პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე რუსეთში მიემგზავრება - რა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას პატრიარქი მოსკოვში
ილია მეორე რუსეთში მიემგზავრება - რა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას პატრიარქი მოსკოვში

18 ნო­ემ­ბერს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე რუ­სეთ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის თავ­მჯდო­მა­რემ გე­რა­სი­მემ (შა­რა­შე­ნი­ძემ) გა­ნუ­ცხა­და, პატ­რი­არ­ქი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად 18-24 ნომ­ბერს მოს­კოვ­ში, რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის კი­რი­ლის 70 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან: სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­სი, ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე (ჭუ­ა­ძე), მე­უ­ფე გე­რა­სი­მე, გო­რის და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­დრია (გვა­ზა­ვა), პრო­ტოპ­რეს­ვი­ტე­რი გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძე და არ­ქი­მან­დრი­ტი და­ვით ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლი­ტის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის 70 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სეთ­ში სხვა­დას­ხვა ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბის პატ­რი­არ­ქე­ბი და დე­ლე­გა­ცი­ე­ბი ჩავ­ლენ. კერ­ძოდ, ალექ­სან­დრი­ის, იე­რუ­სა­ლი­მის, სერ­ბე­თის პატ­რი­არ­ქე­ბი და სხვა ეკ­ლე­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი. ასე­ვე, ზუს­ტდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღებს თუ არა და­გეგ­მილ სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქი ბარ­თლო­მე­ო­სი.

მე­უ­ფე გე­რა­სი­მეს გან­ცხა­დე­ბით, ილია მე­ო­რე მოს­კოვ­ში რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რილ­თან და სხვა მარ­თლმა­დი­დე­ბელ პატ­რი­არ­ქებ­თან ერ­თად 20 ნო­ემ­ბერს ერ­თობ­ლივ წირ­ვა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ამას­თან 23 ნო­ემ­ბერს, გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ა­რრ­ქი მოს­კო­ვის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მრევლს და­ლო­ცავს.

"იმის გამო, რომ რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის იუ­ბი­ლე ემ­თხვე­ვა გი­ორ­გო­ბას, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე მოს­კოვ­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძრში ჩა­ა­ტა­რებს ლოც­ვას და იქ მყოფ ქარ­თველ მრევლს და­ლო­ცავს. ეს ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა მათ­თვის, თა­ნად­გო­მა, ნუ­გე­ში, ლოც­ვა- კურ­თხე­ვა პატ­რი­არ­ქის­გან და მი­ლოც­ვა წმინ­და გი­ორ­გის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხვა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მი­ი­ღოს, მიტ­რო­პო­ლიტ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ამის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს".

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცია მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში 25 ნო­ემ­ბერს დაბ­რუნ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ილია მეორე რუსეთში მიემგზავრება - რა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას პატრიარქი მოსკოვში

ილია მეორე რუსეთში მიემგზავრება - რა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას პატრიარქი მოსკოვში

18 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთში გაემგზავრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ გერასიმემ (შარაშენიძემ) განუცხადა, პატრიარქი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებთან ერთად 18-24 ნომბერს მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მეუფე გერასიმე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის განცხადებით, რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთში სხვადასხვა ავტოკეფალური ეკლესიების პატრიარქები და დელეგაციები ჩავლენ. კერძოდ, ალექსანდრიის, იერუსალიმის, სერბეთის პატრიარქები და სხვა ეკლესიების ხელმძღვანელები. ასევე, ზუსტდება ინფორმაცია მიიღებს თუ არა დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი.

მეუფე გერასიმეს განცხადებით, ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილთან და სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებთან ერთად 20 ნოემბერს ერთობლივ წირვაში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს პატრიარრქი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მრევლს დალოცავს.

"იმის გამო, რომ რუსეთის პატრიარქის იუბილე ემთხვევა გიორგობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრში ჩაატარებს ლოცვას და იქ მყოფ ქართველ მრევლს დალოცავს. ეს ძალიან დიდი სიხარული იქნება მათთვის, თანადგომა, ნუგეში, ლოცვა- კურთხევა პატრიარქისგან და მილოცვა წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით", - განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ხელმძღვანელები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღოს, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ "ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში 25 ნოემბერს დაბრუნდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი