პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედის მერე, მამაც უნდა მომეკლაო..." - ახალი დეტალები რიტუალურ მკვლელობაზე, რომელმაც საზოგადოება შეძრა
"დედის მერე, მამაც უნდა მომეკლაო..." - ახალი დეტალები რიტუალურ მკვლელობაზე, რომელმაც საზოგადოება შეძრა

სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მოხ­და, უფრო სა­შინ­ლე­ბა­თა ფილ­მის სცე­ნარს ჰგავს, ვიდ­რე რე­ა­ლურ ამ­ბავს და ალ­ბათ ვერც და­ვი­ჯე­რებ­დით შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია რომ არა.

ამ ცოტა ხნის წინ, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი კორ­პუ­სი­დან 76 წლის ქალ­ბა­ტო­ნი ლუბა ყო­ჩი­აშ­ვი­ლი და­ი­კარ­გა, რო­მელ­საც მე­უღ­ლე და ნა­თე­სა­ვე­ბი 19 ოქ­ტომ­ბრი­დან ეძებ­დნენ. მისი სახ­ლი­დან და­უხ­მა­რებ­ლად გას­ვლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან ქალს ოპე­რა­ცია ცოტა ხნის გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და და ლო­გი­ნი­დან ად­გო­მაც კი უჭირ­და.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­კარ­გუ­ლი ქა­ლის 18 წლის გო­გო­ნა­ზე ირმა (მა­რი­ამ) ყო­ჩი­აშ­ვილ­ზე მას შემ­დეგ მი­ი­ტა­ნეს ეჭვი, რაც დე­დის და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კი­თხვი­სას, მისი სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქცე­ვა ნა­ხეს და პა­სუ­ხე­ბი მო­ის­მი­ნეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ მან აღი­ა­რა პირ­ვე­ლად დე­დის მკვლე­ლო­ბა, თა­ნამ­ზრახ­ველ­თა წრის დად­გე­ნა კი პო­ლი­ცი­ას აღარ გას­ჭირ­ვე­ბია...

შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ სა­ზა­რელ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით, ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­და, და­კა­ვე­ბუ­ლია კი­დევ 4 ადა­მი­ა­ნი, მათ­გან ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი, რო­მე­ლიც ბრალს არ აღი­ა­რებს, ყვე­ლა და­ნარ­ჩენ­მა კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლო­ბის უსა­შინ­ლე­სი დე­ტა­ლე­ბი, უკვე გა­უმ­ხი­ლა გა­მო­ძი­ე­ბას. უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბა­თი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბა სამ ადა­მი­ანს აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი მათ­გან ერთ-ერთი მა­რი­ამ ყო­ჩი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 23 წლის ბექა შენ­გე­ლი­აა, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი უნდა იყო და სექ­ტან­ტუ­რი წრის ერთ-ერთი ლი­დე­რიც. მკვლე­ო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­თა შო­რის კი­დევ ერთი გო­გო­ნაა, ორ ახალ­გაზ­რდას კი ჯერ­ჯე­რო­ბით და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა ბრალ­დე­ბა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მარ­თლა­დამ­ცა­ვებს და კრი­მი­ნა­ლისტ- ფსი­ქო­ლო­გებს ბევრ რა­მეს მის­ცემს ამ ახალ­გაზ­რდე­ბის და მათ წრე­ში მოტ­რი­ა­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის "ფე­ის­ბუ­კგ­ვერ­დე­ბის" შეს­წავ­ლა, სა­დაც შავ-ბნე­ლი ძა­ლე­ბის თაყ­ვა­ნის­ცე­მის არა­ერ­თი ატ­რი­ბუ­ტია თავ­მოყ­რი­ლი, რაც ნორ­მა­ლუ­რი ფსი­ქი­კის ადა­მი­ანს, წე­სით, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ზა­რავ­დეს. ბექა შენ­გე­ლია, მათ წრე­ში ცნო­ბი­ლია Sailer Gothes-ის სა­ხე­ლით, კი­დევ ერთი მკვლე­ლო­ბა­ში ბრა­ლე­ბუ­ლი ფბ­ნი­კად სა­ხელს nina gothess-ს იყე­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლუბა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი სწო­რედ ბექა შენ­გე­ლი­ას მიერ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში და­ა­ნა­წევ­რეს. მა­ნამ­დე კი...

ამო­ნა­რი­დი შსს-ს გან­ცხა­დე­ბი­დან:

"სამ­მა ბრალ­დე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 19 ოქ­ტომ­ბერს, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის თა­ნახ­მად, რა­საც წინ უძღო­და დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი უთან­ხმო­ე­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა, თბი­ლის­ში, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მცხოვ­რე­ბი, ბრალ­დე­ბულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლუბა ყ. ჯერ ელექტრო­შო­კით გა­თი­შეს, ხოლო შემ­დგომ - გა­გუ­დეს და და­ნის დარ­ტყმით მოკ­ლეს. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი ლუბა ყ.-ს ცხე­და­რი დიდი ზო­მის ჩან­თა­ში მო­ა­თავ­სეს და თბი­ლის­ში, ბექა შ.-ს ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გა­და­ი­ტა­ნეს, სა­დაც გვა­მი და­ა­ნა­წევ­რეს.

იმა­ვე სა­ღა­მოს, და­ბინ­დე­ბის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი გვა­მი ორი ჩან­თის მეშ­ვე­ო­ბით გლ­და­ნის N8 სა­პყრო­ბი­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ გა­უქ­მე­ბულ ნა­გავ­საყ­რელ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს, წი­ნას­წარ, მო­ცე­მუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მიზ­ნით შე­ძე­ნი­ლი ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხეს, ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს და კვა­ლის და­სა­ფა­რად, თხრილ­ში დაწ­ვეს".

შსს აცხა­დებს, რომ ეს რი­ტუ­ა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბა იყო. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­აც, რომ შე­საძ­ლოა და­ნა­შა­უ­ლი შე­ი­ცავ­დეს კან­ბა­ლიზ­მის ნიშ­ნებ­საც. მოკ­ლედ, იმგვა­რი სი­სას­ტი­კეა, წარ­მოდ­გე­ნაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დეს ადა­მი­ანს. ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რა წრე­ში გა­ი­ზარ­დნენ, რა­ტომ გახ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ასე­თი სა­ში­ში? - ეს ის კი­თხვე­ბია, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ე­ცეს პა­სუ­ხი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"დედის მერე, მამაც უნდა მომეკლაო..." - ახალი დეტალები რიტუალურ მკვლელობაზე, რომელმაც საზოგადოება შეძრა

"დედის მერე, მამაც უნდა მომეკლაო..." - ახალი დეტალები რიტუალურ მკვლელობაზე, რომელმაც საზოგადოება შეძრა

საზარელი დანაშაული, რომელიც თბილისში მოხდა, უფრო საშინლებათა ფილმის სცენარს ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს და ალბათ ვერც დავიჯერებდით შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია რომ არა.

ამ ცოტა ხნის წინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსიდან 76 წლის ქალბატონი ლუბა ყოჩიაშვილი დაიკარგა, რომელსაც მეუღლე და ნათესავები 19 ოქტომბრიდან ეძებდნენ. მისი სახლიდან დაუხმარებლად გასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რადგან ქალს ოპერაცია ცოტა ხნის გაკეთებული ჰქონდა და ლოგინიდან ადგომაც კი უჭირდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკარგული ქალის 18 წლის გოგონაზე ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილზე მას შემდეგ მიიტანეს ეჭვი, რაც დედის დაკარგვასთან დაკავშირებით დაკითხვისას, მისი სრულიად არაადეკვატური ქცევა ნახეს და პასუხები მოისმინეს. სავარაუდოდ, სწორედ მან აღიარა პირველად დედის მკვლელობა, თანამზრახველთა წრის დადგენა კი პოლიციას აღარ გასჭირვებია...

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ამ საზარელ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით, ქალიშვილის გარდა, დაკავებულია კიდევ 4 ადამიანი, მათგან ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, ყველა დანარჩენმა კი, სავარაუდოდ, მკვლელობის უსაშინლესი დეტალები, უკვე გაუმხილა გამოძიებას. უშუალოდ მკვლელობათი თანამონაწილეობის ბრალდება სამ ადამიანს აქვს წაყენებული მათგან ერთ-ერთი მარიამ ყოჩიაშვილის შეყვარებული 23 წლის ბექა შენგელიაა, რომელიც, სავარაუდოდ, ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი უნდა იყო და სექტანტური წრის ერთ-ერთი ლიდერიც. მკვლეობაში ბრალდებულთა შორის კიდევ ერთი გოგონაა, ორ ახალგაზრდას კი ჯერჯერობით დანაშაულის დაფარვა ბრალდება.

სავარაუდოდ, სამართლადამცავებს და კრიმინალისტ- ფსიქოლოგებს ბევრ რამეს მისცემს ამ ახალგაზრდების და მათ წრეში მოტრიალე ადამიანების "ფეისბუკგვერდების" შესწავლა, სადაც შავ-ბნელი ძალების თაყვანისცემის არაერთი ატრიბუტია თავმოყრილი, რაც ნორმალური ფსიქიკის ადამიანს, წესით, შეიძლება მხოლოდ ზარავდეს. ბექა შენგელია, მათ წრეში ცნობილია Sailer Gothes-ის სახელით, კიდევ ერთი მკვლელობაში ბრალებული ფბნიკად სახელს nina gothess-ს იყენებს. გამოძიების ინფორმაციით, ლუბა ყოჩიაშვილის ცხედარი სწორედ ბექა შენგელიას მიერ ნაქირავებ ბინაში დაანაწევრეს. მანამდე კი...

ამონარიდი შსს-ს განცხადებიდან:

"სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს".

შსს აცხადებს, რომ ეს რიტუალური მკვლელობა იყო. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ შესაძლოა დანაშაული შეიცავდეს კანბალიზმის ნიშნებსაც. მოკლედ, იმგვარი სისასტიკეა, წარმოდგენაც კი შეიძლება გაუჭირდეს ადამიანს. ვინ არიან ეს ადამიანები, რა წრეში გაიზარდნენ, რატომ გახდნენ საზოგადოებისთვის ასეთი საშიში? - ეს ის კითხვებია, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ