პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძეს ია მაქაცარია შეცვლის?
 კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძეს ია მაქაცარია შეცვლის?

კულ­ტუ­რის და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე მე­რი­ის კულ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ია მა­ქა­ცა­რი­ას კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად შე­საძ­ლო და­ნიშ­ვნა­ზე კო­მენ­ტარს აკე­თებს.

გი­ორ­გა­ძის თქმით, მა­ქა­ცა­რია ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და გუნ­დუ­რი მო­თა­მა­შეა. რო­გორც მი­ნის­ტრმა ჟურნ­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მა­ქა­ცა­რი­ას­თან ძა­ლი­ან კარ­გად თა­ნამ­შრომ­ლობს, რო­გორც მე­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან.

მი­სი­ვე თქმით, ია მა­ქა­ცა­რია აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი მე­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნიტ­როს ერ­თობ­ლივ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. კი­თხვა­ზე, შეც­ვლის თუ არა გი­ორ­გა­ძეს ია მა­ქა­ცა­რია, მი­ნის­ტრმა უპა­სუ­ხა, რომ მთავ­რო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას პრე­მი­ე­რი გა­ა­კე­თებს.

"გან­ცხა­დე­ბას პრე­მი­ე­რი გა­ა­კე­თებს. მე ვერც ვე­რა­ფერს უარ­ვყოფ და ვერც და­ვა­დას­ტუ­რებ", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

sponsored by ContentRoom

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძეს ია მაქაცარია შეცვლის?

 კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძეს ია მაქაცარია შეცვლის?

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის ია მაქაცარიას კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე კომენტარს აკეთებს.

გიორგაძის თქმით, მაქაცარია ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და გუნდური მოთამაშეა. როგორც მინისტრმა ჟურნლისტებს განუცხადა, მაქაცარიასთან ძალიან კარგად თანამშრომლობს, როგორც მერიის წარმომადგენელთან.

მისივე თქმით, ია მაქაცარია აქტიურად იყო ჩართული მერიისა და კულტურის სამინიტროს ერთობლივ ღონისძიებებში. კითხვაზე, შეცვლის თუ არა გიორგაძეს ია მაქაცარია, მინისტრმა უპასუხა, რომ მთავრობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას პრემიერი გააკეთებს.

"განცხადებას პრემიერი გააკეთებს. მე ვერც ვერაფერს უარვყოფ და ვერც დავადასტურებ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."