Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სურს რუსეთს აფხაზეთში? - უკრაინელმა ჰაკერებმა ორი ათასამდე სკანდალური წერილი გამოაქვეყნეს
რა სურს რუსეთს აფხაზეთში? - უკრაინელმა ჰაკერებმა ორი ათასამდე სკანდალური წერილი გამოაქვეყნეს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ხუმ­სა და მოს­კოვს შო­რის ხელ­მო­წე­რი­ლი სამ­ხედ­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის მიერ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და სო­ხუ­მის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნას გუ­ლის­ხმობს. სა­ქარ­თვე­ლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დაგ­მო.

"მთე­ლი ეს პრო­ცე­სი ცხად­ყოფს, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის მცო­ცა­ვი ანექ­სი­ის პო­ლი­ტი­კას, რაც სრუ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დად­გე­ნილ სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რიგს და ძირს უთხრის გა­ე­რო-ს ქარ­ტი­ი­სა და ჰელ­სინ­კის დას­კვნი­თი აქ­ტის ისეთ ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს, რო­გო­რი­ცაა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ურ­ღვე­ო­ბა და სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუ­სეთ­მა და სე­პა­რა­ტის­ტულ­მა აფხა­ზეთ­მა ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­ა­ფორ­მეს - "მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის" შე­სა­ხებ იმ ჩარ­ჩო შე­თან­ხმე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, რო­მე­ლიც 2014 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­დო და სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს, სა­ერ­თო თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სივ­რცის შე­საქ­მნე­ლად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას "აგ­რე­სი­ის მო­გე­რი­ე­ბის" მიზ­ნით. ამ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში აფხა­ზეთ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბაზა შევა და მას გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სარ­დლო­ბა ეყო­ლე­ბა.

რუ­სე­თის სა­თათ­ბი­რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა 2 ნო­ემ­ბერს 410 ხმით მო­ახ­დი­ნა მა­შინ, როცა სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი აფხა­ზე­თის პარ­ლა­მენ­ტში მსგავ­სი პრო­ცე­დუ­რა 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში, ხელ­მო­წე­რი­დან ერთ თვე­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

მა­შინ, ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გარ­შე­მო აფხა­ზეთ­ში დიდი მღე­ელ­ვა­რე­ბა და­ი­წყო, - სო­ხუმ­ში აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბო­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, აფხა­ზე­თის ლი­დე­რის რაულ ხა­ჯიმ­ბას გა­დად­გო­მას ითხოვ­დნენ, თუმ­ცა, შემ­დეგ, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ "სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ რუ­სეთ­თან ყვე­ლა სა­კი­თხი გავ­ლი­ლი და მოგ­ვა­რე­ბუ­ლია". მას შემ­დეგ, საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი შე­წყდა, მაგ­რამ და­ძა­ბუ­ლო­ბა არ გამ­ქრა­ლა, ეჭ­ვე­ბი დარ­ჩა, რომ რუ­სეთ­სა და მათ ლი­დე­რებს შო­რის გარ­კვე­უ­ლი გა­რი­გე­ბა შედ­გა...

ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს, ჰა­კე­რებ­მა, უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯგუ­ფი­დან "კი­ბერ­ხუნ­ტა" ორი ათა­სამ­დე წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. ყვე­ლა მათ­გა­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვის მი­სა­ღე­ბი აპა­რა­ტის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის გა­ტეხ­ვით შე­დე­გად მო­ი­პო­ვეს. წე­რი­ლებ­ში წე­რია, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და რუ­სე­თი ყი­რი­მის უკ­რა­ი­ნი­სა­გან მო­წყვე­ტას ბევ­რად უფრო ადრე, ვიდ­რე მა­ი­და­ნის მოვ­ლე­ნე­ბი და­ი­წყე­ბო­და. მი­მო­წე­რა ასე­ვე, ეხე­ბო­და აფხა­ზე­თის რე­გი­ონს. კონ­კრე­ტუ­ლად, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვი და მისი კან­ცე­ლა­რია ღიად ერე­ოდ­ნენ აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის შიდა საქ­მე­ებ­ში.

რა­დიო "ეხო კავ­კა­ზას" რე­დაქ­ტო­რი დე­მის პო­ლან­დო­ვი, დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნო უკ­რა­ი­ნე­ლი ჰა­კე­რე­ბის მიერ ინ­ტერ­ნე­ტით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლე­ბის ში­ნა­არსს და ეჭვი არ ეპა­რე­ბა მათ ავ­თენ­ტუ­რო­ბა­ში.

"და­ახ­ლო­ე­ბით, 2400 წე­რილ­ზეა სა­უ­ბა­რი, რომ­ლე­ბიც თვალ­ნათ­ლივ აჩ­ვე­ნე­ბენ, თუ რო­გორ მუ­შა­ობს რუ­სე­თი აფხაზ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან და თუ ზე­მოქ­მე­დე­ბის რა მე­თო­დე­ბი მო­ე­პო­ვე­ბათ მათ­ზე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეს ვლა­დის­ლავ სურ­კოვ­სა და მის თა­ნა­შემ­წე­ებს. ეს ის თე­მაა, რა­საც ასე სა­ჯა­როდ, რა თქმა უნდა, აფხა­ზეთ­ში არა­ვინ გა­ნი­ხი­ლავს. უფრო სწო­რად, არ არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის არა­ნა­ი­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­კე­თე­ბუ­ლა პრე­ზი­დენ­ტის ან რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის მხრი­დან. თუმ­ცა, ყვე­ლა­ნი შო­კი­რე­ბუ­ლი არი­ან, რად­გან პო­ლი­ტი­კა­ში ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, რაც სა­ჯა­როდ არა­სო­დეს გა­მო­დის", აცხა­დებს დე­მის პო­ლან­დო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, დო­კუ­მენ­ტე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ, გა­სა­გე­ბია, რა სურს რუ­სეთს.

"მას არა მხო­ლოდ სურს, არა­მედ, ამ ყვე­ლა­ფერს აფხა­ზეთ­ში პუნ­ქტობ­რი­ვად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ახორ­ცი­ე­ლებს. მე­ტიც, სურ­კო­ვის კან­ცე­ლა­რი­ის მი­მო­წე­რი­დან ირ­კვე­ვა, რომ აფხა­ზე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბი 2014 წელს წარ­მოდ­გე­ნილ პუნ­ქტებს და­ე­თან­ხმნენ, არა მხო­ლოდ რაულ ხა­ჯიმ­ბა, არა­მედ ას­ლან ბჟა­ნი­აც".

წე­რი­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ აფხა­ზი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, და­ე­თან­ხმნენ, რომ გა­და­წყდეს სა­ზღვრის სა­კი­თხი. შე­თან­ხმე­ბა ასე­ვე, ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ზღვრის და­ხურ­ვას მდი­ნა­რე ენ­გურ­ზე და მის გახ­სნას მდი­ნა­რე ფსო­უ­ზე. ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვი მკა­ფი­ოდ სა­უბ­რობს რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ა­ზე, - კონ­კრე­ტუ­ლად, რუ­სეთს სურს, მისი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მხო­ლოდ მდი­ნა­რე ენ­გურ­ზე კი არა, სა­ზღვაო პორ­ტებ­სა და აე­როდ­რო­მებ­ზეც იყ­ვნენ. ერთი სი­ტყვით, რუ­სეთს სურს მთლი­ა­ნად აკონ­ტრო­ლებ­დეს აფხა­ზე­თის "სა­ზღვრებს".

ბოლო დროს, აფხა­ზეთ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სა­უბ­რობს იმ საფრ­თხე­ებ­ზე, რო­მე­ლიც მათ "ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას" ექ­მნე­ბა, თუმ­ცა, ძა­ლი­ან ცოტა, თა­ნაც ირი­ბად სა­უბ­რობს, იმ კონ­კრე­ტულ მი­ზე­ზებ­ზე, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ის აფხა­ზე­ბი, ვინც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს ქმნი­ან, ამ­ბო­ბენ, რომ პრობ­ლე­მე­ბის ძი­რი­თა­და­დი მი­ზე­ზი, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უუ­ნა­რო­ბაა. 'რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ავი­ღოთ შვე­ი­ცა­რი­ის მო­დე­ლი? რა უშ­ლის ხელს აფხა­ზეთს?.. მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ გვაქვს ბუ­ნე­ბის მიერ ნა­ბო­ძე­ბი სა­მო­თხე, მას სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის ად­გი­ლად ვაქ­ცევთ", - წე­რენ ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის გა­მოკ­ვე­თილ ინ­ტე­რე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხან­და­ხან აქ­ტი­უ­რობს პარ­ტია "ედი­ნა­ია აბხა­ზია" და "აი­ნა­რი". მათი თქმით, ისი­ნი თვალ­ნათ­ლივ ხე­და­ვენ, რო­გორ ყი­დის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა აფხა­ზე­თის ინ­ტე­რე­სებს და მო­სახ­ლე­ო­ბას იმას ჰპირ­დე­ბი­ან, რისი შეს­რუ­ლე­ბაც არ შე­უძ­ლი­ათ...

აფხა­ზეთ­ში დაგ­რო­ვილ პრობ­ლე­მებ­ზე, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მსჯე­ლო­ბი­სას, აფხა­ზე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "ქვე­ყა­ნას სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი "მხო­ლოდ ლა­მა­ზი თვა­ლე­ბის გამო არ და­ეხ­მა­რე­ბა" და მათ თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ.

აფხა­ზურ წრე­ებ­ში საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი თენ­გიზ აგრბა სამ­ხედ­რო ხელ­შე­კურ­ლე­ბის რა­ტი­ფა­კა­ცი­ას ასე ეხ­მა­უ­რე­ბა: - "ზუს­ტად უნდა ვი­ცო­დეთ, რის­თვის გვაძ­ლე­ვენ თი­თო­ე­ულ თეთ­რს და რას ითხო­ვენ ამის­თვის ჩვენ­გან. სხვა ნე­ბის­მი­ე­რი სა­უბ­რე­ბი, არის სა­ბავ­შვო თემა. ყვე­ლა კაც­მა უნდა იცო­დეს თა­ვის ქვეყ­ნის ის­ტო­რია... მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ჩვე­ნი ის­ტო­რია არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა... სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა...", - წერს აგრბა.

მოჰ­ყვე­ბა თუ არა ამ ფაქტს "ვი­თა­რე­ბის აფეთ­ქე­ბა" აფხა­ზეთ­ში, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, თუმ­ცა, არც იმის იაყრო­ფა შე­იძ­ლე­ბა, რომ ბოლო დროს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის მი­მართ ბევ­რი კი­თხვა, ეჭვი და უკ­მა­ყო­ფი­ლო მო­საზ­რე­ბე­ბი დაგ­როვ­და.

ლალი პა­პას­კი­რი

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი", სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით

რა სურს რუსეთს აფხაზეთში? - უკრაინელმა ჰაკერებმა ორი ათასამდე სკანდალური წერილი გამოაქვეყნეს

რა სურს რუსეთს აფხაზეთში? - უკრაინელმა ჰაკერებმა ორი ათასამდე სკანდალური წერილი გამოაქვეყნეს

რამდენიმე დღის წინ სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი სამხედრო ხელშეკრულების რატიფიკაცია განხორციელდა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას გულისხმობს. საქართველომ აღნიშნული ხელშეკრულება დაგმო.

"მთელი ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დადგენილ საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა ეს ხელშეკრულება 2015 წლის ნოემბერში გააფორმეს - "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ იმ ჩარჩო შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით, რომელიც 2014 წლის ნოემბერში დაიდო და სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს, საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის შესაქმნელად, გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების ჩამოყალიბებას "აგრესიის მოგერიების" მიზნით. ამ დაჯგუფებაში აფხაზეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა შევა და მას გაერთიანებული სარდლობა ეყოლება.

რუსეთის სათათბირომ ხელშეკრულების რატიფიცირება 2 ნოემბერს 410 ხმით მოახდინა მაშინ, როცა სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტში მსგავსი პროცედურა 2015 წლის დეკემბერში, ხელმოწერიდან ერთ თვეში განხორციელდა.

მაშინ, ამ ხელშეკრულების გარშემო აფხაზეთში დიდი მღეელვარება დაიწყო, - სოხუმში აქციები იმართებოდა. ადგილობრივები, აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა, შემდეგ, ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ "სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან ყველა საკითხი გავლილი და მოგვარებულია". მას შემდეგ, საპროტესტო გამოსვლები შეწყდა, მაგრამ დაძაბულობა არ გამქრალა, ეჭვები დარჩა, რომ რუსეთსა და მათ ლიდერებს შორის გარკვეული გარიგება შედგა...

ოქტომბრის ბოლოს, ჰაკერებმა, უკრაინული ჯგუფიდან "კიბერხუნტა" ორი ათასამდე წერილი გამოაქვეყნეს. ყველა მათგანი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ვლადისლავ სურკოვის მისაღები აპარატის ელექტრონული ფოსტის გატეხვით შედეგად მოიპოვეს. წერილებში წერია, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი ყირიმის უკრაინისაგან მოწყვეტას ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მაიდანის მოვლენები დაიწყებოდა. მიმოწერა ასევე, ეხებოდა აფხაზეთის რეგიონს. კონკრეტულად, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და მისი კანცელარია ღიად ერეოდნენ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შიდა საქმეებში.

რადიო "ეხო კავკაზას" რედაქტორი დემის პოლანდოვი, დეტალურად გაეცნო უკრაინელი ჰაკერების მიერ ინტერნეტით გამოქვეყნებული წერილების შინაარსს და ეჭვი არ ეპარება მათ ავთენტურობაში.

"დაახლოებით, 2400 წერილზეა საუბარი, რომლებიც თვალნათლივ აჩვენებენ, თუ როგორ მუშაობს რუსეთი აფხაზ პოლიტიკოსებთან და თუ ზემოქმედების რა მეთოდები მოეპოვებათ მათზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვსა და მის თანაშემწეებს. ეს ის თემაა, რასაც ასე საჯაროდ, რა თქმა უნდა, აფხაზეთში არავინ განიხილავს. უფრო სწორად, არ არსებობს პოლიტიკოსების არანაირი განცხადებები, არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა პრეზიდენტის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის მხრიდან. თუმცა, ყველანი შოკირებული არიან, რადგან პოლიტიკაში ყოველთვის არსებობს გარკვეული საკითხები, რაც საჯაროდ არასოდეს გამოდის", აცხადებს დემის პოლანდოვი, რომლის თქმითაც, დოკუმენტების ნახვის შემდეგ, გასაგებია, რა სურს რუსეთს.

"მას არა მხოლოდ სურს, არამედ, ამ ყველაფერს აფხაზეთში პუნქტობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. მეტიც, სურკოვის კანცელარიის მიმოწერიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატები 2014 წელს წარმოდგენილ პუნქტებს დაეთანხმნენ, არა მხოლოდ რაულ ხაჯიმბა, არამედ ასლან ბჟანიაც".

წერილებიდან ირკვევა, რომ აფხაზი მაღალჩინოსნები, დაეთანხმნენ, რომ გადაწყდეს საზღვრის საკითხი. შეთანხმება ასევე, ითვალისწინებს საზღვრის დახურვას მდინარე ენგურზე და მის გახსნას მდინარე ფსოუზე. ვლადისლავ სურკოვი მკაფიოდ საუბრობს რუსეთის პოზიციაზე, - კონკრეტულად, რუსეთს სურს, მისი სპეცსამსახურები, საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები, მხოლოდ მდინარე ენგურზე კი არა, საზღვაო პორტებსა და აეროდრომებზეც იყვნენ. ერთი სიტყვით, რუსეთს სურს მთლიანად აკონტროლებდეს აფხაზეთის "საზღვრებს".

ბოლო დროს, აფხაზეთში ძალიან ბევრი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელიც მათ "ქვეყნის დამოუკიდებლობას" ექმნება, თუმცა, ძალიან ცოტა, თანაც ირიბად საუბრობს, იმ კონკრეტულ მიზეზებზე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს. ის აფხაზები, ვინც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, ამბობენ, რომ პრობლემების ძირითადადი მიზეზი, ხელმძღვანელობის უუნარობაა. 'რატომ არ შეიძლება ავიღოთ შვეიცარიის მოდელი? რა უშლის ხელს აფხაზეთს?.. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ბუნების მიერ ნაბოძები სამოთხე, მას სამხედრო ბაზების ადგილად ვაქცევთ", - წერენ ისინი სოციალურ ქსელში.

აფხაზეთში რუსეთის გამოკვეთილ ინტერესებთან დაკავშირებით, ხანდახან აქტიურობს პარტია "ედინაია აბხაზია" და "აინარი". მათი თქმით, ისინი თვალნათლივ ხედავენ, როგორ ყიდის ყველა პოლიტიკური ძალა აფხაზეთის ინტერესებს და მოსახლეობას იმას ჰპირდებიან, რისი შესრულებაც არ შეუძლიათ...

აფხაზეთში დაგროვილ პრობლემებზე, სოციალურ ქსელებში მსჯელობისას, აფხაზები ამბობენ, რომ "ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორი "მხოლოდ ლამაზი თვალების გამო არ დაეხმარება" და მათ თავიანთი ინტერესები აქვთ.

აფხაზურ წრეებში საკმაოდ ცნობილი თენგიზ აგრბა სამხედრო ხელშეკურლების რატიფაკაციას ასე ეხმაურება: - "ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რისთვის გვაძლევენ თითოეულ თეთრს და რას ითხოვენ ამისთვის ჩვენგან. სხვა ნებისმიერი საუბრები, არის საბავშვო თემა. ყველა კაცმა უნდა იცოდეს თავის ქვეყნის ისტორია... მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლა... სახელმწიფოსთვის ყველაზე ძვირფასია თავისუფლება და დამოუკიდებლობა...", - წერს აგრბა. 

მოჰყვება თუ არა ამ ფაქტს "ვითარების აფეთქება" აფხაზეთში, ძნელი სათქმელია, თუმცა, არც იმის იაყროფა შეიძლება, რომ ბოლო დროს სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ბევრი კითხვა, ეჭვი და უკმაყოფილო მოსაზრებები დაგროვდა.

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი", სტატია მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?