პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო დამაჯერებლად დგას ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმის ნათელი გამოხატულებაა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო დამაჯერებლად დგას ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმის ნათელი გამოხატულებაა

ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­მა­ჯე­რებ­ლად დგას ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნა­თე­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა დიპ­ლო­მა­ტის დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ერ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით დიპ­ლო­მა­ტებს, პრო­ფე­სი­უ­ლი დღე მი­უ­ლო­ცა, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მათ თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის­თვის და კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა უსურ­ვა.

"უკვე ათ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი აღ­ვნიშ­ნავთ ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­სას­წა­ულს. ეს არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, ერ­თად შე­ვიკ­რი­ბოთ და კი­დევ ერთხელ სრუ­ლად გა­ვი­აზ­როთ დიპ­ლო­მა­ტის პრო­ფე­სი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა გა­სუ­ლი წელი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც დიპ­ლო­მა­ტის დღე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის რან­გში აღ­ნიშ­ნა და პი­რა­დად დარ­წმუნ­და, რამ­დე­ნად დიდი როლი აკის­რია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მისი იმი­ჯის შექ­მნა­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­კავ­ში­რე­ე­ბის, პარტნი­ო­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის თქმით, მო­კავ­ში­რე­ე­ბის, მე­გობ­რე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის თა­ნად­გო­მა სა­ქარ­თვე­ლომ კი­დევ ერთხელ 8 და 30 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დრო­სიგ­რძნო.

"ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის მიერ არ­ჩევ­ნე­ბის მსვლე­ლო­ბის ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა და მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის დას­კვნე­ბი ცხად­ყოფს, რომ ქვე­ყა­ნამ გა­დად­გა კი­დევ ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი დე­მოკ­რა­ტი­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ის­კენ. ჩვენ ყვე­ლას გვჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის შემ­დგო­მი წარ­მა­ტე­ბე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა.დღეს, რო­გორც არას­დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­აზ­რე­ბუ­ლი, მოქ­ნი­ლი და სწრა­ფად ცვა­ლე­ბად სა­ერ­თა­შო­რი­სო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა. ჩვენ ყვე­ლა ვაც­ნო­ბი­ე­რებთ,რამ­დე­ნად დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას დღეს სა­ქარ­თვე­ლო და რამ­ხე­ლა­რის­კებს შე­ი­ცავს მცი­რე სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ცვლი­ლე­ბა.ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს მშვი­დო­ბი­ა­ნი ვი­თა­რე­ბაა და ქვე­ყა­ნა და­მა­ჯე­რებ­ლად ად­გას ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის­კენ მი­მა­ვალ გზას, არის ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მის ნა­თე­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. მინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლოთ, დიდი მად­ლო­ბა მო­გახ­სე­ნოთ ამის­თვის და მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გი­სურ­ვოთ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში დიპ­ლო­მა­ტის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბას, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო დამაჯერებლად დგას ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმის ნათელი გამოხატულებაა

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო დამაჯერებლად დგას ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმის ნათელი გამოხატულებაა

ის, რომ საქართველო დამაჯერებლად დგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმის ნათელი გამოხატულებაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა, საქართველოს მთავრობის სახელით დიპლომატებს, პროფესიული დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის და კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა უსურვა.

"უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ქართველი დიპლომატები აღვნიშნავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულს. ეს არის შესანიშნავი საშუალება, ერთად შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ სრულად გავიაზროთ დიპლომატის პროფესიის მნიშვნელობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა გასული წელი გაიხსენა, როდესაც დიპლომატის დღე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში აღნიშნა და პირადად დარწმუნდა, რამდენად დიდი როლი აკისრია საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, მისი იმიჯის შექმნაში და საერთაშორისო მოკავშირეების, პარტნიორებისა და მეგობრების მოძიებაში.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოკავშირეების, მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების თანადგომა საქართველომ კიდევ ერთხელ 8 და 30 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების დროსიგრძნო.

"ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ არჩევნების მსვლელობის ობიექტური შეფასება და მრავალრიცხოვანი საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები ცხადყოფს, რომ ქვეყანამ გადადგა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ საქართველოს გაუმჯობესებული დემოკრატიული სტანდარტები საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის შემდგომი წარმატებების მომტანი იქნება.დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო მდგომარეობაზე მორგებული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ,რამდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო და რამხელარისკებს შეიცავს მცირე სახელმწიფოსათვის მსოფლიო პოლიტიკაში ნებისმიერი სახის ცვლილება.ის, რომ საქართველოში დღეს მშვიდობიანი ვითარებაა და ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, არის ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულება. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელოთ, დიდი მადლობა მოგახსენოთ ამისთვის და მომავალში კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა გისურვოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

თბილისის საკრებულოში დიპლომატის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."