სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეგვიპტის უკანასკნელი პრინცესა - რამ აიძულა ფავზია ფუადი უარი ეთქვა სამეფო ტიტულზე
ეგვიპტის უკანასკნელი პრინცესა - რამ აიძულა ფავზია ფუადი უარი ეთქვა სამეფო ტიტულზე

მისი სი­ლა­მა­ზე იმ­დე­ნად უჩ­ვე­უ­ლო და არა­მი­წი­ე­რი იყო, რომ ცნო­ბილ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა სე­სილ ბი­ტონ­მა მას "აზი­ე­ლი ცის­ფერ­თვა­ლა ვე­ნე­რა" უწო­და. იგი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს ჰგავ­და და ფრან­გუ­ლი ფეს­ვე­ბის წყა­ლო­ბით ევ­რო­პუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და, ხში­რად ვი­ვი­ენ ლი­შიც კი ერე­ო­დათ. ეგ­ვიპ­ტის უკა­ნას­კნე­ლი პრინ­ცე­სა ფავ­ზია ფუ­ა­დი ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და არა მხო­ლოდ რო­გორც ერთ-ერთი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი აღ­მო­სავ­ლე­ლი მან­დი­ლო­სა­ნი, არა­მედ ქა­ლიც, რო­მელ­მაც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით თქვა უარი ირა­ნის სა­მე­ფო კარ­ზე ცხოვ­რე­ბა­ზე, დე­დოფ­ლის მა­ღალ ტი­ტულ­სა და ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბის სხვა ატ­რი­ბუ­ტებ­ზე, და არა­სო­დეს უნა­ნია.

ფავ­ზია ეგ­ვიპ­ტის მეფე ფუ­ა­დი­სა და დე­დო­ფალ ნაზ­ლის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი იყო, მის ძარ­ღვებ­ში ალ­ბა­ნუ­რი,­ ფრ­ან­გუ­ლი­ და ჩერ­ქე­ზუ­ლი სის­ხლი ჩქეფ­და.­ მისი ერთ-ერთი წი­ნა­პა­რი ნა­პო­ლე­ო­ნის არ­მი­ის ფრან­გი ოფი­ცე­რი იყო, რო­მელ­მაც ის­ლა­მი მი­ი­ღო და ეგ­ვიპ­ტე­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დარ­ჩა. რო­გორც ჩანს, ფავ­ზია ევ­რო­პულ გა­რეგ­ნო­ბას სწო­რედ მას უნდა უმად­ლო­დეს. მან გა­ნათ­ლე­ბა შვე­ი­ცა­რი­ა­ში მი­ი­ღო და თა­ვი­სუფ­ლად ფლობ­და ფრან­გულ­სა და ინ­გლი­სურ ენებს.

ეგ­ვიპ­ტე­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ პრინ­ცე­სას ად­გი­ლობ­რი­ვი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვა მო­უხ­და, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზღუ­დავ­და მის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ეგ­ვიპ­ტის სა­მე­ფო კა­რის მწე­რა­ლი ადილ სა­ბი­ტი მისი ცხოვ­რე­ბის ამ პე­რი­ოდს ასე აღ­წერ­და: "იგი იშ­ვი­ა­თად გა­მო­დი­ო­და სა­სე­ირ­ნოდ, ხოლო თუ სე­ირ­ნობ­და, მუ­დამ თან ახ­ლდნენ სე­ფე­ქა­ლე­ბი და ფა­რე­შე­ბი. იმ დროს, როცა მისი თა­ნა­ტო­ლი გო­გო­ნე­ბი შე­და­რე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ, ფავ­ზია თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის გამო ყვე­ლა­ფერ­ში შე­ზღუ­დუ­ლი იყო".

17 წლის ფავ­ზია ირა­ნის პრინც მუჰ­ამედ­ რეზა ფეჰლევს მი­ა­თხო­ვეს, რომე­ლიც ქორ­წი­ლამ­დე მას მხო­ლოდ ერთხელ ჰყავ­და ნა­ნა­ხი. ორი წლის შემ­დეგ, 1941 წელს, რეზა ფეჰლე­ვი ტახ­ტზე ავი­და, ფავ­ზია კი ირა­ნის დე­დო­ფა­ლი გახ­და.

გაგ­რძე­ლე­ბა+ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ეგვიპტის უკანასკნელი პრინცესა - რამ აიძულა ფავზია ფუადი უარი ეთქვა სამეფო ტიტულზე

ეგვიპტის უკანასკნელი პრინცესა - რამ აიძულა ფავზია ფუადი უარი ეთქვა სამეფო ტიტულზე

მისი სილამაზე იმდენად უჩვეულო და არამიწიერი იყო, რომ ცნობილმა ფოტოგრაფმა სესილ ბიტონმა მას "აზიელი ცისფერთვალა ვენერა" უწოდა. იგი ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავდა და ფრანგული ფესვების წყალობით ევროპული გარეგნობა ჰქონდა, ხშირად ვივიენ ლიშიც კი ერეოდათ. ეგვიპტის უკანასკნელი პრინცესა ფავზია ფუადი ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთი უმშვენიერესი აღმოსავლელი მანდილოსანი, არამედ ქალიც, რომელმაც ნებაყოფლობით თქვა უარი ირანის სამეფო კარზე ცხოვრებაზე, დედოფლის მაღალ ტიტულსა და ფუფუნებაში ცხოვრების სხვა ატრიბუტებზე, და არასოდეს უნანია.

ფავზია ეგვიპტის მეფე ფუადისა და დედოფალ ნაზლის უფროსი ქალიშვი­ლი იყო, მის ძარღვებში ალბანური,­ ფრ­ანგული­ და ჩერქეზული სისხლი ჩქეფ­და.­ მისი ერთ-ერთი წინაპარი ნაპოლეონის არმიის ფრანგი ოფიცერი იყო, რომელმაც ისლამი მიიღო და ეგვიპტეში საცხოვრებლად დარჩა. როგორც ჩანს, ფავზია ევროპულ გარეგნობას სწორედ მას უნდა უმადლოდეს. მან განათლება შვეიცარიაში მიიღო და თავისუფლად ფლობდა ფრანგულსა და ინგლისურ ენებს.

ეგვიპტეში დაბრუნების შემდეგ პრინცესას ადგილობრივი ტრადიციების დაცვა მოუხდა, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა მის თავისუფლებას. ეგვიპტის სამეფო კარის მწერალი ადილ საბიტი მისი ცხოვრების ამ პერიოდს ასე აღწერდა: "იგი იშვიათად გამოდიოდა სასეირნოდ, ხოლო თუ სეირნობდა, მუდამ თან ახლდნენ სეფექალები და ფარეშები. იმ დროს, როცა მისი თანატოლი გოგონები შედარებით თავისუფლებით სარგებლობდნენ, ფავზია თავისი სოციალური სტატუსის გამო ყველაფერში შეზღუდული იყო".

17 წლის ფავზია ირანის პრინც მუჰ­ამედ­ რეზა ფეჰლევს მიათხოვეს, რომე­ლიც ქორწილამდე მას მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი. ორი წლის შემდეგ, 1941 წელს, რეზა ფეჰლევი ტახტზე ავიდა, ფავზია კი ირანის დედოფალი გახდა.

გაგრძელება+ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი