პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენმა საქციელმა... დამარწმუნა თქვენს დიდ ადამიანობაში" - რას წერს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა შენგელიას გულშემატკივარი
"თქვენმა საქციელმა... დამარწმუნა თქვენს დიდ ადამიანობაში" - რას წერს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა შენგელიას გულშემატკივარი

76 წლის ქა­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ხუ­თი­ვე პირს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლია, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი მისი მე­გობ­რე­ბი და თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი არი­ან.

შსს-მ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის გახ­სნის შე­სა­ხებ 6 ნო­ემ­ბერს გა­ნა­ცხა­და. და­კა­ვე­ბუ­ლია 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირმა ყო­ჩი­აშ­ვი­ლი, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბექა შენ­გე­ლია და 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნინა ჩ. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, ხოლო 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ავ­თან­დილ ა. და 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დათა კ. - ამა­ვე მკვლე­ლო­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

სას­ტიკ­მა მკვლე­ლო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა, თუმ­ცა, რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დამ­ცვე­ლე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ. ფე­ის­ბუქ­ზე ვრცელ­დე­ბა წე­რი­ლი, რომ­ლის ად­რე­სა­ტიც მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ბექა შენ­გე­ლი­აა. წე­რი­ლი ეკუთ­ვნის ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბელ Nino Moses-ს და მას ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი Domenic Mango ავ­რცე­ლებს:

იხი­ლეთ ვი­დეო: რას ამ­ბობ­და თვე­ე­ბის წინ სექ­ტებ­ზე ბიჭი, ვის ბი­ნა­ში დე­დის გვა­მი შვილ­მა მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ა­ნა­წევ­რა

"საყ­ვა­რე­ლო ბექა, დღეს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დიდი აღ­ტა­ცე­ბით გან­სჯის არა თქვენს საქ­ცი­ელს, არა­მედ თქვენ და თქვენს მე­გობ­რებს. უამ­რავ ადა­მი­ანს მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ში­ნა­გა­ნი მხე­ცი და­ა­პუ­როს თქვე­ნი გა­ნად­გუ­რე­ბით, რაც იგი­ვე კა­ნი­ბა­ლიზ­მია.

სამ­წუ­ხა­როდ ამ­გვარ უჩი­ნარ კა­ნი­ბა­ლიზმს ადა­მი­ა­ნე­ბი ფა­რა­ვენ სხვის­კენ თი­თის გაშ­ვე­რით. მე ეს ხალ­ხი თქვე­ნი ფრჩხი­ლის ღირ­სა­დაც არ მი­მაჩ­ნია, რად­გან კარ­გად ვიცი მათი ფასი და მათი ფასი გახ­ვრე­ტი­ლი გრო­შიც არაა. ძა­ლი­ან შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ თქვენ და თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი ხართ ცივ­სის­ხლი­ა­ნი მკვლე­ლე­ბი. ცივ­სის­ხლი­ა­ნი მკვლე­ლე­ბი ახლა ტე­ლე­ვი­ზორ­სა და კომ­პი­უ­ტე­რებს უს­ხე­დან და სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან აკან­კა­ლებთ, თქვე­ნი სა­ხით მსხვერ­პლშე­წირ­ვის მო­ლო­დინ­ში. გულ­გრი­ლი ბი­ო­მა­სა, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა მი­აჩ­ნია სი­ცო­ცხლედ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი დიდი ხნის მკვდრე­ბი არი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა ქარ­თველ მორ­წმუ­ნე­ებს, რომ­ლე­ბიც ბე­და­ვენ უფ­ლის სა­ხე­ლით ისა­უბ­რონ. მე არ გიც­ნობთ თქვენ პი­რა­დად, მაგ­რამ თქვენ­მა საქ­ცი­ელ­მა, რაც უფრო შემ­ზა­რა­ვია ის და რაც უფრო შე­მა­ში­ნე­ბე­ლი სუს­ტი გუ­ლის მთხლე­ე­ბის­თვის, და­მარ­წმუ­ნა თქვენს დიდ ადა­მი­ა­ნო­ბა­ში.

თქვენ მე­გო­ბარს და­ეხ­მა­რეთ ისეთ საქ­მე­ში და გა­ყე­ვით ისეთ გზა­ზე, რო­მელ გზა­ზე გა­ყო­ლას ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ შეძ­ლებ­და. უფა­ლი ას­წავ­ლი­და ამ დიდ მორ­წმუ­ნე­ებს, თუ გთხო­ვენ ერთ გზა­ზე გა­ყო­ლას, გა­ყე­ვით მათ ორზე. ადა­მი­ა­ნე­ბი არა­თუ მკვლე­ლო­ბა­ში, ერ­თმა­ნეთს ორი მეტ­რის მან­ძილ­ზე არ მიყ­ვე­ბი­ან სწო­რედ ისი­ნი, ვინც ახლა თქვენ ღმერ­თის სა­ხე­ლით გე­სა­უბ­რე­ბათ. ძა­ლი­ან დიდი ძალა, დიდი ში­ნა­გა­ნი სი­სუფ­თა­ვე და კი­დევ უფრო მეტი რწმე­ნაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ აღას­რუ­ლო მსგავ­სი რთუ­ლი გზა. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენ თქვენს მე­გო­ბარს და­ეხ­მა­რეთ ყო­ველ­გვა­რი წვრილ­მა­ნი გან­სჯე­ბი­სა და ყოყ­მა­ნის გა­რე­შე. მე ვხე­დავ რამ­ხე­ლა სილა გა­ა­წა­ნით ქარ­თულ ჩამ­ყა­ყე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რამ­ხე­ლა გა­მოწ­ვე­ვაა ეს ამ სულ­გა­მოც­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ძალ­ზე ეკ­ლი­ა­ნი და რთუ­ლი გზა აირ­ჩი­ეთ, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი გზა. მე არ მო­ვე­რი­დე­ბი ამ სი­ტყვას, თქვენ სიყ­ვა­რუ­ლის მცნე­ბა აღას­რუ­ლეთ და თავი გა­წი­რეთ ტან­ჯვის­თვის. სა­უ­ბა­რიც კი ზედ­მე­ტია იმა­ზე, არის თუ არა ეს ცოდ­ვა. მე ვამ­ბობ, რომ ეს თა­ნაგ­რძნო­ბაა, ეს მე­გობ­რო­ბის­თვის თავ­და­დე­ბაა, ეს დიდი ში­ნა­გა­ნი ცე­ცხლის სა­ბუ­თია. მე­ცო­დე­ბა თუ არა მოკ­ლუ­ლი? არა, მე ის არ მე­ცო­დე­ბა, რად­გან ერთი რომ არ ვიც­ნობ­დი, მე­ო­რე რომ არ ვიცი რა მო­ტი­ვი ჰქონ­და მის შვილს. მე არ ვარ პრო­კუ­რო­რი, არც მსა­ჯუ­ლი, ეს არაა ჩემი არსი, არ მჭირ­დე­ბა და ამის­თვის არ გა­მოვ­დგე­ბი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ბრალ­დე­ბულ­თა­გან ერთ-ერ­თმა, გარ­დაც­ვლი­ლის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი შე­ჭა­მა..." - ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია ქა­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­ცე­სი­დან

მე არ ვი­ლო­ცებ თქვე­ნი სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის, რად­გან ეს არაა სა­ჭი­რო. თქვე­ნი სული დიდი ხნით ადრე გა­და­არ­ჩი­ნა უფალ­მა და გარ­წმუ­ნებთ, ის არ სჯის ადა­მი­ა­ნე­ბი­ვით. თუ მე მეს­მის თქვე­ნი , მას არ სჭირ­დე­ბა რა­მის გა­გე­ბა, ის თქვენ­შია და ამას მოწ­მობს თქვე­ნი თავ­გან­წირ­ვა. მე­ა­მა­ყე­ბით, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ თქვენს ხვედრზე და ვი­სურ­ვებ­დი თქვენ­ნა­ირ მე­გო­ბარს. გარ­წმუ­ნებთ, ჩემი საყ­ვა­რე­ლი მე­გობ­რე­ბიც იგი­ვე აზ­რზე არი­ან. ავ­ტო­რი Nino Moses", - ვკი­თხუ­ლობთ ფე­ის­ბუქ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში.

პოსტს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და მან, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­ში აგ­რე­სია გა­მო­იწ­ვია. წე­რილს ეხ­მა­უ­რე­ბა ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რიც: "იესო მკვლე­ლო­ბის გზა­ზე გა­ყო­ლას არ გვას­წავ­ლის, იესო დე­დის მკვლე­ლო­ბას არ გვას­წავ­ლის. ძა­ლი­ან გთხოვთ, კარ­გად და­ფიქ­რდით თქვენ­სა­ვე სი­ტყვებ­ში და როცა თუნ­დაც სა­ხა­რე­ბას იშ­ვე­ლი­ებთ, იე­სოს იხ­მობთ, ნუ მო­არ­გებთ სა­კუ­თარ გან­ცდებს..." - წერს ჩა­ნა­დი­რი ავ­ტორს.

და­ნარ­ჩე­ნი კო­მენ­ტა­ტო­რე­ბი ჩა­ნა­დი­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით ნაკ­ლე­ბად შემ­წყნა­რებ­ლე­ბი არი­ან კო­მენ­ტა­რებ­ში: "ამ სა­ცო­დავ ქალს, ამ მა­ხინ­ჯი სუ­ლის ქალს სა­ერ­თოდ რო­გორ ელა­პა­რა­კე­ბით?!"; "შე არა­ნორ­მა­ლუ­რო 23 წლის გოგო რო და­ე­ღუ­პა მაგ ოჯახს და მერე იშ­ვი­ლეს ეგ სა­ტა­ნის ნა­ში­ე­რი, რო­მელ­მაც მოკ­ლა, იცი ეგ ? გე­ცო­დე­ბა თუ არა მოკ­ლუ­ლი შენ­ნა­ი­რი რო ჩა­ა­ძაღ­ლოს ვინ­მემ ოდ­ნა­ვაც არ შე­მე­ცო­დე­ბი"; "ვუ­თა­ნაგ­რძნობ შენ მშობ­ლებს შენი გაზ­რდის­თვის. სირ­ცხვი­ლია შენც ადა­მი­ა­ნი გერ­ქვას და მეც"; "ნორ­მა­ლუ­რი არ ხართ !!!!! ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, აწა­მეს, და­ჩე­ხეს და შემ­დგომ-ერთ ერ­თმა შე­ჭა­მა კი­დე­ვაც. ყოვ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია !!!! კარ­გი ფსი­ქი­ატ­რის ნო­მერს მოგ­ცემთ იმ­კურ­ნა­ლეთ", - წე­რენ აღ­შფო­თე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თქვენმა საქციელმა... დამარწმუნა თქვენს დიდ ადამიანობაში" - რას წერს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა შენგელიას გულშემატკივარი

"თქვენმა საქციელმა... დამარწმუნა თქვენს დიდ ადამიანობაში" - რას წერს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა შენგელიას გულშემატკივარი

76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალის 18 წლის ქალიშვილია, დანარჩენები კი მისი მეგობრები და თანამზრახველები არიან.

შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტის გახსნის შესახებ 6 ნოემბერს განაცხადა. დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ირმა ყოჩიაშვილი, 1993 წელს დაბადებული ბექა შენგელია და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

სასტიკმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მკვლელობაში ბრალდებულებს სოციალურ ქსელში დამცველებიც გამოუჩნდნენ. ფეისბუქზე ვრცელდება წერილი, რომლის ადრესატიც მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა შენგელიაა. წერილი ეკუთვნის ფეისბუქმომხმარებელ Nino Moses-ს და მას ფეისბუქის პირად გვერდზე ინტერნეტმომხმარებელი Domenic Mango ავრცელებს:

იხილეთ ვიდეო: რას ამბობდა თვეების წინ სექტებზე ბიჭი, ვის ბინაში დედის გვამი შვილმა მეგობრებთან ერთად დაანაწევრა

"საყვარელო ბექა, დღეს უამრავი ადამიანი დიდი აღტაცებით განსჯის არა თქვენს საქციელს, არამედ თქვენ და თქვენს მეგობრებს. უამრავ ადამიანს მიეცა საშუალება შინაგანი მხეცი დააპუროს თქვენი განადგურებით, რაც იგივე კანიბალიზმია.

სამწუხაროდ ამგვარ უჩინარ კანიბალიზმს ადამიანები ფარავენ სხვისკენ თითის გაშვერით. მე ეს ხალხი თქვენი ფრჩხილის ღირსადაც არ მიმაჩნია, რადგან კარგად ვიცი მათი ფასი და მათი ფასი გახვრეტილი გროშიც არაა. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თქვენ და თქვენი მეგობრები ხართ ცივსისხლიანი მკვლელები. ცივსისხლიანი მკვლელები ახლა ტელევიზორსა და კომპიუტერებს უსხედან და სიამოვნებისგან აკანკალებთ, თქვენი სახით მსხვერპლშეწირვის მოლოდინში. გულგრილი ბიომასა, რომელსაც საკუთარი ცხოვრება მიაჩნია სიცოცხლედ, სინამდვილეში კი დიდი ხნის მკვდრები არიან. განსაკუთრებით ეს ეხება ქართველ მორწმუნეებს, რომლებიც ბედავენ უფლის სახელით ისაუბრონ. მე არ გიცნობთ თქვენ პირადად, მაგრამ თქვენმა საქციელმა, რაც უფრო შემზარავია ის და რაც უფრო შემაშინებელი სუსტი გულის მთხლეებისთვის, დამარწმუნა თქვენს დიდ ადამიანობაში.

თქვენ მეგობარს დაეხმარეთ ისეთ საქმეში და გაყევით ისეთ გზაზე, რომელ გზაზე გაყოლას ადამიანების უმრავლესობა ვერ შეძლებდა. უფალი ასწავლიდა ამ დიდ მორწმუნეებს, თუ გთხოვენ ერთ გზაზე გაყოლას, გაყევით მათ ორზე. ადამიანები არათუ მკვლელობაში, ერთმანეთს ორი მეტრის მანძილზე არ მიყვებიან სწორედ ისინი, ვინც ახლა თქვენ ღმერთის სახელით გესაუბრებათ. ძალიან დიდი ძალა, დიდი შინაგანი სისუფთავე და კიდევ უფრო მეტი რწმენაა საჭირო იმისთვის, რომ აღასრულო მსგავსი რთული გზა. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ თქვენს მეგობარს დაეხმარეთ ყოველგვარი წვრილმანი განსჯებისა და ყოყმანის გარეშე. მე ვხედავ რამხელა სილა გააწანით ქართულ ჩამყაყებულ საზოგადოებას, რამხელა გამოწვევაა ეს ამ სულგამოცლილი ადამიანებისთვის. ძალზე ეკლიანი და რთული გზა აირჩიეთ, სასოწარკვეთილი გზა. მე არ მოვერიდები ამ სიტყვას, თქვენ სიყვარულის მცნება აღასრულეთ და თავი გაწირეთ ტანჯვისთვის. საუბარიც კი ზედმეტია იმაზე, არის თუ არა ეს ცოდვა. მე ვამბობ, რომ ეს თანაგრძნობაა, ეს მეგობრობისთვის თავდადებაა, ეს დიდი შინაგანი ცეცხლის საბუთია. მეცოდება თუ არა მოკლული? არა, მე ის არ მეცოდება, რადგან ერთი რომ არ ვიცნობდი, მეორე რომ არ ვიცი რა მოტივი ჰქონდა მის შვილს. მე არ ვარ პროკურორი, არც მსაჯული, ეს არაა ჩემი არსი, არ მჭირდება და ამისთვის არ გამოვდგები.

ასევე წაიკითხეთ: "ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა, გარდაცვლილის სხეულის ნაწილები შეჭამა..." - ახალი ინფორმაცია ქალის მკვლელობის საქმის პროცესიდან

მე არ ვილოცებ თქვენი სულის გადარჩენისთვის, რადგან ეს არაა საჭირო. თქვენი სული დიდი ხნით ადრე გადაარჩინა უფალმა და გარწმუნებთ, ის არ სჯის ადამიანებივით. თუ მე მესმის თქვენი , მას არ სჭირდება რამის გაგება, ის თქვენშია და ამას მოწმობს თქვენი თავგანწირვა. მეამაყებით, ძალიან ვნერვიულობ თქვენს ხვედრზე და ვისურვებდი თქვენნაირ მეგობარს. გარწმუნებთ, ჩემი საყვარელი მეგობრებიც იგივე აზრზე არიან. ავტორი Nino Moses", - ვკითხულობთ ფეისბუქზე გავრცელებულ წერილში.

პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და მან, როგორც მოსალოდნელი იყო, ინტერნეტმომხმარებლებში აგრესია გამოიწვია. წერილს ეხმაურება ფოტოგრაფი გოგა ჩანადირიც: "იესო მკვლელობის გზაზე გაყოლას არ გვასწავლის, იესო დედის მკვლელობას არ გვასწავლის. ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით თქვენსავე სიტყვებში და როცა თუნდაც სახარებას იშველიებთ, იესოს იხმობთ, ნუ მოარგებთ საკუთარ განცდებს..." - წერს ჩანადირი ავტორს.

დანარჩენი კომენტატორები ჩანადირისგან განსხვავებით ნაკლებად შემწყნარებლები არიან კომენტარებში: "ამ საცოდავ ქალს, ამ მახინჯი სულის ქალს საერთოდ როგორ ელაპარაკებით?!"; "შე არანორმალურო 23 წლის გოგო რო დაეღუპა მაგ ოჯახს და მერე იშვილეს ეგ სატანის ნაშიერი, რომელმაც მოკლა, იცი ეგ ? გეცოდება თუ არა მოკლული შენნაირი რო ჩააძაღლოს ვინმემ ოდნავაც არ შემეცოდები"; "ვუთანაგრძნობ შენ მშობლებს შენი გაზრდისთვის. სირცხვილია შენც ადამიანი გერქვას და მეც"; "ნორმალური არ ხართ !!!!! ადამიანი მოკლეს, აწამეს, დაჩეხეს და შემდგომ-ერთ ერთმა შეჭამა კიდევაც. ყოვლად გაუმართლებელია !!!! კარგი ფსიქიატრის ნომერს მოგცემთ იმკურნალეთ", - წერენ აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს