მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაკვეთილები "დამოუკიდებელი მედიის" გენერალური პროკურორისთვის
გაკვეთილები "დამოუკიდებელი მედიის" გენერალური პროკურორისთვის

ბოღ­მა ადა­მი­ანს ბევრ სი­სუ­ლე­ლეს და სიც­რუ­ეს ალა­პა­რა­კებს. ეს "სენი" ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ყა­როს და თურ­მე არც მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რე­ბად გარ­დაქ­მნილ მთა­ვარ პრო­კუ­რო­რებს ინ­დობს.

აი, რა თქვა "რუს­თა­ვი 2"-ის მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა... უკაც­რა­ვად, გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ "ტვ პირ­ველ­ზე", ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა­ში. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და გვა­რა­მია სა­უბ­რობ­დნენ "რუს­თა­ვი 2"-ში აშშ-ს ელ­ჩის იან კე­ლის რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნან­დელ ვი­ზიტ­ზე. გვა­რა­მი­ამ სულ უპ­რე­ცე­დენ­ტო ეძა­ხა ამ ფაქტს – აქამ­დე სად გი­ნა­ხავთ, რომ ამე­რი­კის ელჩი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას სტუმ­რობ­დე­სო. გრი­გო­ლი­ას შე­ახ­სე­ნეს, რომ აშშ-ს მოქ­მე­დი და წინა ელ­ჩე­ბი (იან კელი, ჯონ ბასი...) იყ­ვნენ სტუმ­რად "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში"… ...

ამ დროს გვა­რა­მი­ამ ნირი არ შე­იც­ვა­ლა და: "მე არ მახ­სოვს ასე­თი შემ­თხვე­ვა, "მე­დია პა­ლიტ­რა­ში" ვინ მი­ვი­და და რა­ტომ მი­ვი­და, "მე­დია პა­ლიტ­რას" მე სა­ერ­თოდ არ აღ­ვიქ­ვამ სე­რი­ო­ზულ მო­თა­მა­შედ მე­დია ბა­ზარ­ზე, მო­მი­ტე­ვონ კო­ლე­გებ­მა (ასე თქვა, კო­ლე­გებ­მაო..), ის არის მცი­რე, პა­ტა­რა ტე­ლე­ვი­ზია და იქ ვინ რა­ტომ მი­ვი­და, ეს არც თქვენ გახ­სოვთ და არც მე და ეს ხაზს უს­ვამს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" მას­შტა­ბებ­საც და მას­ში ამე­რი­კის ელ­ჩის სტუმ­რო­ბის მას­შტა­ბებ­საც..."- ო(!)

პირ­ველ რიგ­ში, "მო­მი­ტე­ვონ კო­ლე­გებ­ში" თუ ჩვენ გვგუ­ლის­ხმობ­და, მი­სა­მარ­თი შეშ­ლია გვა­რა­მი­ას. თა­ვი­სი კო­ლე­გე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უნდა ეძე­ბოს და იმე­დია, ისი­ნი მი­უ­ტე­ვე­ბენ.

ჩვენ კი, ამ­ჯე­რად დავ­ხარ­ჯავთ ძვირ­ფას დროს და მე­დი­ა­ბაზ­რის პა­ტა­რა გაკ­ვე­თილს ჩა­ვუ­ტა­რებთ დღე­ვან­დელ "მე­დი­აპ­რო­კუ­რორ" ნი­კას.

გაკ­ვე­თი­ლი პირ­ვე­ლი - გვა­რა­მი­ამ "რუს­თა­ვი 2"-შივე რომ გა­ი­კი­თხოს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ და­უ­მა­ლა­ვენ და ეტყვი­ან, რომ უკვე 21 წელი შე­უს­რულ­და ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან და მა­ღალ­ტი­რა­ჟი­ან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას". გვა­რა­მია თუ თა­ვის "კუ­რი­ერს" მა­ინც უყუ­რებს, ნა­ხავს, რომ არც თუ იშ­ვი­ა­თად, "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებ­ში ცი­ტა­ტებს კი­თხუ­ლო­ბენ სწო­რედ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი­დან.

სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც აშშ-ს ელჩი იან კელი "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" სტუმ­რობ­და, მან "კვი­რის პა­ლიტ­რას" მის­ცა ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ და "კუ­რი­ერ­მა" მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან ამო­ნა­რი­დებს საკ­მა­ოდ ვრცე­ლი დრო და­უთ­მო. იმე­დია, "მე­დი­აპ­რო­კუ­რო­რის­თვის" იმის ახ­სნა მა­ინც არ დაგ­ვჭირ­დე­ბა, თუ რა არის "კუ­რი­ე­რი".

გაკ­ვე­თი­ლი მე­ო­რე ნი­კას­თვის – ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სწო­რედ "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" შე­მად­გენ­ლო­ბა­შია. გა­სა­გე­ბად რომ ავ­ხსნათ გვა­რა­მი­ას­თვის – აი, ის სა­ა­გენ­ტო, ყვე­ლა რომ ელო­დე­ბა, თუ იქ გან­თავ­სდა ინ­ფორ­მა­ცია, ე.ი. ნამ­დვი­ლად ხდე­ბა ესა თუ ის მოვ­ლე­ნაო. ამას გვა­რა­მი­ას კო­ლე­გა-პრო­კუ­რო­რე­ბიც კი და­უ­დას­ტუ­რე­ბენ.

გვა­რა­მია "ფე­ის­ბუ­ქის" აქ­ტი­უ­რი მოხ­მა­რე­ბე­ლია და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პოს­ტე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა – პო­ლი­ტი­კით და­წყე­ბუ­ლი და რო­მე­ლი­მე სპექ­ტაკ­ლის გარ­ჩე­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ჰოდა, აი მე­სა­მე გაკ­ვე­თი­ლიც – ნიკა, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ფე­ის­ბუ­ქი" ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის კუ­თხით მე­ო­რე ად­გილ­ზეა, პირ­ველ­ზე კი "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი "AMBEBI.GE". IRI ხომ იცი? სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის 2016 წლის კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ყვე­ლა­ზე ხში­რად სწო­რედ "AMBEBI.GE"-ს სტუმ­რო­ბენ, მე­ო­რე ად­გილ­ზე კი "ფე­ის­ბუ­ქია".

"პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე ცალ-ცალ­კე რომ შევ­ჩერ­დეთ, მკი­თხველ­საც დავღ­ლით და "მე­დი­აპ­რო­კუ­რორ­საც" დავ­ზაფ­რავთ. ამი­ტომ მო­დით, ციფ­რე­ბით ვი­სა­უბ­როთ. "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არის 20-მდე ონ­ლა­ინ­მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, ტე­ლე­ვი­ზია, რა­დიო, გა­ზე­თე­ბი და ჟურ­ნა­ლე­ბი და ყვე­ლა­ნი თა­ვი­ანთ სეგ­მენ­ტში არი­ან ლი­დე­რე­ბი.

"პა­ლიტ­რა მე­დი­ის" მხო­ლოდ ონ­ლა­ინ­მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს დღე­ში ჰყავთ 700 ათას­ზე მეტი უნი­კა­ლუ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი. "მე­დი­აპ­რო­კუ­რორს" პრაქ­ტი­კულ გაკ­ვე­თილ­საც ვთა­ვა­ზობთ – მო­ი­მარ­ჯვოს კალ­კუ­ლა­ტო­რი და გა­მოთ­ვა­ლოს, დღე­ში 700 ათას­ზე მეტი რამ­დე­ნია კვი­რა­ში, თვე­ში და წელ­ში და შემ­დეგ, თუ ნუ­ლე­ბი კალ­კუ­ლა­ტო­რის ეკ­რან­ზე და­ე­ტია, და­აკ­ვირ­დეს მო­ნა­ცე­მებს და სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტოდ დარ­ჩე­ნილ­მა, ნელა გა­ი­მე­ო­როს პირ­და­პირ ეთერ­ში ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი: "მე­დია პა­ლიტ­რას" მე სა­ერ­თოდ ვერ აღ­ვიქ­ვამ სე­რი­ო­ზულ მო­თა­მა­შედ მე­დია ბა­ზარ­ზე ... ის არის მცი­რე, პა­ტა­რა ტე­ლე­ვი­ზია".

და თუ სა­კუ­თა­რი თა­ვის არ შერ­ცხვე­ბა, მა­შინ მას უკვე მე­დი­ა­გაკ­ვე­თი­ლე­ბი კი არა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინ­გი სჭირ­დე­ბა. თუ "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ახა­ლი მე­დი­აპ­რო­დუქ­ტის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" (ის მხო­ლოდ ერთი წლი­საა) წარ­მა­ტე­ბე­ბი ისე აღელ­ვებს გვა­რა­მი­ას, რომ აბ­სურ­დს ალა­პა­რა­კებს, მა­შინ მი­ვას­წავ­ლით ასე­ვე "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" საიტ "MKURNALI.GE"-ს, სა­დაც შე­უძ­ლია დას­ვას კი­თხვე­ბი, თუ რო­გორ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ბოღ­მის­გან. 20 ათას­ზე მეტი მომ­ხმა­რებ­ლი­დან ვინ­მე აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა მის თხოვ­ნას.

ზო­გა­დად, გვა­რა­მი­ას ინ­ტერ­ვი­უს მცი­რე მო­ნაკ­ვე­თი ციფ­რებ­ში რომ გა­და­ვიყ­ვა­ნოთ, ვნა­ხავთ, რომ "მე­დი­აპ­რო­კუ­რორ­მა" და­ახ­ლო­ე­ბით 2 წუთ­ში თქვა 3-4 ორ­ლუ­ლი­ა­ნი ტყუ­ი­ლი, 1 დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ელჩს (როცა მისი ჩვენს ჰოლ­დინ­გში ვი­ზი­ტის მას­შტა­ბებ­ში ეჭვი შე­ი­ტა­ნა) და კი­დევ 1 დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფა ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, როცა თქვა, რომ თურ­მე მხო­ლოდ "რუს­თა­ვი 2"-ია ის მე­დია, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ჩვენ სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ნაც­ვლად ვერ ვი­სა­უბ­რებთ, ისი­ნი თა­ვი­ანთ სათ­ქმელს ალ­ბათ, თა­ვად იტყვი­ან (თუმ­ცა, მიკ­ვირს, რა­ტომ უპა­სუ­ხა გვა­რა­მი­ას ამ გა­მოხ­დო­მას დუ­მი­ლით ინგა გრი­გო­ლი­ამ). ხოლო თუ "მე­დი­აპ­რო­კუ­რორს" სურს, გა­ი­გოს, რას ნიშ­ნავს მე­დი­ის რე­ა­ლუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ამის გაკ­ვე­თილ­საც ჩა­ვუ­ტა­რებთ "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" 21-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

აშშ-ს ელჩმა იან კე­ლიმ "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" სტუმ­რო­ბი­სას მე­დი­ა­სახლს "თა­ვი­სუ­ფა­ლი პრე­სის ბას­ტი­ო­ნი" უწო­და. მა­ნამ­დე კი, ჯონ ბას­მა ჩვენ­თან ვი­ზი­ტი­სას იმა­ზე ისა­უბ­რა, თუ რა როლს თა­მა­შობს თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია სა­ქარ­თვე­ლოს მსგავს ქვეყ­ნებ­ში. ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი ჰა­ერ­ზე ასეთ სი­ტყვებს არ ის­ვრი­ან, გან­სხვა­ვე­ბით "მე­დი­აპ­რო­კუ­რო­რის­გან", რო­მელ­საც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში ელ­ჩე­ბის ვი­ზი­ტე­ბი უკ­ვირს (ცნო­ბის­თვის, "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის დიპ­ლო­მა­ტე­ბის სტუმ­რო­ბა ლა­მის ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის თან­მდევ პრო­ცე­სად იქცა). იხი­ლეთ ვი­დეო: სიბ­რიყ­ვე სიც­რუ­ი­სა ანუ პა­სუ­ხი ნიკა გვა­რა­მი­ას

ისე, წე­სით, გვა­რა­მი­ას ალ­ბათ, ის უნდა აღელ­ვებ­დეს, რომ იგი­ვე ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი "რუს­თა­ვი 2"-ზე სა­უბ­რი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით ფრთხი­ლად არ­ჩე­ვენ ტერ­მი­ნებს, ერი­დე­ბი­ან ისეთ გა­მოთ­ქმებს, რო­გო­რი­ცაა "თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია", "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია" და აქ­ცენტს მე­დი­აპ­ლუ­რა­ლიზ­მზე აკე­თე­ბენ(!).

იმი­ტომ ხომ არა, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი შე­ღა­ვა­თი არ არის, მოქ­მედ მთავ­რო­ბა­ზე იქ­ნე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი თუ ყო­ფილ­ზე, ინ­სტრუქ­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მი­ი­ღებ თუ ოდე­სის მოქ­მე­დი გუ­ბერ­ნა­ტო­რის­გან...

იხი­ლეთ ვი­დეო: სიბ­რიყ­ვე სიც­რუ­ი­სა ანუ პა­სუ­ხი ნიკა გვა­რა­მი­ას

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გაკვეთილები "დამოუკიდებელი მედიის" გენერალური პროკურორისთვის

გაკვეთილები "დამოუკიდებელი მედიის" გენერალური პროკურორისთვის

ბოღმა ადამიანს ბევრ სისულელეს და სიცრუეს ალაპარაკებს. ეს "სენი" ყველას შეიძლება შეეყაროს და თურმე არც მედიამენეჯერებად გარდაქმნილ მთავარ პროკურორებს ინდობს.

აი, რა თქვა "რუსთავი 2"-ის მთავარმა პროკურორმა... უკაცრავად, გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველზე", ინგა გრიგოლიას გადაცემაში. ტელეწამყვანი და გვარამია საუბრობდნენ "რუსთავი 2"-ში აშშ-ს ელჩის იან კელის რამდენიმე დღის წინანდელ ვიზიტზე. გვარამიამ სულ უპრეცედენტო ეძახა ამ ფაქტს – აქამდე სად გინახავთ, რომ ამერიკის ელჩი მედიასაშუალებას სტუმრობდესო. გრიგოლიას შეახსენეს, რომ აშშ-ს მოქმედი და წინა ელჩები (იან კელი, ჯონ ბასი...) იყვნენ სტუმრად "პალიტრა მედიაში"… ...

ამ დროს გვარამიამ ნირი არ შეიცვალა და: "მე არ მახსოვს ასეთი შემთხვევა, "მედია პალიტრაში" ვინ მივიდა და რატომ მივიდა, "მედია პალიტრას" მე საერთოდ არ აღვიქვამ სერიოზულ მოთამაშედ მედია ბაზარზე, მომიტევონ კოლეგებმა (ასე თქვა, კოლეგებმაო..), ის არის მცირე, პატარა ტელევიზია და იქ ვინ რატომ მივიდა, ეს არც თქვენ გახსოვთ და არც მე და ეს ხაზს უსვამს "პალიტრა მედიის" მასშტაბებსაც და მასში ამერიკის ელჩის სტუმრობის მასშტაბებსაც..."- ო(!)

პირველ რიგში, "მომიტევონ კოლეგებში" თუ ჩვენ გვგულისხმობდა, მისამართი შეშლია გვარამიას. თავისი კოლეგები პროკურატურაში უნდა ეძებოს და იმედია, ისინი მიუტევებენ.

ჩვენ კი, ამჯერად დავხარჯავთ ძვირფას დროს და მედიაბაზრის პატარა გაკვეთილს ჩავუტარებთ დღევანდელ "მედიაპროკურორ" ნიკას.

გაკვეთილი პირველი - გვარამიამ "რუსთავი 2"-შივე რომ გაიკითხოს, დარწმუნებული ვარ, არ დაუმალავენ და ეტყვიან, რომ უკვე 21 წელი შეუსრულდა ყველაზე გავლენიან და მაღალტირაჟიან გაზეთ "კვირის პალიტრას". გვარამია თუ თავის "კურიერს" მაინც უყურებს, ნახავს, რომ არც თუ იშვიათად, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვებებში ციტატებს კითხულობენ სწორედ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიებიდან.

სხვათა შორის, როდესაც აშშ-ს ელჩი იან კელი "პალიტრა მედიას" სტუმრობდა, მან "კვირის პალიტრას" მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ და "კურიერმა" მთელი დღის განმავლობაში ამ ინტერვიუდან ამონარიდებს საკმაოდ ვრცელი დრო დაუთმო. იმედია, "მედიაპროკურორისთვის" იმის ახსნა მაინც არ დაგვჭირდება, თუ რა არის "კურიერი".

გაკვეთილი მეორე ნიკასთვის – ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" სწორედ "პალიტრა მედიის" შემადგენლობაშია. გასაგებად რომ ავხსნათ გვარამიასთვის – აი, ის სააგენტო, ყველა რომ ელოდება, თუ იქ განთავსდა ინფორმაცია, ე.ი. ნამდვილად ხდება ესა თუ ის მოვლენაო. ამას გვარამიას კოლეგა-პროკურორებიც კი დაუდასტურებენ.

გვარამია "ფეისბუქის" აქტიური მოხმარებელია და მრავალფეროვანი პოსტებითაც გამოირჩევა – პოლიტიკით დაწყებული და რომელიმე სპექტაკლის გარჩევით დამთავრებული. ჰოდა, აი მესამე გაკვეთილიც – ნიკა, საქართველოში "ფეისბუქი" ინტერნეტმომხმარებლების პოპულარობის კუთხით მეორე ადგილზეა, პირველზე კი "პალიტრა მედიის" საინფორმაციო პორტალი "AMBEBI.GE". IRI ხომ იცი? საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2016 წლის კვლევების მიხედვით,  ინტერნეტმომხმარებელი ინფორმაციის მისაღებად ყველაზე ხშირად სწორედ "AMBEBI.GE"-ს სტუმრობენ, მეორე ადგილზე კი "ფეისბუქია".

"პალიტრა მედიის" ყველა მედიასაშუალებაზე ცალ-ცალკე რომ შევჩერდეთ, მკითხველსაც დავღლით და "მედიაპროკურორსაც" დავზაფრავთ. ამიტომ მოდით, ციფრებით ვისაუბროთ. "პალიტრა მედიის" შემადგენლობაში არის 20-მდე ონლაინმედიასაშუალება, ტელევიზია, რადიო, გაზეთები და ჟურნალები და ყველანი თავიანთ სეგმენტში არიან ლიდერები.

"პალიტრა მედიის" მხოლოდ ონლაინმედიასაშუალებებს დღეში ჰყავთ 700 ათასზე მეტი უნიკალური მომხმარებელი. "მედიაპროკურორს" პრაქტიკულ გაკვეთილსაც ვთავაზობთ – მოიმარჯვოს კალკულატორი და გამოთვალოს, დღეში 700 ათასზე მეტი რამდენია კვირაში, თვეში და წელში და შემდეგ, თუ ნულები კალკულატორის ეკრანზე დაეტია, დააკვირდეს მონაცემებს და საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა, ნელა გაიმეოროს პირდაპირ ეთერში ნათქვამი სიტყვები: "მედია პალიტრას" მე საერთოდ ვერ აღვიქვამ სერიოზულ მოთამაშედ მედია ბაზარზე ... ის არის მცირე, პატარა ტელევიზია".

და თუ საკუთარი თავის არ შერცხვება, მაშინ მას უკვე მედიაგაკვეთილები კი არა, ფსიქოლოგიური ტრენინგი სჭირდება. თუ "პალიტრა მედიის" ახალი მედიაპროდუქტის, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" (ის მხოლოდ ერთი წლისაა) წარმატებები ისე აღელვებს გვარამიას, რომ აბსურდს ალაპარაკებს, მაშინ მივასწავლით ასევე "პალიტრა მედიის" საიტ "MKURNALI.GE"-ს, სადაც შეუძლია დასვას კითხვები, თუ როგორ გათავისუფლდეს ბოღმისგან. 20 ათასზე მეტი მომხმარებლიდან ვინმე აუცილებლად გამოეხმაურება მის თხოვნას.

ზოგადად, გვარამიას ინტერვიუს მცირე მონაკვეთი ციფრებში რომ გადავიყვანოთ, ვნახავთ, რომ "მედიაპროკურორმა" დაახლოებით 2 წუთში თქვა 3-4 ორლულიანი ტყუილი, 1 დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ელჩს (როცა მისი ჩვენს ჰოლდინგში ვიზიტის მასშტაბებში ეჭვი შეიტანა) და კიდევ 1 დიდი შეურაცხყოფა ყველა მედიასაშუალებას, როცა თქვა, რომ თურმე მხოლოდ "რუსთავი 2"-ია ის მედია, რომელიც მთავრობაზე არ არის დამოკიდებული.

ჩვენ სხვა მედიასაშუალებების ნაცვლად ვერ ვისაუბრებთ, ისინი თავიანთ სათქმელს ალბათ, თავად იტყვიან (თუმცა, მიკვირს, რატომ უპასუხა გვარამიას ამ გამოხდომას დუმილით ინგა გრიგოლიამ). ხოლო თუ "მედიაპროკურორს" სურს, გაიგოს, რას ნიშნავს მედიის რეალური დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ამის გაკვეთილსაც ჩავუტარებთ "პალიტრა მედიის" 21-წლიანი ისტორიიდან გამომდინარე.

აშშ-ს ელჩმა იან კელიმ "პალიტრა მედიაში" სტუმრობისას მედიასახლს "თავისუფალი პრესის ბასტიონი" უწოდა. მანამდე კი, ჯონ ბასმა ჩვენთან ვიზიტისას იმაზე ისაუბრა, თუ რა როლს თამაშობს თავისუფალი მედია საქართველოს მსგავს ქვეყნებში. ამერიკელი დიპლომატები ჰაერზე ასეთ სიტყვებს არ ისვრიან, განსხვავებით "მედიაპროკურორისგან", რომელსაც მედიასაშუალებაში ელჩების ვიზიტები უკვირს (ცნობისთვის, "პალიტრა მედიაში" სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატების სტუმრობა ლამის ყოველკვირეული მუშაობის თანმდევ პროცესად იქცა). იხილეთ ვიდეო: სიბრიყვე სიცრუისა ანუ პასუხი ნიკა გვარამიას

ისე, წესით, გვარამიას ალბათ, ის უნდა აღელვებდეს, რომ იგივე ამერიკელი დიპლომატები "რუსთავი 2"-ზე საუბრისას განსაკუთრებით ფრთხილად არჩევენ ტერმინებს, ერიდებიან ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა "თავისუფალი მედია", "დამოუკიდებელი მედია" და აქცენტს მედიაპლურალიზმზე აკეთებენ(!).

იმიტომ ხომ არა, რომ მაინცდამაინც დიდი შეღავათი არ არის, მოქმედ მთავრობაზე იქნები დამოკიდებული თუ ყოფილზე, ინსტრუქციებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან მიიღებ თუ ოდესის მოქმედი გუბერნატორისგან...

იხილეთ ვიდეო: სიბრიყვე სიცრუისა ანუ პასუხი ნიკა გვარამიას

გიორგი კვიტაშვილი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."