მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა აღდგება - რა სიახლეები ელით წვევამდელებს
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა აღდგება - რა სიახლეები ელით წვევამდელებს

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვას აღად­გენს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მე­დი­ას­თან დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტებს 100-დღი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რიშს აც­ნობს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

"მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მით აღ­დგე­ნა. კერ­ძოდ, წვე­ვამ­დე­ლე­ბი გა­ივ­ლი­ან სრულ­ფა­სო­ვან სა­წყის მომ­ზა­დე­ბას და ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან რო­გორც სრულ­ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი. სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში წვე­ვამ­დე­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­იზ­რდე­ბა 50 ლა­რამ­დე, ასე­ვე მათ ექ­ნე­ბათ უქმე დღე­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო-სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს ხარ­ჯე­ბის ეკო­ნო­მი­უ­რო­ბას, წვე­ვამ­დე­ლე­ბის სის­ტე­მით პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტის მხარ­და­ჭე­რას და მეტი პერ­სო­ნა­ლის მომ­ზა­დე­ბას, რო­გორც რე­ზერ­ვის­თვის, ისე სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­თვის. ამას­თან, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი ხელს შე­უ­წყობს ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ას", - ნათ­ქვა­მია ლე­ვან იზო­რი­ას მიერ მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რიშ­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, თინა ხი­და­შე­ლის მიერ 27 ივ­ნისს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვა შე­ა­ჩე­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა აღდგება - რა სიახლეები ელით წვევამდელებს

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა აღდგება - რა სიახლეები ელით წვევამდელებს

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს. შესაბამისი განცხადება მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააკეთა, რომელიც ჟურნალისტებს 100-დღიანი საქმიანობის ანგარიშს აცნობს.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

"მიზანშეწონილად მიგვაჩნია სავალდებულო სამხედრო სამსახურის განახლებული ფორმით აღდგენა. კერძოდ, წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და ჩამოყალიბდებიან როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახურეები. სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარამდე, ასევე მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალება.

განახლებული სავალდებულო-სამხედრო სამსახური უზრუნველყოფს ხარჯების ეკონომიურობას, წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისთვის. ამასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახური ხელს შეუწყობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას", - ნათქვამია ლევან იზორიას მიერ მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობის ანგარიშში.

როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ 27 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეაჩერა.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე