"დღეს მქონდა მორიგი კონსულტაცია მოზარდთან... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რაოდენ მნიშვნელოვანია მშობელმა გაუძლოს მის გაუფასურებას და გაადამიანებას შვილის თვალში. მშობლებო, მიეცით ბავშვებს საშუალება გამოგეყონ ჯანსაღად. ნუ მანიპულირებთ მათში დანაშაულის განცდით...
წერილი, რომელსაც თქვენი მოზარდი შვილი ვერ გწერთ:
"ძვირფასო მშობელო,
შენთვის ასეთი წერილის დაწერა მინდა, იმ ბრძოლაზე, რომელსაც მე და შენ ვაჩაღებთ. ის მე მჭირდება. მე მჭირდება ეს ბრძოლა. თქმა არ შემიძლია, იმიტომ, რომ შესაფერისი სიტყვები აქ მაქვს, და მაინც ნებისმიერი სიტყვა უშედეგო იქნება. ეს ბრძოლა მჭირდება. ძალიან. მჭირდება, რომ ახლა მძულდე და მჭირდება, რომ ეს შენ განიცადო და გაუძლო. მჭირდება განიცადო ის, რომ მე მძულხარ და ისიც, რომ შენ გძულვარ. მე მჭირდება ეს ბრძოლა, თუმცა მეც ვერ ვიტან მას. სულ ერთია, რაზე ვჩხუბობთ: დაძინებაზე, სახლის საქმეზე, სარეცხზე, ჩემ დანაგვიანებულ ოთახზე, სეირნობებზე, სახლში ჯდომაზე, წასვლაზე, არწასვლაზე, გოგონაზე, ბიჭზე, იმაზე, რომ არ მყავს მეგობრები, ან იმაზე, რომ ცუდი მეგობრები მყავს. სულ ერთია, მე მჭირდება შენთან ჩხუბი და მჭირდება, რომ ამაზე შენც მეჩხუბო საპასუხოდ.
მე სასტიკად მჭირდება, რომ თოკის მეორე ბოლო გეჭიროს განაგრძეთ კითხვა