თბილიში სასტიკად მოკული 76 წლის ქალბატონის მეუღლე ომარ ყოჩიაშვილი კომენტარს აკეთებს. როგორც Ambebi.ge-ს ყოჩიაშვილმა განუცხადა, შვილთან, რომელიც ამჟამად დედის მკვლელობაშია ბრალდებული, "თბილი და მამა-შვილური ურთიერთობა ჰქონდა". მისი თქმით, უთანხმოება დედა-შვილს შორის ხდებოდა და ამის მიზეზი გოგონას ჩაცმის სტილი და ვარცხნილობა იყო. რაც შეეხებათ, საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ მათ ის არ იცნობდა.
- ბატონო ომარ, სად იმყოფებოდით შემთხვევის დროს?
- სამსახურში ვიყავი, როცა ეს მოხდა. როდესაც სახლში მოვედი და ჩემი მეუღლე არ დამხვდა, განვაცხადე პოლიციაში. ვერც კი წარმოვიდგენდი ეს თუ მოხდებოდა.
- რთულად აღსაზრდელი იყო თქვენი შვილი?
- მე მას ვერაფერს ვამჩნევდი, თბილი მამა-შვილური ურთიერთობა მქონდა.
- ამბობენ, რომ მკვლელობა ტელეფონით გადაიღეს ...
- ვერაფერს გეტყვით, არაფერი არ ვიცი. ხვალ არის სასამართლო პროცესი და გავიგებ ყველაფერს. სახელიც არ გამიგია იმ მეგობრების, ვინც ამ საშინელებაში მონაწილეობა მიიღო.
საზარელი დანაშაული თბილისში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. დაკავებულთაგან ერთი - 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე - გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი მათი მეგობრები. გამოძიება ვარაუდობს, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულები სექტის წევრები არიან. როგორც ცნობილია, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით კანიბალიზმის ვერსიაზეც მუშაობს.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
ასევე წაიკითხეთ: 70 წლის ქალის რიტუალური მკვლელობის შემზარავი დეტალები - ელექტროშოკით გათიშეს, გვამი დანით დაანაწევრეს და ნაგავსაყრელზე დაწვეს