პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
90-იანი წლების ქართული ჰიტის ახლებური ჟღერადობა - ახალი ქართული ბენდის კლიპის პრეზენტაცია
90-იანი წლების ქართული ჰიტის ახლებური ჟღერადობა - ახალი ქართული ბენდის კლიპის პრეზენტაცია

New One-ი ახა­ლი ქარ­თუ­ლი ბენ­დია, რო­მე­ლიც სულ რა­ღაც 6 თვის წინ, ღა­მის კლუბ "ელ ცენ­ტრო­ში" პრო­დი­უ­სერ­მა და მუ­სი­კოს­მა - და­ვით ბარ­ნა­ბიშ­ვილ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ჯგუ­ფი მალე თბი­ლი­სის წამ­ყვა­ნი კლუ­ბე­ბის ფა­ვო­რი­ტიც გახ­და და 3 ნო­ემ­ბერს კლუბ­მა "ელ ცენ­ტრომ" მისი კლი­პის პრე­ზენ­ტა­ცი­ას უმას­პინ­ძლა.

ჯგუ­ფის წევ­რებ­მა სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძის 90-ია­ნე­ბის ჰიტი - Artificial Love ("ხე­ლოვ­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი") ახ­ლე­ბუ­რი არან­ჟი­რე­ბით და შეს­რუ­ლე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლით გა­ი­აზ­რეს და მას შემ­დეგ, რაც სიმ­ღე­რამ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა, კლი­პის გა­და­ღე­ბა­ზე ფიქ­რიც და­ი­წყეს. ორი­გი­ნა­ლუ­რი კლი­პის რე­ჟი­სო­რი Yugo Moris-ია.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

New One-ის წევ­რე­ბით ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი" და­ინ­ტე­რეს­და: პრო­დი­უ­სე­რი და პერ­კუ­სი­ო­ნის­ტი - და­ვით ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა live-ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ღა­მის კლუ­ბე­ბი­დან და მუ­სი­კა­ლუ­რი ტე­ლეპ­რო­ექ­ტე­ბი­და­ნაა ცნო­ბი­ლი, ვო­კა­ლის­ტი - თიკა ბა­ლან­ჩი­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის - xFactor-ის ფი­ნა­ლის­ტია. მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში ასე­ვე კარ­გად იც­ნო­ბენ გი­ტა­რისტს - ლე­ვან შა­რა­ში­ძეს, პი­ა­ნისტს - ნიკა ადი­კაშ­ვილს და ბას-გი­ტა­რისტს - ლაშა აბაშ­მა­ძეს.

კლი­პის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ქარ­თვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ღა­მის ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, კლი­პის ჩვე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მა­ყუ­რე­ბელ­მა New One-ის ცო­ცხა­ლი კონ­ცერ­ტიც მო­ის­მი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

90-იანი წლების ქართული ჰიტის ახლებური ჟღერადობა - ახალი ქართული ბენდის კლიპის პრეზენტაცია

90-იანი წლების ქართული ჰიტის ახლებური ჟღერადობა - ახალი ქართული ბენდის კლიპის პრეზენტაცია

New One-ი ახალი ქართული ბენდია, რომელიც სულ რაღაც 6 თვის წინ, ღამის კლუბ "ელ ცენტროში" პროდიუსერმა და მუსიკოსმა - დავით ბარნაბიშვილმა ჩამოაყალიბა. ჯგუფი მალე თბილისის წამყვანი კლუბების ფავორიტიც გახდა და 3 ნოემბერს კლუბმა "ელ ცენტრომ" მისი კლიპის პრეზენტაციას უმასპინძლა.

ჯგუფის წევრებმა სერგი გვარჯალაძის 90-იანების ჰიტი - Artificial Love ("ხელოვნური სიყვარული") ახლებური არანჟირებით და შესრულების განსხვავებული სტილით გაიაზრეს და მას შემდეგ, რაც სიმღერამ სხვადასხვა ღონისძიებაზე წარმატება მოიპოვა, კლიპის გადაღებაზე ფიქრიც დაიწყეს. ორიგინალური კლიპის რეჟისორი Yugo Moris-ია.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

New One-ის წევრებით ჟურნალი "ბომონდი" დაინტერესდა: პროდიუსერი და პერკუსიონისტი - დავით ბარნაბიშვილი საზოგადოებისთვის სხვადასხვა live-ღონისძიებაზე ორიენტირებული ღამის კლუბებიდან და მუსიკალური ტელეპროექტებიდანაა ცნობილი, ვოკალისტი - თიკა ბალანჩინი წარმატებული მუსიკალური პროექტის - xFactor-ის ფინალისტია. მუსიკალურ წრეებში ასევე კარგად იცნობენ გიტარისტს - ლევან შარაშიძეს, პიანისტს - ნიკა ადიკაშვილს და ბას-გიტარისტს - ლაშა აბაშმაძეს.

კლიპის პრეზენტაციას ქართველი მუსიკალური წრეების წარმომადგენლები და გემოვნებიანი ღამის ცხოვრების მოყვარულები ესწრებოდნენ, კლიპის ჩვენების დასრულების შემდეგ კი მაყურებელმა New One-ის ცოცხალი კონცერტიც მოისმინა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება