სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა, გარდაცვლილის სხეულის ნაწილები შეჭამა..." - ახალი ინფორმაცია ქალის მკვლელობის საქმის პროცესიდან
"ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა, გარდაცვლილის სხეულის ნაწილები შეჭამა..." - ახალი ინფორმაცია ქალის მკვლელობის საქმის პროცესიდან

"ბრალ­დე­ბულ­თა­გან ერთ-ერ­თმა გარ­დაც­ვლი­ლის სხე­უ­ლის და­ნა­წევ­რე­ბის შემ­დეგ მისი სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი შე­ჭა­მა, რა­საც თა­ვად ადას­ტუ­რებს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად ფხა­კა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, და­ნა­შა­უ­ლი სამ­მა ბრალ­დე­ბულ­მა აღი­ა­რა. ასე­ვე იმან, ვინც გარ­დაც­ვლი­ლი შე­ჭა­მა, აღი­ა­რა ფაქ­ტი.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე ხუთი პი­რია ბრალ­დე­ბუ­ლი, აქე­დან 3 მკვლე­ლო­ბა­ში, ხოლო 2 და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

სხდო­მის და­წყე­ბამ­დე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ერთ-ერთი პი­რის ად­ვო­კატ­მა, რომ­ლის დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა საქ­მე­ში არ იკ­ვე­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ დღეს გი­რა­ოს მო­ი­თხო­ვენ.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 12.00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. სხდო­მა მე­დი­ის­თვის და­ხუ­რუ­ლია, რად­გა­ნაც საქ­მე­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი ფი­გუ­რი­რებს.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში კა­ნი­ბა­ლიზ­მი დას­ტურ­დე­ბა

შსს-მ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნა. რო­გორც უწყე­ბა­ში 4 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, და­კა­ვე­ბუ­ლია 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირმა ყ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბექა შ. და 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნინა ჩ. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, ხოლო 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ავ­თან­დილ ა. და 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დათა კ. - ამა­ვე მკვლე­ლო­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

რო­გორც შსს-ში გა­ნა­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ სამ­მა ბრალ­დე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 19 ოქ­ტომ­ბერს, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის თა­ნახ­მად, რა­საც წინ უძღო­და დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი უთან­ხმო­ე­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა, თბი­ლის­ში, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მცხოვ­რე­ბი, ბრალ­დე­ბულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლუბა ყ. ჯერ ელექტრო­შო­კით გა­თი­შეს, ხოლო შემ­დგომ - გა­გუ­დეს და და­ნის დარ­ტყმით მოკ­ლეს. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი ლუბა ყ.-ს ცხე­და­რი დიდი ზო­მის ჩან­თა­ში მო­ა­თავ­სეს და თბი­ლის­ში, ბექა შ.-ს ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გა­და­ი­ტა­ნეს, სა­დაც გვა­მი და­ა­ნა­წევ­რეს. იმა­ვე სა­ღა­მოს, და­ბინ­დე­ბის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი გვა­მი ორი ჩან­თის მეშ­ვე­ო­ბით გლ­და­ნის N8 სა­პყრო­ბი­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ გა­უქ­მე­ბულ ნა­გავ­საყ­რელ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს, წი­ნას­წარ, მო­ცე­მუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მიზ­ნით შე­ძე­ნი­ლი ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხეს, ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს და კვა­ლის და­სა­ფა­რად, თხრილ­ში დაწ­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ეს იყო რი­ტუ­ა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გან­ზრახ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ ბრალ­დე­ბულ­თა­გან ორი - ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. მე­სა­მე ბრალ­დე­ბუ­ლი, არას­რულ­წლო­ვა­ნი ნინა ჩ. დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 375-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა, გარდაცვლილის სხეულის ნაწილები შეჭამა..." - ახალი ინფორმაცია ქალის მკვლელობის საქმის პროცესიდან

"ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა, გარდაცვლილის სხეულის ნაწილები შეჭამა..." - ახალი ინფორმაცია ქალის მკვლელობის საქმის პროცესიდან

"ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა გარდაცვლილის სხეულის დანაწევრების შემდეგ მისი სხეულის ნაწილები შეჭამა, რასაც თავად ადასტურებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განუცხადა. მისი თქმით, დანაშაული სამმა ბრალდებულმა აღიარა. ასევე იმან, ვინც გარდაცვლილი შეჭამა, აღიარა ფაქტი.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულზე ხუთი პირია ბრალდებული, აქედან 3 მკვლელობაში, ხოლო 2 დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული. პროკურორის ინფორმაციით, ისინი ბრალდებულებისათვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი პირის ადვოკატმა, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება. შესაბამისად, აღმკვეთი ღონისძიების სახედ დღეს გირაოს მოითხოვენ.

სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 12.00 საათზე დაიწყო. სხდომა მედიისთვის დახურულია, რადგანაც საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს.

იხილეთ ვიდეო: საზარელი მკვლელობის საქმეში კანიბალიზმი დასტურდება

შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ირმა ყ., 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.

აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი - ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ