საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაცია თბილისში - ვინ არის მღვდელი, რომელსაც დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა
სპეცოპერაცია თბილისში - ვინ არის მღვდელი, რომელსაც დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი" რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ წერს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში 26 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ა­კა­ვეს სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მელ­საც დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ბუპ­რე­მორ­ფი­ნი" აღ­მო­აჩ­ნდა. სპე­ცო­პე­რა­ცია არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა, "პრა­იმ­ტა­იმს" ინ­ფორ­მა­ცია წყა­რომ მი­ა­წო­და.

"რო­გორც ჩანს, არ­სე­ბობ­და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ და და­ი­გეგ­მა კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაც. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის აყ­ვა­ნა კლი­ნი­კა "ლან­ცე­ტის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და", - ამ­ბობს წყა­რო.

ინ­ფორ­მა­ცია გა­ზეთ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­ა­მოწ­მა, თუმ­ცა უწყე­ბა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თეს. სა­პატ­რი­არ­ქო­ში კი გან­მარ­ტეს, რომ მსგავ­სი რამ არც კი სმე­ნი­ათ.

"პრა­იმ­ტა­იმ­მა" სა­სა­მარ­თლო­დან მო­ი­პო­ვა საქ­მის რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი, მათ შო­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს აყ­ვა­ნი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ვი­ნა­ო­ბა. ის მარ­ტყო­ფის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ტაძ­რის მო­ძღვა­რი, მამა გი­ორ­გი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ოქ­მით ირ­კვე­ვა, რომ მას და­კა­ვე­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა "ბუპ­რე­მორ­ფი­ნი" აღ­მო­აჩ­ნდა. მისი თან­მხლე­ბი პი­რის­გან კი "ბუპ­რე­მორ­ფინ­თან" ერ­თად "ჰე­რო­ი­ნიც" ამო­ი­ღეს. მე­ო­რე და­კა­ვე­ბუ­ლი 36 წლის ოთარ სა­ნო­ძეა, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია.

გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­და­ზიდ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ სა­სუ­ლი­ე­რო პირს სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 4000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და და დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, გან­სხვა­ვე­ბით მისი თან­მხლე­ბის­გან. ოთარ სა­ნო­ძეს წი­ნას­წა­რი ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ნარ­კო­ტი­კე­ბის ოდე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საკ­მა­ოდ მკაცრ სას­ჯელს - 20 წლამ­დე, ანუ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­საც კი ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი აქამ­დეც შემ­ჩნე­უ­ლია კა­ნო­ნის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა­ში. არ­სე­ბობს 2013 წლის 6 მა­ისს გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი (იხი­ლეთ ვი­დეო), რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია რო­გორ ეჩხუ­ბა ზეს­ტა­ფონ­ში, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი სა­სუ­ლი­ე­რო პირი თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად პატ­რულს. ამის შე­სა­ხებ მა­შინ newpress.ge წერ­და.

მა­შინ პატ­რულ­მა ჩხუ­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­ა­კა­ვა, თუმ­ცა მამა გი­ორ­გი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა.

ავ­ტო­რი: მი­რი­ან ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი, წა­ი­კი­თხეთ ვრცლად გა­ზეთ "პრა­იმ­ტა­იმ­ში"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

სპეცოპერაცია თბილისში - ვინ არის მღვდელი, რომელსაც დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

სპეცოპერაცია თბილისში - ვინ არის მღვდელი, რომელსაც დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

გაზეთი "პრაიმტაიმი" რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი სპეცოპერაციის შესახებ წერს. მათი ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში 26 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს სასულიერო პირი, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრემორფინი" აღმოაჩნდა. სპეცოპერაცია არ გახმაურებულა, "პრაიმტაიმს" ინფორმაცია წყარომ მიაწოდა.

"როგორც ჩანს, არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის შესახებ და დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებაც. სასულიერო პირის აყვანა კლინიკა "ლანცეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა", - ამბობს წყარო.

ინფორმაცია გაზეთმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა, თუმცა უწყებაში სასულიერო პირის დაკავების შესახებ კომენტარი არ გააკეთეს. საპატრიარქოში კი განმარტეს, რომ მსგავსი რამ არც კი სმენიათ.

"პრაიმტაიმმა" სასამართლოდან მოიპოვა საქმის რამდენიმე საინტერესო დეტალი, მათ შორის სპეცოპერაციის დროს აყვანილი სასულიერო პირის ვინაობა. ის მარტყოფის მთავარანგელოზის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი მეგრელიშვილი აღმოჩნდა. სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ მას დაკავებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება "ბუპრემორფინი" აღმოაჩნდა. მისი თანმხლები პირისგან კი "ბუპრემორფინთან" ერთად "ჰეროინიც" ამოიღეს. მეორე დაკავებული 36 წლის ოთარ სანოძეა, რომელიც წარსულში ნასამართლევია.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ სასულიერო პირს სასამართლომ წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა, განსხვავებით მისი თანმხლებისგან. ოთარ სანოძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების ოდენობიდან გამომდინარე, საკმაოდ მკაცრ სასჯელს - 20 წლამდე, ანუ უვადო პატიმრობასაც კი ითვალისწინებს.

როგორც აღმოჩნდა, მეგრელიშვილი აქამდეც შემჩნეულია კანონის უგულებელყოფაში. არსებობს 2013 წლის 6 მაისს გადაღებული ვიდეოჩანაწერი (იხილეთ ვიდეო), რომელზეც ასახულია როგორ ეჩხუბა ზესტაფონში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი თანმხლებ პირებთან ერთად პატრულს. ამის შესახებ მაშინ newpress.ge წერდა.

მაშინ პატრულმა ჩხუბის მონაწილეები დააკავა, თუმცა მამა გიორგი მეგრელიშვილის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი, წაიკითხეთ ვრცლად გაზეთ "პრაიმტაიმში"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"