სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი გემები, რომლებიც მომხმარებლებს გრანდიოზულ სერვისებს სთავაზობენ
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი გემები, რომლებიც მომხმარებლებს გრანდიოზულ სერვისებს სთავაზობენ

წარ­მო­გიდ­გენთ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ, ძვირ­ფას, გლა­მუ­რულ და ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად გე­მებს, რომ­ლე­ბიც 2016 წელს გავა ზღვებ­ში.

კარ­ნა­ვა­ლი ვის­ტა

დღე­ვან­დე­ლი მეგა-გე­მე­ბი მას­შტა­ბურ და გრან­დი­ო­ზულ სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზო­ბენ მომ­ხმა­რებ­ლებს. მათ შო­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლია Carnival Vista. მას­ზე წყლის პარ­კია გან­თავ­სე­ბუ­ლი თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი სას­რი­ა­ლო­ე­ბით. აგ­რეთ­ვე, გემ­ზე მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლად, IMAX კი­ნო­თე­ატ­რია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ლუ­დის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის მიკ­რო ლუდ­სა­ხარშში ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ ლუდს ას­ხა­მენ. მშობ­ლებს შე­უძ­ლი­ათ 12 წლამ­დე ბავ­შვე­ბი ოკე­ა­ნის ბა­ნაკ­ში და­ტო­ვონ დ თვი­თონ ზრდას­რუ­ლე­ბის გა­სარ­თობ არე­ალ­ში გა­და­ი­ნაც­ვლონ. "კარ­ნა­ვა­ლი ვის­ტა" 2016 წლის მა­ის­ში გავა ხმელ­თა­შუა წყლებ­ში.

"მის კო­ნინგსდა­მი"

გიყ­ვართ ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა? მა­შინ "მის კო­ნინგსდა­მი" თქვენ­თვი­საა. გემ­ზე სამი მუ­სი­კა­ლუ­რი სცე­ნაა. Lincoln Center Stage-ის მუ­სი­კო­სე­ბი ყო­ველ ღამე შე­ას­რუ­ლე­ბენ სიმ­ღე­რებს. გარ­და ცო­ცხა­ლი მუ­სი­კი­სა, გე­მის ბორტზე სა­ო­ცა­რი აუ­ზე­ბი და შად­რევ­ნე­ბია. თერ­მუ­ლი აბა­ზა­ნე­ბი, თბი­ლი კე­რა­მი­კუ­ლი ლა­უნ­ჯე­ბი და სა­ო­ცა­რი ხე­დე­ბი ზღვის ჰო­რი­ზონტზე. გემ­ზე აგ­რეთ­ვე ბა­ღია, სა­დაც მოჰ­ყავთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ბოსტნე­უ­ლი და ხილი, რო­მელ­საც შემ­დეგ გე­მის მზა­რე­უ­ლე­ბი ამ­ზა­დე­ბენ. "მის კო­ნინგსდა­მი", რო­მე­ლიც 2 600-ზე მეტ სტუ­მარს იტევს, 2016 წლის აპ­რილ­ში იტა­ლი­ა­ში გავა ხმელ­თა­შუა ზღვა­ში.

რო­ი­ალ კა­რი­ბის "ზღვის ოვა­ცია"

"ზღვის ოვა­ცია" მე­სა­მე გე­მია, რო­მე­ლიც "რო­ი­ალ კა­რი­ბის" კლასს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. გემ­ზე დაგ­ხვდე­ბათ კა­ბი­ნე­ბი "ვირ­ტუ­ა­ლუ­რი აივ­ნე­ბით", რომ­ლე­ბიც უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პლაზ­მუ­რი ეკ­რა­ნე­ბით რე­ა­ლურ ვე­რან­დას ცვლი­ან. კა­მე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით კა­ბი­ნის ბი­ნად­რებს ხედი და ხმა რე­ა­ლუ­რი აივ­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას შე­უქ­მნის. გემ­ზე 4,180 მგზავ­რი ეტე­ვა. ბავ­შვე­ბის­თვის სერ­ფინ­გის სი­მუ­ლა­ტო­რი, მთებ­ზე ცოც­ვა, სკე­იტ­ბორ­დის და სკა­ი­და­ი­ვინ­გის ოთა­ხე­ბია გა­მო­ყო­ფი­ლი.

ვი­კინ­გე­ბის ზღვა

ეს გემი გლა­მუ­რუ­ლი და მყუდ­როა ერ­თდრო­უ­ლად. ყვე­ლა ოთახ­ში დიდი ზო­მის სა­წო­ლე­ბი, უზარ­მა­ზა­რი ვე­რან­და, ყო­ველ­დღე გა­ნახ­ლე­ბა­დი მინი ბარი და ძვირ­ფა­სი თეთ­რე­უ­ლია. მოგ­ზა­უ­რო­ბის პირ­ველ დღეს სტუმ­რებს მი­სა­სალ­მე­ბელ შამ­პა­ნურს ახ­ვედ­რე­ბენ. მომ­სა­ხუ­რე­ბა უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა. თე­ატ­რში სხვა­დას­ხვა წარ­მოდ­გე­ნე­ბი იმარ­თე­ბა. სტუმ­რებს ფილ­მე­ბის ხილ­ვა ორ სხვა­დას­ხვა კი­ნო­თე­ატ­რში შე­ეძ­ლე­ბათ. გემ­ზე არის ბაღი, სა­დაც სა­ღა­მოს ჩაის და­ლე­ვა შე­უძ­ლი­ათ სტუმ­რებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია edition.cnn.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი გემები, რომლებიც მომხმარებლებს გრანდიოზულ სერვისებს სთავაზობენ

2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი გემები, რომლებიც მომხმარებლებს გრანდიოზულ სერვისებს სთავაზობენ

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ, ძვირფას, გლამურულ და ყველაზე მოთხოვნად გემებს, რომლებიც 2016 წელს გავა ზღვებში.

კარნავალი ვისტა

დღევანდელი მეგა-გემები მასშტაბურ და გრანდიოზულ სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია Carnival Vista. მასზე წყლის პარკია განთავსებული თავბრუდამხვევი სასრიალოებით. აგრეთვე, გემზე მსოფლიოში პირველად, IMAX კინოთეატრია განთავსებული. ლუდის მოყვარულებისთვის მიკრო ლუდსახარშში ყოველდღიურად ახალ ლუდს ასხამენ. მშობლებს შეუძლიათ 12 წლამდე ბავშვები ოკეანის ბანაკში დატოვონ დ თვითონ ზრდასრულების გასართობ არეალში გადაინაცვლონ. "კარნავალი ვისტა" 2016 წლის მაისში გავა ხმელთაშუა წყლებში.

"მის კონინგსდამი"

გიყვართ ცოცხალი მუსიკა? მაშინ "მის კონინგსდამი" თქვენთვისაა. გემზე სამი მუსიკალური სცენაა. Lincoln Center Stage-ის მუსიკოსები ყოველ ღამე შეასრულებენ სიმღერებს. გარდა ცოცხალი მუსიკისა, გემის ბორტზე საოცარი აუზები და შადრევნებია. თერმული აბაზანები, თბილი კერამიკული ლაუნჯები და საოცარი ხედები ზღვის ჰორიზონტზე. გემზე აგრეთვე ბაღია, სადაც მოჰყავთ ყველანაირი ბოსტნეული და ხილი, რომელსაც შემდეგ გემის მზარეულები ამზადებენ. "მის კონინგსდამი", რომელიც 2 600-ზე მეტ სტუმარს იტევს, 2016 წლის აპრილში იტალიაში გავა ხმელთაშუა ზღვაში.

როიალ კარიბის "ზღვის ოვაცია"

"ზღვის ოვაცია" მესამე გემია, რომელიც "როიალ კარიბის" კლასს მიეკუთვნება. გემზე დაგხვდებათ კაბინები "ვირტუალური აივნებით", რომლებიც უმაღლესი ხარისხის პლაზმური ეკრანებით რეალურ ვერანდას ცვლიან. კამერების მეშვეობით კაბინის ბინადრებს ხედი და ხმა რეალური აივნის შთაბეჭდილებას შეუქმნის. გემზე 4,180 მგზავრი ეტევა. ბავშვებისთვის სერფინგის სიმულატორი, მთებზე ცოცვა, სკეიტბორდის და სკაიდაივინგის ოთახებია გამოყოფილი.

ვიკინგების ზღვა

ეს გემი გლამურული და მყუდროა ერთდროულად. ყველა ოთახში დიდი ზომის საწოლები, უზარმაზარი ვერანდა, ყოველდღე განახლებადი მინი ბარი და ძვირფასი თეთრეულია. მოგზაურობის პირველ დღეს სტუმრებს მისასალმებელ შამპანურს ახვედრებენ. მომსახურება უმაღლეს დონეზეა. თეატრში სხვადასხვა წარმოდგენები იმართება. სტუმრებს ფილმების ხილვა ორ სხვადასხვა კინოთეატრში შეეძლებათ. გემზე არის ბაღი, სადაც საღამოს ჩაის დალევა შეუძლიათ სტუმრებს.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს