, კურსზე რჩებიან, თქვენ ართმევთ მათ ნორმალური, ბუნებრივი განვითარების შესაძლებობას; ჯარში სუიციდი, თვითკვლელობის მცდელობა მაღალია და ის ექსკლუზიურად წვევამდელებშია მაღალი. ამას მიზეზი აქვს. თქვენ შეგიძლიათ თვალი დახუჭოთ ამ მიზეზებზე, არ დაინახოთ, არავის მოუსმინოთ. ჩვენ დანარჩენ საზოგადოებას, იმედი მაქვს - არა.

თქვენ ატყუებთ საზოგადოებას, რომ 2-3 თვეში შესაძლებელია სრულყოფილი სამხედრო მომზადება, რომლის შედეგადაც ქვეყანა მიიღებს სრულფასოვან, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისი პასუხის შემძლე სამხედროს; თქვენ ფლანგავთ ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს გაწვევის სისტემის შენარჩუნებით; თქვენ უკლავთ დასაქმების პერსპექტივას იმ ახალგაზრდებს, ვისაც ჯარში მსახური საკუთარი განვითარების, კარიერის, ქვეყნის სამსახურის მთავარ ამოცანად აქვთ დასახული; თქვენ უბრალოდ მოატყუეთ საზოგადოება, ვინაიდან ჩემი გადადგომის პირველივე დღეს ზუსტად იცოდით, რომ გაწვევას დააბრუნებდით, მაგრამ საარჩევნოდ შეგეშინდათ; სამშენებლო კომპანია ტომრების ზიდვაში, დაცვაში დგომისთვის ხელფასს იხდის, სახელმწიფო არა. სახელი თავად დაარქვით.

დღეს, 7 ნოემბერია, მოსახლეობაზე უპრეცედენტო ძალადობის მორიგი წლისთავი. ძალადობა მხოლოდ მასობრივი ცემით არ ხდება.

უფრო კონკრეტულად, დღეს ნათქვამზე: არ არის სწორი, აზრი იმის შესახებ, რომ ეს ჩემს ჯინაზე გააკეთა. სამწუხაროდ, ის და დღევანდელი ხელისუფლების აბსოლუტური უმრავლესობა ასე ფიქრობს, ასე სჯერათ და გულწრფელი არიან ამ გადაწვეტილებაში. სწორედ ეს არის პრობლემაც. სამი რამ გვითხრა მინისტრმა: კვირაობით სახლში გავუშვებთო, 50 ლარამდე გავზრდით ანაზღაურებასო და სრულ სამხედრო მომზადებას გაივლიანო. ეს კი ნიშნავს, რომ მსახურების ადგილსა და საცხოვრებელს შორის მანძილის შესაბამისად, 50 ლარი სავარაუდოდ გზის ფულადაც არ არის საკმარისი, თუკი ყოველ შაბათ-კვირას სახლში ივლიან ახალგაზრები;

საუბარი იმაზე, რომ უფრო ეკონომიურია გაწვევა (ამაზე ცოტა მოგვიანებით), იქვე დასრულდა, სრული სამხედრო მომზადება ნიშნავს, რომ ხარჯებიც გაიზრდება;

თავისთავად გაწვევის არსებობა რომ უფრო ეკონომიურია ქვეყნისთვის, ხაზგასმით და ცალსახად მხოლოდ იმიტომ შეიძლება იძახონ, რომ ხელფასს არ უხდით ახალგაზრდებს შრომაში, რომელსაც სახელმწიფო იღებს მათგან", - აცხადებს ხიდაშელი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."