თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. 70 წლის ქალბატონი სავარაუდოდ, მისმა შვილმა მეგობრების დახმარებით გამოასალმა სიცოცხლეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულები სექტის წევრები არიან. როგორც ცნობილია, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით კანიბალიზმის ვერსიაზეც მუშაობს.
მომხდარს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მათი ნაწილი თბილისში სექტანტური დაჯგუფებების შესახებ ინფორმაციას არარეალურად მიიჩნევს, ნაწილი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ფაქტით დაინტერესდნენ და დროული რეაგირება მოახდინონ. აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს გია ჯაჯანიძის გადაცემის პროდიუსერი მაია სტეფნაძე.
"საზოგადოების ფარისევლობამ გამაოცა. ისე შეიცხადეთ სატანისტ ბავშვებზე, თითქოს ამ წლების განავლობაში ჩვენი გადაცემა არ ცდლობდა თქვენი ყურადღება მათ პრობლემებზე მიგვექცია. რამდნჯერ შევეხეთ ამ თემას, რამდენჯერ გეხვეწათ გია ჯაჯანიძე - მშობლებო თქვენს შვილებს მიხედეთო. მაშინ დაგვცინოდით, მაშინ დადგმული შოუ გეგონათ. იმიტომ რომ არ გინდოდათ გეღიარებინათ, რომ თქვენი უსულგულობის გამო ეს ბავშვები უკვე სამუდამოდ დაიღუპნენ. ვეხვეწეთ შსს-ს, განათლების სამინისტროს, სოციალურ სამსახურს და ამ ბავშვების და ზოგადად მიწისქვეშა გადასასვლელებში თავშეფარებულების პრობლემებით დაინტერესებულიყვნენ და ვთხოვეთ. პასუხი იცით რა იყო? ეს ჩვენი პრობლემა არ არისო!!
ეხლა ვისი პრობლემაა? მაია სტეფნაძის და გია ჯაჯანიძის? დაიმახსოვრეთ ამ ახალგაზდებს დახმარება ჭირდებოდათ და თქვენ მათ უარი უთხარით. ეხლა იცხოვრეთ ამ ცოდვით",- წერს მაია სტეფნაძე.
მის პოსტს გამოხმაურებები მოჰყვა.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ზუსტად ეგ ვიფიქრე. ჩემი გადაცემა ეთერში რომ გავიდა, (ერთ კვირაში გვქონდა ზუსტად) დამცინოდნენ, რეებს იგონებენ ესენიო... ახლა აღშფოდნენ...!!
ნინო ორდენიძე: რომ მახსენდება ის გადაცემა ძალიან ცუდად ვხდები! როგორ ითხოვდნენ ეს ადამიანები შველას!(მივმართეთ ყველა შესაბამის ორგანოს, ვითხოვდით ჩამოყალიბებულიყო საინიციატივო ჯგუფი! მაგრამ არა!პასუხად ის მივიღეთ რომ თურმე ეს გადაცემა იყო შოუ!!! ძალიან ვწუხვარ რომ ჩვენი საზოგადოება არაა დაკავებული იმ პრობლემებით რაც ყველაზე მნიშვნელოვანია!
მამუკა ლომაშვილი: ამ სიტუაციაში განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ შეთანხმებულად არ იმოქმდებენ ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ.
გოგა როგავა: დარწმუნებული ვარ სხვა მსგავსი იდეოლოგიის მქონე ბავშვები ამას გამოწვევად მიიღებენ არც გამიკვირდება მსგავსი შემთხვევბი რომ განმეორდეს, განსაკუთრებით თბილისში ასეტი გზააბნეულების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება ძალინ ძალინ ბევრნი არიან , ჯერ ის რომ კატებს ატყავებენ სასაცილოა? ლოგიკურია რომ ადამიანებზეც გადავლენ, ასეთებს არანარი კავშირი არ აქვთ ზოგადად სატანიზმთან და ახლოსაც არ არიან , უბრალოდ საკუთარ პატარა მე ს ახარებენ, მარტო ერთი ადამაინი ვერ გააკეთებდა ამას ეს ორგანიზებული და დაგეგმილი რიტუალის და დანაშაულის შედეგია , ამ ამბავს კი დაივიწყებენ როგორც ბევრ სხვას