საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არიან თუ არა ქალის მკვლელობაში ბრალდებულები სატანისტური სექტის წარმომადგენლები - პროკურორის კომენტარი
არიან თუ არა ქალის მკვლელობაში ბრალდებულები სატანისტური სექტის წარმომადგენლები - პროკურორის კომენტარი

76 წლის ქა­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ხუთ პირს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. პრო­ცე­სი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 12 სა­ათ­ზე და­ი­წყო, მომ­დევ­ნო პრო­ცე­სი კი 8 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად ფხა­კა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, "ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ტა­ნის­ტუ­რი სექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ თუ არა, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი არ არის".

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რე­ბენ, თუმ­ცა საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სექ­ტა­ზე არ სა­უბ­რო­ბენ.

"ხუ­თი­ვე პირს აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. გა­მო­ძი­ე­ბა სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რებს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. ბრალ­დე­ბუ­ლებს ბრა­ლად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში მკვლე­ლო­ბა აქვთ წარ­დგე­ნი­ლი, მათ შო­რის არის გარ­კვე­უ­ლი ორ­გა­ნოს ან ორ­გა­ნო­ე­ბის ნა­წი­ლის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით მკვლე­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ტა­ნის­ტუ­რი სექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ თუ არა, გა­მო­ძი­ე­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი. საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სექ­ტა­ზე არ სა­უბ­რო­ბენ", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად ფხა­კა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ხუ­თი­ვე პირს აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ბრალ­დე­ბუ­ლი 5 პი­რი­დან სამს ბრა­ლი მკვლე­ლო­ბა­ში, ხოლო ორს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში აქვთ წარ­დგე­ნი­ლი.

ბრალ­დე­ბულ­თა ად­ვო­კა­ტე­ბი კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ. ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მხო­ლოდ ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი სა­უბ­რობს, რომ­ლის დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი და აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს.

წა­ი­კი­თხეთ:

"ბრალ­დე­ბულ­თა­გან ერთ-ერ­თმა, გარ­დაც­ვლი­ლის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი შე­ჭა­მა..." - ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია ქა­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­ცე­სი­დან

70 წლის ქა­ლის რი­ტუ­ა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბის შემ­ზა­რა­ვი დე­ტა­ლე­ბი - ელექტრო­შო­კით გა­თი­შეს, გვა­მი და­ნით და­ა­ნა­წევ­რეს და ნა­გავ­საყ­რელ­ზე დაწ­ვეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

არიან თუ არა ქალის მკვლელობაში ბრალდებულები სატანისტური სექტის წარმომადგენლები - პროკურორის კომენტარი

არიან თუ არა ქალის მკვლელობაში ბრალდებულები სატანისტური სექტის წარმომადგენლები - პროკურორის კომენტარი

76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 საათზე დაიწყო, მომდევნო პროცესი კი 8 დეკემბერს გაიმართება.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "ბრალდებულები სატანისტური სექტის წარმომადგენლები იყვნენ თუ არა, გამოძიებით დადგენილი არ არის".

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ, თუმცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებში ბრალდებულები სექტაზე არ საუბრობენ.

"ხუთივე პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯა. გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მიმდინარებს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ბრალდებულებს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა აქვთ წარდგენილი, მათ შორის არის გარკვეული ორგანოს ან ორგანოების ნაწილის სხვადასხვაგვარად გამოყენების მიზნით მკვლელობა. რაც შეეხება სატანისტური სექტის წარმომადგენლები იყვნენ თუ არა, გამოძიებით არ არის დადგენილი. საქმის ფაქტობრივ გარემოებებში ბრალდებულები სექტაზე არ საუბრობენ", - განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, დღევანდელ პროცესზე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ხუთივე პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული 5 პირიდან სამს ბრალი მკვლელობაში, ხოლო ორს დანაშაულის შეუტყობინებლობაში აქვთ წარდგენილი.

ბრალდებულთა ადვოკატები კომენტარს არ აკეთებენ. ჟურნალისტებთან მხოლოდ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი საუბრობს, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული და აცხადებს, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართოში გაასაჩივრებს.

წაიკითხეთ:

"ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა, გარდაცვლილის სხეულის ნაწილები შეჭამა..." - ახალი ინფორმაცია ქალის მკვლელობის საქმის პროცესიდან

70 წლის ქალის რიტუალური მკვლელობის შემზარავი დეტალები - ელექტროშოკით გათიშეს, გვამი დანით დაანაწევრეს და ნაგავსაყრელზე დაწვეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ