სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით ირაკლი კობახიძის შესახებ - პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის ბიოგრაფია
რა ვიცით ირაკლი კობახიძის შესახებ - პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის ბიოგრაფია

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" უკვე სა­ბო­ლო­ოდ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე იქ­ნე­ბა. რო­გორც პარ­ტი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, 6 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს სხდო­მა და ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის შეკ­რე­ბა, რო­მელ­ზეც მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­პარ­ლა­მენ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე წარ­სად­გე­ნი კან­დი­და­ტუ­რე­ბის შე­სა­ხებ.

პო­ლიტ­საბ­ჭოს და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წარ­დგე­ნი­ლია პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის კან­დი­და­ტუ­რა.

38 წლის კო­ბა­ხი­ძეს, წი­ნა­მორ­ბედ და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით არც ისე ხან­გრძლი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. 2015 წლის იან­ვრი­დან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი და პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რი გახ­ლდათ. იქამ­დე კი არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის შე­სა­ხებ შემ­დე­გი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი მო­ი­პო­ვე­ბა - გა­ნათ­ლე­ბით იუ­რის­ტი კო­ბა­ხი­ძე 1978 წლის 25 სექ­ტემ­ბერ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი. იგი წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, გია კო­ბა­ხი­ძის შვი­ლია, რო­მე­ლიც 1995-1999 წლებ­ში პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ. "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი, გია კო­ბა­ხი­ძე პო­ლი­ტი­კი­დან სწო­რედ შვი­ლის გამო წა­ვი­და. მან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც მისი შვი­ლი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­ა­ში აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წა­რად­გი­ნეს.

უმ­ცროს კო­ბა­ხი­ძეს ჰყავს მე­უღ­ლე - ნა­ტა­ლია მო­წო­ნე­ლი­ძე და ორი ვაჟი. პარ­ლა­მენ­ტის მო­მა­ვა­ლი თავ­მჯდო­მა­რე ფლობს ინ­გლი­სურ, გერ­მა­ნულ და რუ­სულ ენებს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ულა­მა­ზე­სი ცოლ-შვი­ლი - გა­ი­ცა­ნით პარ­ლა­მენ­ტის მო­მა­ვა­ლი თავ­მჯდო­მა­რის ოჯა­ხი

რაც შე­ე­ხე­ბა მის გა­ნათ­ლე­ბა­სა და სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას, ის საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

გა­ნათ­ლე­ბა:

2002-2006 დი­უ­სელ­დორ­ფის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (გერ­მა­ნია) სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი (Dr. iur.)

2002-2005 დი­უ­სელ­დორ­ფის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (გერ­მა­ნია) სა­მარ­თლის მა­გის­ტრი (LL.M.) - უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბით

1995-2000 თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი დიპ­ლო­მი იუ­რის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა - აკა­დე­მი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი

08.2014 - დღემ­დე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი

09.2011 - 08.2014 კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი/კავ­კა­სი­ის სა­მარ­თლის სკო­ლა, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი

09.2011 - 06.2013 სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

02.2009 - 02.2010 თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი

03.2007 - 01.2008 თ. წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფოს და სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტი, უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი

09.2005 - 02.2012 თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა - სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი

01.2013 - 07.2014 გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (UNDP), რე­გი­ო­ნუ­ლი და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი

11.2011 - 11.2012 გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (UNDP), ექ­სპერ­ტი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში

10.2011 - 03.2012 ევ­რო­პის საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ექ­სპერ­ტი სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მვის სა­კი­თხებ­ში

01.2011 - 12.2012 ფონ­დი "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო", ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პროგ­რა­მის ექ­სპერტთა კო­მი­ტე­ტის წევ­რი

01.2009 - 10.2011 გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (UNDP), ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მის მხარ­და­ჭე­რის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი

06.2006 - 12.2008 გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა /სსიპ - ეფექ­ტი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მის და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მო­წყო­ბის რე­ფორ­მის ცენ­ტრი, ექ­სპერ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში

06.2000 - 10.2001 USAID/Overseas Strategic Consulting Ltd, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი შიდა ქარ­თლის რე­გი­ონ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ვიცით ირაკლი კობახიძის შესახებ - პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის ბიოგრაფია

რა ვიცით ირაკლი კობახიძის შესახებ - პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის ბიოგრაფია

"ქართულმა ოცნებამ" უკვე საბოლოოდ დაადასტურა, რომ ახალი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 6 ნოემბერს გაიმართა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილებები საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ.

პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

38 წლის კობახიძეს, წინამორბედ დავით უსუფაშვილისგან განსხვავებით არც ისე ხანგრძლივი პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება აქვს. 2015 წლის იანვრიდან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი გახლდათ. იქამდე კი არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწეობის გამოცდილება აქვს.

"ქართული ოცნების" ოფიციალურ საიტზე, ირაკლი კობახიძის შესახებ შემდეგი ბიოგრაფიული ცნობები მოიპოვება - განათლებით იურისტი კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერსაა დაბადებული. იგი წარსულში ცნობილი პოლიტიკოსის, გია კობახიძის შვილია, რომელიც 1995-1999 წლებში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი, გია კობახიძე პოლიტიკიდან სწორედ შვილის გამო წავიდა. მან გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი შვილი, ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" პარტიაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე წარადგინეს.

უმცროს კობახიძეს ჰყავს მეუღლე - ნატალია მოწონელიძე და ორი ვაჟი. პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ასევე დაგაინტერესებთ: ირაკლი კობახიძის ულამაზესი ცოლ-შვილი - გაიცანით პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის ოჯახი

რაც შეეხება მის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას, ის საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება:

განათლება:

2002-2006 დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია) სამართლის დოქტორი (Dr. iur.)

2002-2005 დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია) სამართლის მაგისტრი (LL.M.) - უმაღლესი შეფასებით

1995-2000 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიპლომი იურისტის კვალიფიკაციით

სამუშაო გამოცდილება - აკადემიური დაწესებულებები

08.2014 - დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

09.2011 - 08.2014 კავკასიის უნივერსიტეტი/კავკასიის სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი

09.2011 - 06.2013 საქართველოს უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი

02.2009 - 02.2010 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

03.2007 - 01.2008 თ. წერეთლის სახელმწიფოს და სამართლის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

09.2005 - 02.2012 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

სამუშაო გამოცდილება - საერთაშორისო ორგანიზაციები

01.2013 - 07.2014 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტის მენეჯერი

11.2011 - 11.2012 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ექსპერტი რეგიონული განვითარების საკითხებში

10.2011 - 03.2012 ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში

01.2011 - 12.2012 ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი

01.2009 - 10.2011 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მენეჯერი

06.2006 - 12.2008 გაეროს განვითარების პროგრამა /სსიპ - ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი, ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში

06.2000 - 10.2001 USAID/Overseas Strategic Consulting Ltd, საზოგადოებრივი განათლების პროექტის კოორდინატორი შიდა ქართლის რეგიონში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."