როგორია ზოდიაქოს ნიშნების შურისძიება

როგორია ზოდიაქოს ნიშნების შურისძიება

კონფლიქტურ სიტუაციებში, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვაგვარად იქცევიან, მათი ტემპერამენტიდან და ხასიათის შტრიხებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მათ შემოსარიგებლადაც განსხვავებული გზების მონახვაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ურიგო არ იქნება გაითვალისწინოთ რჩევები, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ.

ვერძი

ვერძი გააბრაზეთ? მერედა საამაყო რა არის ამაში?! ვერძის გაბრაზება ხომ მარტივზე, მარტივი საქმეა. ეს ადამიანი, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ფეთქებადთა რიცხვს განეკუთვნება. თუმცა, მისი გაბრაზება ძალზე ხანმოკლეა. თუ გაბრაზებულ ვერძს ნახევარი საათით მოერიდებით, როცა ისევ გამოჩნდებით ჰორიზონტზე მას გაბრაზების მიზეზიც კი აღარ ემახსოვრება.

კურო

კუროს გაბრაზება ძალზე ძნელი საქმეა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული, როგორც მამრები ისე მდედრები, შესაშურად მყარი ნერვული სისტემითა და მოთმინების გასაოცარი უნარით გამოირჩევიან. მაგრამ კუროს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, ამიტომ დადგეს შეიძლება დღე, როცა მისი მრისხანება ვულკანივით იფეთქებს. აი, ამ დროს კი სასწრაფოდ აითესეთ!

ტყუპი

ბუნებით ნევროზულ და მოუსვენარ ტყუპს, ლამის დაბადებიდან ხასიათში აქვს დღეში რამდენჯერმე სცენების მოწყობა – ისე, განტვირთვისთვის. ტყუპი გასაოცარი მიმბაძველობით გამოირჩევა. ამიტომ, მისი სიბრაზეც და ცრემლებიც, როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში იმიტირებულია და მას მალე ავიწყდება საერთოდ რაზეა გაბრაზებული.

კირჩხიბი

აი, თუ ვინმეს განაწყენებას, სერიოზულად უნდა ერიდოთ ეს კირჩხიბია. ამ ადამიანებს ისეთი სათუთი ფსიქიკა და ბუტია ხასიათი აქვთ, სულ რომ ფეხის წვერებზე იცუნცულოთ მათ წინაშე, მაინც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, გული მოუვიდეთ რამეზე. წყენას კი ნამდვილი კიბო, ძალიან დიდხანს, შეიძლება ითქვას საშვილიშვილოდ იმახსოვრებს.

ლომი

ლომის გაბრაზება, როგორც წესი, ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს, ოღონდ ყოველგვარი "გვერდითი მოვლენების" გარეშე. ლომმა, როგორც წესი, მხოლოდ ღრიალი იცის დამაჯერებელი, თორემ ღრიალს იქით წყენა მალე ავიწყდება. ნუ დაგავიწყდებათ, ლომები კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები არიან, ამიტომ ერთი-ორი ტკბილი სიტყვა, მოფერება კისრის მიდამოებში და ლომი შინაურ ფისუნიად გადაიქცევა.

ქალწული

რაც შეეხება ქალწულს, ის ზოდიაქოს ერთ-ერთი "სტაჟიანი ბოღმაა". ამასთან ერთად, ცივსისხლიანი და მეთოდური. ამიტომ ნუ ეცდებით ამ მშრომელ, თავისი საქმით დაკავებულ, ადამიანს თვალში უშნოდ გაეჩხიროთ. თუ გაგაკრიტიკათ, მისი რჩევები გაითვალისწინეთ. პირიქით, მის კრიტიკას კი ნამდვილად არ გირჩევთ. თორემ, შეიძლება ერთ დღეს, თქვენ მიერ ხელმოწერილ საბუთებში, ისეთი საბედისწერო შეცდომა გაიპაროს, მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდეთ ქალწულის განაწყენება.

სასწორი

თუ ვინმეს ნაკლებად გამოსდის და ეხერხება გაბრაზება, ეს სასწორია. თუმცა, თუკი სასწორი ვინმეზე მაინც გაბრაზდა, ეს მდგომარეობა ხანგრძლივად არ გასტანს. სასწორი ხომ ზოდიაქოს მეშვიდე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ, პარტნიორობაზე აგებს პასუხს. აქედან გამომდინარე, "გაბუტულის" როლში ყოფნა, არც ერთ სასწორს არ ეხერხება დიდად. ამასთან ერთად, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მრისხანების მომენტშიც კი სახის მშვიდი გამომეტყველება აქვთ შენარჩუნებული.

მორიელი

თუ ვინმეს გაბრაზებას და მით უმეტეს გადამტერებას მაქსიმალურად უნდა ერიდოთ, ეს უდავოდ მორიელია. მერე რა, რომ თქვენ თავხედურ გამოხდომებსა და ხმის აწეულ ტონს საოცარი სიმშვიდით ხვდება; ეს მხოლოდ ნიღაბია. მის იქით თქვენთვის გამზადებული ეშაფოტის კონსტრუქცია შენდება მორიელის შურისმაძიებელ გონებაში. მისი შურისძიება კი მერწმუნეთ, დიდი ხნის შემდეგაც ეფექტურად დაგეწევათ ცხოვრების გზაზე, თანაც ყველაზე არასასურველ დროს და ადგილას.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს