პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურები გაასაჯაროვა. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, დღეს გაიმართა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილებები საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ.
პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი იქნება შემდეგი კანდიდატურები:
პარლამენტის თავმჯდომარე პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იქნება. მისი მოადგილეების ადგილები კი შემდეგნაირად განაწილდა პარტიის სახეებს შორის:
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ვოლსკი
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ზვიად ძიძიგური
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან - ილია ნაკაშიძე
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იქნება.
წაიკითხეთ როგორ განაწილდა თანამდებობები პარლამენტში - "ქართული ოცნება" საგანგებო განცხადებას ავრცელებს