პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქალაქო სასამართლოში ქალის სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ქალის სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის პროცესი მიმდინარეობს

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში დე­დის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი­სა და ამ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა. სხდო­მა დღეს, 6 ნო­ემ­ბერს, 12.00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. სხდო­მა და­ხუ­რუ­ლია, რად­გან ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნია.

და­კა­ვე­ბულ­თა მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს გუ­შინ მი­მარ­თა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რე ხუ­თი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბას ითხოვს.

შსს-მ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნა. რო­გორც უწყე­ბა­ში 4 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, და­კა­ვე­ბუ­ლია 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირმა ყ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბექა შ. და 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნინა ჩ. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, ხოლო 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ავ­თან­დილ ა. და 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დათა კ. - ამა­ვე მკვლე­ლო­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

წა­ი­კი­თხეთ: "ამ­ბო­ბენ, გარ­დაც­ვლილს ორ­გა­ნო­ე­ბი ამოც­ლი­ლი ჰქონ­და" - სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნი­ბა­ლიზ­მის ვერ­სი­აც გა­ნი­ხი­ლე­ბა

რო­გორც შსს-ში გა­ნა­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ სამ­მა ბრალ­დე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 19 ოქ­ტომ­ბერს, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის თა­ნახ­მად, რა­საც წინ უძღო­და დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი უთან­ხმო­ე­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა, თბი­ლის­ში, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მცხოვ­რე­ბი, ბრალ­დე­ბულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლუბა ყ. ჯერ ელექტრო­შო­კით გა­თი­შეს, ხოლო შემ­დგომ - გა­გუ­დეს და და­ნის დარ­ტყმით მოკ­ლეს. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი ლუბა ყ.-ს ცხე­და­რი დიდი ზო­მის ჩან­თა­ში მო­ა­თავ­სეს და თბი­ლის­ში, ბექა შ.-ს ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გა­და­ი­ტა­ნეს, სა­დაც გვა­მი და­ა­ნა­წევ­რეს. იმა­ვე სა­ღა­მოს, და­ბინ­დე­ბის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი გვა­მი ორი ჩან­თის მეშ­ვე­ო­ბით გლ­და­ნის N8 სა­პყრო­ბი­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ გა­უქ­მე­ბულ ნა­გავ­საყ­რელ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს, წი­ნას­წარ, მო­ცე­მუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მიზ­ნით შე­ძე­ნი­ლი ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხეს, ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს და კვა­ლის და­სა­ფა­რად, თხრილ­ში დაწ­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ეს იყო რი­ტუ­ა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გან­ზრახ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ ბრალ­დე­ბულ­თა­გან ორი - ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. მე­სა­მე ბრალ­დე­ბუ­ლი, არას­რულ­წლო­ვა­ნი ნინა ჩ. დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 375-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წა­ი­კი­თხეთ: სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მე­უღ­ლე კო­მენ­ტარს აკე­თებს - "ამას ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი...თბი­ლი, მამა-შვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

საქალაქო სასამართლოში ქალის სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ქალის სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის პროცესი მიმდინარეობს

დამამძიმებელ გარემოებებში დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულისა და ამ საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა დღეს, 6 ნოემბერს, 12.00 საათზე დაიწყო. სხდომა დახურულია, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია.

დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდების მხარე ხუთივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ირმა ყ., 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

წაიკითხეთ: "ამბობენ, გარდაცვლილს ორგანოები ამოცლილი ჰქონდა" - სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით კანიბალიზმის ვერსიაც განიხილება

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.

აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი - ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

წაიკითხეთ: სასტიკად მოკლული ქალის მეუღლე კომენტარს აკეთებს - "ამას ვერც კი წარმოვიდგენდი...თბილი, მამა-შვილური ურთიერთობა გვქონდა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ