პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კათოლიკოს-პატრიარქი 23 ნოემბერს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მრევლს დალოცავს
კათოლიკოს-პატრიარქი 23 ნოემბერს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მრევლს დალოცავს

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია მე­ო­რე 23 ნო­ემ­ბერს, გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, მოს­კო­ვის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მრევლს და­ლო­ცავს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის თავ­მჯდო­მა­რემ გე­რა­სი­მემ (შა­რა­შე­ნი­ძემ) გა­ნუ­ცხა­და, იმის გამო, რომ რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის კი­რი­ლის 70 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ემ­თხვე­ვა გი­ორ­გო­ბას, უწ­მინ­დე­სი მოს­კოვ­ში არ­სე­ბულ წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მიბ­რძან­დე­ბა, სა­დაც მრევ­ლი იკ­რი­ბე­ბა.

"იმის გამო, რომ რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის იუ­ბი­ლე ემ­თხვე­ვა გი­ორ­გო­ბას, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე მოს­კოვ­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში ჩა­ა­ტა­რებს ლოც­ვას და იქ მყოფ ქარ­თველ მრევლს და­ლო­ცავს. ეს ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა მათ­თვის, თა­ნად­გო­მა, ნუ­გე­ში, ლოც­ვა- კურ­თხე­ვა პატ­რი­არ­ქის­გან და მი­ლოც­ვა წმინ­და გი­ორ­გის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე რუ­სეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად

18 ნო­ემ­ბერს გა­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც 18-24 ნომ­ბერს მოს­კოვ­ში, რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის კი­რი­ლის 70 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

კათოლიკოს-პატრიარქი 23 ნოემბერს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მრევლს დალოცავს

კათოლიკოს-პატრიარქი 23 ნოემბერს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მრევლს დალოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მრევლს დალოცავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ გერასიმემ (შარაშენიძემ) განუცხადა, იმის გამო, რომ რუსეთის პატრიარქის კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებები ემთხვევა გიორგობას, უწმინდესი მოსკოვში არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიბრძანდება, სადაც მრევლი იკრიბება.

"იმის გამო, რომ რუსეთის პატრიარქის იუბილე ემთხვევა გიორგობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩაატარებს ლოცვას და იქ მყოფ ქართველ მრევლს დალოცავს. ეს ძალიან დიდი სიხარული იქნება მათთვის, თანადგომა, ნუგეში, ლოცვა- კურთხევა პატრიარქისგან და მილოცვა წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით", - განაცხადა მეუფემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებთან ერთად

18 ნოემბერს გაემგზავრება, სადაც 18-24 ნომბერს მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი