კონფლიქტები
მსოფლიო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წმინდანი, რომლის საფლავსაც უსმენენ
წმინდანი, რომლის საფლავსაც უსმენენ

სა­ბერ­ძნეთ­ში, კუნ­ძუ­ლი ეგი­ნა პი­ლიგ­რი­მე­ბის­თვის ერთ-ერთი წმინ­და ად­გი­ლია. იქ მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში წმინ­და­ნად შე­რა­ცხუ­ლი მღვდელმთავ­რის, წმინ­და ნექ­ტა­რი­ოს პენ­ტა­პო­ლე­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბია. ეგი­ნა­ზე დღე­საც არ­სე­ბობს წმინ­და მღვდელმთავ­რის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი მოქ­მე­დი დე­და­თა მო­ნას­ტე­რი, რო­მე­ლიც დღეს წმინ­და ნექ­ტა­რი­ო­სის სა­ხელს ატა­რებს. მო­ნას­ტრის ძვე­ლი ტაძ­რის სა­კურ­თხევ­ლის კე­დელ­თან ვერ­ცხლის ლუს­კუ­მა­ში წმინ­და­ნის თა­ვის ქალა და წმინ­და ნა­წი­ლე­ბია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. არის ახ­ლა­და­შე­ნე­ბუ­ლი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რიც, სა­დაც ასე­ვე ვერ­ცხლის საძ­ვა­ლე­ში წმინ­და მღვდელმთავ­რის წმინ­და ნა­წი­ლე­ბია ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი. მო­ნას­ტრის დე­დე­ბი სა­თუ­თად უფრთხილ­დე­ბი­ან იმ კე­ლი­ას, სა­დაც მღვდელმთა­ვა­რი ცხოვ­რობ­და. და­ცუ­ლია მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბიც.

მო­ნას­ტრის ეზო­ში, ძველ ტა­ძარ­თან ახ­ლოს არის მარ­მა­რი­ლოს აკ­ლდა­მა, რო­მელ­შიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით წმინ­და მღვდელმთა­ვა­რი იყო ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი. დღეს ამ საფ­ლავ­ზე ყურ­მი­დე­ბულ არა­ერთ მომ­ლოც­ველს ნა­ხავთ. მორ­წმუ­ნე­თა მტკი­ცე­ბით, მათ გუ­ლის­ცე­მა და ფე­ხის ხმა ეს­მით. თუმ­ცა, საფ­ლა­ვი წლე­ბია ცა­რი­ე­ლია. რო­გორც მო­ნას­ტრის მკვიდ­რნი აცხა­დე­ბენ, თუ მომ­ლოც­ველს ხმე­ბი ეს­მის, ეს კარ­გის ნი­შა­ნია.

1920 წლის 8 ნო­ემ­ბერს, რო­დე­საც წმინ­და ნექ­ტა­რი­ოს ეგი­ნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, იგი ჯერ მო­ნას­ტრის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც ის მარ­მა­რი­ლოს აკ­ლდა­მა­ში გა­და­ას­ვე­ნეს, შე­ამ­ჩნი­ეს, რომ სხე­ულს ხრწნა არ მიჰ­კა­რე­ბო­და და კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბას აფ­რქვევ­და. წმინ­და მღვდელმთავ­რის საფ­ლა­ვი სულ ოთხჯერ გახ­სნეს. წმინ­და­ნის სხე­უ­ლი ყვე­ლა ჯერ­ზე უხრწნე­ლი იყო და კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბა იფ­რქვე­ო­და. დაკ­რძალ­ვი­დან თორ­მე­ტი წლის შემ­დეგ, სხე­უ­ლის უხრწნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე დას­კვნა ეგი­ნელ­მა ექიმ­მა, გი­ორ­გი ქსი­დე­ა­სი­მაც და­წე­რა, რო­მე­ლიც მე­უ­ფეს სი­ცო­ცხლე­ში იც­ნობ­და. საფ­ლა­ვის მე­ო­თხედ გახ­სნის შემ­დეგ კი 1953 წელს, სხე­უ­ლი უკვე ნა­წი­ლობ­რივ გახ­რწნი­ლი დახ­ვდათ. ამის შემ­დეგ, სა­ეკ­ლე­სიო წე­სის თა­ნახ­მად, ნექ­ტა­რი­ო­სის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­ში გა­ა­ნა­წი­ლეს.

თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს მღვდელმთავ­რის აკ­ლდა­მის წინ დარ­გულ ფიჭ­ვის ხე­საც. მო­ნას­ტრის მკვიდ­ნი ამ ხეს სა­თუ­თად ეპყრო­ბი­ან. ყო­ველ ჩა­მო­ვარ­დნილ გირჩს იქვე ხის ძირ­ში აგ­რო­ვე­ბენ. მომ­ლოც­ვე­ლებს მო­ნას­ტრი­დან მათ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში ატა­ნენ.

რო­გორც მო­ნას­ტერ­ში ყვე­ბი­ან, მე­უ­ფის საფ­ლავ­თან ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჯერ კი­დევ, სა­ნამ მე­უ­ფე მო­ნას­ტერს აა­ღორ­ძი­ნებ­და, იქ ნა­ხევ­რად ცა­რი­ელ, დან­გრე­ულ, მი­ტო­ვე­ბულ სა­ვა­ნე­ში მო­ხუ­ცი მო­ნა­ზო­ნი ცხოვ­რობ­და. მან ფიჭ­ვის დარ­გვა გა­ნიზ­რა­ხა და ორ­მოს თხრას შე­უდ­გა. უცებ ხმა მო­ეს­მა: "აქ არ დარ­გო". მო­ნა­ზონ­მა იფიქ­რა, რომ მო­ეჩ­ვე­ნა და მუ­შა­ო­ბა გა­ნაგ­რძო. ეს სამ­ჯერ გან­მე­ორ­და. რა­ღაც ძა­ლამ იგი აი­ძუ­ლა, რომ ხე მო­შო­რე­ბით და­ერ­გო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი იმ ად­გი­ლას, სა­დაც მო­ნა­ზო­ნი პირ­ვე­ლად ხის დარ­გვას აპი­რებ­და, მე­უ­ფის საფ­ლა­ვი გა­კეთ­და.

წმი­და ნექ­ტა­რი­ო­სი (ანას­ტა­სი კე­ფა­ლა­სი) 1846 წელს თრა­კი­ა­ში და­ი­ბა­და. ღა­რიბ ოჯახ­ში მე­ხუ­თე შვი­ლი იყო. მო­ნაზვნად 1876 წელს აღიკ­ვე­ცა. სა­ხე­ლი ნექ­ტა­რი­ო­სი 1877 წელს, წმინ­და მი­ნას სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში დი­აკ­ვნად კურ­თხე­ვის შემ­დეგ უწო­დეს. 1888 წელს პენ­ტა­პო­ლი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი გახ­და. ეგ­ვიპ­ტის მარ­თლმა­დი­დებ­ლებს შო­რის მან დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­ი­პო­ვა, რაც სამ­ღვდე­ლო­ე­ბის გარ­კვე­ულ წრე­ებს არ მოს­წონ­და. მღვდელმთა­ვარს ცილი დას­წა­მეს, რომ ალექ­სან­დრი­ის პატ­რი­არ­ქო­ბა სურ­და, რის გა­მოც ის ეგ­ვიპ­ტი­დან გან­დევ­ნეს.

სა­ბერ­ძნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულს ცი­ლის­წა­მე­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფა თან სდევ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­უ­ფე გა­მარ­თლდა. მა­ნამ­დე წმინ­და ნექ­ტა­რი­ოს­მა მრა­ვა­ლი გა­სა­ჭი­რი და­ით­მი­ნა. ეგი­ნა­ზე დე­და­თა მო­ნას­ტე­რი 1904 წელს და­არ­სა და სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბი იქ გა­ა­ტა. წმინ­და მღვდელმთა­ვა­რი მო­ნას­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა­ში და სხვა სა­მუ­შა­ო­ებ­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. მო­ნას­ტერ­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე მორ­ჩი­ლე­ბებს თა­ვად ას­რუ­ლებ­და.

სი­ცოც­ლის ბოლო 2 თვე სნე­ულ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რა. მე­უ­ფეს ფული არ ჰქონ­და და ის უმ­წე­ო­თა პა­ლა­ტა­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც. რო­დე­საც მიც­ვა­ლე­ბულს ძვე­ლი სა­მო­სი გა­ხა­დეს და ახა­ლი ჩა­აც­ვეს, ძვე­ლი სა­მო­სი გვერ­დით, პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­წოლ­ზე მი­ა­ფი­ნეს. ავად­მყო­ფი მა­შინ­ვე გა­ნი­კურ­ნა და სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო. პა­ლა­ტა კი კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბით აივ­სო. შემ­დეგ იქ წმი­და ნექ­ტა­რი­ო­სის სა­ხე­ლო­ბის სა­ე­ქი­მო კა­ბი­ნე­ტი გახ­სნეს.

წმინ­და ნექ­ტა­რი­ო­სი მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქომ წმი­დან­თა დას­ში 1961 წელს შე­იყ­ვა­ნა.

ხი­ლეთ ვი­დეო

ეკა ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

წმინდანი, რომლის საფლავსაც უსმენენ

წმინდანი, რომლის საფლავსაც უსმენენ

საბერძნეთში, კუნძული ეგინა პილიგრიმებისთვის ერთ-ერთი წმინდა ადგილია. იქ მე-20 საუკუნეში წმინდანად შერაცხული მღვდელმთავრის, წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის წმინდა ნაწილებია. ეგინაზე დღესაც არსებობს წმინდა მღვდელმთავრის მიერ დაარსებული მოქმედი დედათა მონასტერი, რომელიც დღეს წმინდა ნექტარიოსის სახელს ატარებს. მონასტრის ძველი ტაძრის საკურთხევლის კედელთან ვერცხლის ლუსკუმაში წმინდანის თავის ქალა და წმინდა ნაწილებია დაბრძანებული. არის ახლადაშენებული სამების საკათედრო ტაძარიც, სადაც ასევე ვერცხლის საძვალეში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილებია ჩასვენებული. მონასტრის დედები სათუთად უფრთხილდებიან იმ კელიას, სადაც მღვდელმთავარი ცხოვრობდა. დაცულია მისი პირადი ნივთებიც.

მონასტრის ეზოში, ძველ ტაძართან ახლოს არის მარმარილოს აკლდამა, რომელშიც გარკვეული პერიოდით წმინდა მღვდელმთავარი იყო ჩასვენებული. დღეს ამ საფლავზე ყურმიდებულ არაერთ მომლოცველს ნახავთ. მორწმუნეთა მტკიცებით, მათ გულისცემა და ფეხის ხმა ესმით. თუმცა, საფლავი წლებია ცარიელია. როგორც მონასტრის მკვიდრნი აცხადებენ, თუ მომლოცველს ხმები ესმის, ეს კარგის ნიშანია.

1920 წლის 8 ნოემბერს, როდესაც წმინდა ნექტარიოს ეგინელი გარდაიცვალა, იგი ჯერ მონასტრის ეზოში დაკრძალეს. მოგვიანებით, როდესაც ის მარმარილოს აკლდამაში გადაასვენეს, შეამჩნიეს, რომ სხეულს ხრწნა არ მიჰკარებოდა და კეთილსურნელებას აფრქვევდა. წმინდა მღვდელმთავრის საფლავი სულ ოთხჯერ გახსნეს. წმინდანის სხეული ყველა ჯერზე უხრწნელი იყო და კეთილსურნელება იფრქვეოდა. დაკრძალვიდან თორმეტი წლის შემდეგ, სხეულის უხრწნელ მდგომარეობაზე დასკვნა ეგინელმა ექიმმა, გიორგი ქსიდეასიმაც დაწერა, რომელიც მეუფეს სიცოცხლეში იცნობდა. საფლავის მეოთხედ გახსნის შემდეგ კი 1953 წელს, სხეული უკვე ნაწილობრივ გახრწნილი დახვდათ. ამის შემდეგ, საეკლესიო წესის თანახმად, ნექტარიოსის წმინდა ნაწილები სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში გაანაწილეს.

თავისი ისტორია აქვს მღვდელმთავრის აკლდამის წინ დარგულ ფიჭვის ხესაც. მონასტრის მკვიდნი ამ ხეს სათუთად ეპყრობიან. ყოველ ჩამოვარდნილ გირჩს იქვე ხის ძირში აგროვებენ. მომლოცველებს მონასტრიდან მათ განსაკუთრებულ შემთხვევებში ატანენ.

როგორც მონასტერში ყვებიან, მეუფის საფლავთან ერთი საინტერესო ფაქტია დაკავშირებული. ჯერ კიდევ, სანამ მეუფე მონასტერს ააღორძინებდა, იქ ნახევრად ცარიელ, დანგრეულ, მიტოვებულ სავანეში მოხუცი მონაზონი ცხოვრობდა. მან ფიჭვის დარგვა განიზრახა და ორმოს თხრას შეუდგა. უცებ ხმა მოესმა: "აქ არ დარგო". მონაზონმა იფიქრა, რომ მოეჩვენა და მუშაობა განაგრძო. ეს სამჯერ განმეორდა. რაღაც ძალამ იგი აიძულა, რომ ხე მოშორებით დაერგო. მოგვიანებით კი იმ ადგილას, სადაც მონაზონი პირველად ხის დარგვას აპირებდა, მეუფის საფლავი გაკეთდა.

წმიდა ნექტარიოსი (ანასტასი კეფალასი) 1846 წელს თრაკიაში დაიბადა. ღარიბ ოჯახში მეხუთე შვილი იყო. მონაზვნად 1876 წელს აღიკვეცა. სახელი ნექტარიოსი 1877 წელს, წმინდა მინას სახელობის ტაძარში დიაკვნად კურთხევის შემდეგ უწოდეს. 1888 წელს პენტაპოლიის მიტროპოლიტი გახდა. ეგვიპტის მართლმადიდებლებს შორის მან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა, რაც სამღვდელოების გარკვეულ წრეებს არ მოსწონდა. მღვდელმთავარს ცილი დასწამეს, რომ ალექსანდრიის პატრიარქობა სურდა, რის გამოც ის ეგვიპტიდან განდევნეს.

საბერძნეთში დაბრუნებულს ცილისწამება და შეურაცხყოფა თან სდევდა. მოგვიანებით მეუფე გამართლდა. მანამდე წმინდა ნექტარიოსმა მრავალი გასაჭირი დაითმინა. ეგინაზე დედათა მონასტერი 1904 წელს დაარსა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები იქ გაატა. წმინდა მღვდელმთავარი მონასტრის მშენებლობაში და სხვა სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული. მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილებებს თავად ასრულებდა.

სიცოცლის ბოლო 2 თვე სნეულმა საავადმყოფოში გაატარა. მეუფეს ფული არ ჰქონდა და ის უმწეოთა პალატაში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. როდესაც მიცვალებულს ძველი სამოსი გახადეს და ახალი ჩააცვეს, ძველი სამოსი გვერდით, პარალიზებული ადამიანის საწოლზე მიაფინეს. ავადმყოფი მაშინვე განიკურნა და სიარული დაიწყო. პალატა კი კეთილსურნელებით აივსო. შემდეგ იქ წმიდა ნექტარიოსის სახელობის საექიმო კაბინეტი გახსნეს.

წმინდა ნექტარიოსი მსოფლიო საპატრიარქომ წმიდანთა დასში 1961 წელს შეიყვანა.

ხილეთ ვიდეო

ეკა ბახუტაშვილი

AMBEBI.GE

"ჩემი ტრაგედიის შემდეგ, მეტი მზრუნველობა მაქვს, მეტად მეშინია სიკვდილის და მეტად მინდა ყველა იყოს კარგად" - მარინა ენდელაძე

"მეც ვარღვევ კანონს, სოციალური დისტანცია არ მაქვს, ამიტომ ხვალიდან ინტერვიუები იქნება სხვა წესით" - ლევან რატიანი მედიას

10-დან 27 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისით დაბრუნდებიან - დავით ზალკალიანი