ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გიგი უგულავას საჯარო წერილსა და "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
"გირჩები წავიდნენ პარტიიდან არასწორი მენეჯმენტის გამო. არ მოსწონდათ ნომინალურობა, ის, რომ პროცესებში ფასადურად იყვნენ ჩართულები. მოკლედ.. წავიდნენ და ეძახეს გაყიდულები.
პარტიის ლიდერის ცოლმა, რომელიც, როგორც თავად ამბობს პარტიის საქმეებში არ ერევა, ფბ პოსტით გვამცნო, რომ ჯაფარიძის "ჩაფლავება" მისი პირადი ღირსების საქმე ყოფილა. რადგან ზურა თავად მას წარუდგენია პარტიისთვის. :). (მიუხედავად იმისა რომ არ ერევა) . გირჩებს სულ ბიძინაზე მიყიდულები ეძახეს:) სქემაც კი ჰქონდათ, ფული პალიკომ როგორ აიღო, როგორ დაარიგა... მელაძეზეც მომისმენია ბლა, ბლა, ბლა....
შემდეგ იყო ვაშაძე, მის წინააღმდეგაც დაიწყეს დარჩენილებმა კამპანიის აგორება, რომ გაიყიდა.
თან, ჩხარტიშვილის სიძეობა ამძაფრებდა ყველაფერს. ანუ, ვაშაძეს იმ პარტიაში ჩაუთვალეს "სიძეობა" გამყიდველობისთვის საკმარის მიზეზად, სადაც სტატუსი ლიდერის ცოლი არაფერს ნიშნავს.
ანუ, ვაშაძის პოლიტიკურ პოზიციებთან მისი ცოლის ბიძას ექნებოდა კავშირი და ლიდერის ცოლის განცხადებებთან - მეუღლეს არა. ეს იგივე ოპერიდანაა, თქვენ თუ რამეს მიჰყიდით გაზპრომს გამყიდველები რომ ხართ და სხვებისთვის რომ მოსულა. რატომ ვწერე ამდენი.
მე მაქვს უფლება არ დავიჯერო (და არც მჯერა ეს ბოდვა) რომ ბოკერია რუსებს მიეყიდა ... გიგიზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ! უნდა იცნობდე გიგის რომ გაბედო მისთვის გამყიდველობის დაბრალება. (!!!) მაგრამ მე, მათგან განსხვავებით ვინც დღეს შეთქმულების თეორიის შემქნელებს გაემიჯნა (რაც სწორია) არც გირჩების გაყიდვის მჯეროდა და არც ვაშაძის. მეტიც, ორივეს ვგულშემატკივრობდი და მინდოდა მათი ხილვა პარლამენტში. ზურა ჯაფარიძის განსაკუთრებით.
მე მათი მიკვირს, "შავრაზმელი" ელისო კილაძის ნიუსებს რომ აფრიალებდნენ "როგორ შეხვდა პალიკო ჩოჩელს" ან, " რამდენი აიღო ვაშაძემ" და დღეს რომ უკვირთ.
თქვენ დანერგეთ გამყიდველების ძახილი იმ ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ , ხაზს ვუსვამ - უბრალოდ არ გეთანხმებოდნენ. განსხვავებული აზრის დაბლოკვებზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ და ბუმერანგის ამბავია. დათესეთ და მოსავალის აღების დროც მოვიდა.
P.S. შეთქმულების თეორიები და არჩევნების წაგების მიზეზების დაბრალებები 21 -ე საუკუნის მადლით აქ ინახება და პარტიის ლიდერის ცოლის დაწყებულ კამპანიას რომ ემიჯნებით, მხოლოდ მიხარია.
და მთავარი, მოკითხვა ჩემს მეგობარ გიგის. მან იცის როგორი ძვირფასი მეგობარია ჩემთვის",- წერს ჟორჟოლიანი.