პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილი დაეღუპათ, მერე ეს გოგო აიყვანეს... საშინელ სექტაშია გაწევრიანებული" - რას ჰყვებიან სასტიკად მოკლული ქალის მეზობლები
"შვილი დაეღუპათ, მერე ეს გოგო აიყვანეს... საშინელ სექტაშია გაწევრიანებული" - რას ჰყვებიან სასტიკად მოკლული ქალის მეზობლები

თბი­ლის­ში მომ­ხდარ შემ­ზა­რავ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. მოკ­ლუ­ლი 76 წლის ქა­ლის მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლის გო­გო­ნა სექ­ტა­ში იყო გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი და ამის გამო დე­დას­თან მუდ­მი­ვად კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და. რო­გორც Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში მოკ­ლუ­ლის მე­ზობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, გო­გო­ნა, რო­მე­ლიც დე­დის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, აყ­ვა­ნი­ლია.

"სა­კუ­თა­რი შვი­ლი და­ე­ღუ­პათ, მერე აიყ­ვა­ნეს ეს გოგო. რა­ღაც სა­ში­ნელ სექ­ტა­შია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. ჩემი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან. მთე­ლი უბა­ნი შოკ­შია. ორი კვი­რაა, სად აღარ ეძებ­დნენ. ლექ­ტო­რი ქალი იყო. მე ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. ეს ბავ­შვი გა­და­პარ­სუ­ლი თა­ვით და­დი­ო­და, მთელს ტან­ზე ტა­ტუ­ე­ბი ეხა­ტა, რა­ღაც კოშ­მა­რი იყო. ამ სექ­ტა­ზე ბევ­რი იწე­რე­ბო­და, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არა­ვინ მი­აქ­ცია, სან­მა ბავ­შვე­ბი და ოჯა­ხე­ბი არ გა­უ­ბე­დურ­დნენ. ზა­ფხულ­ში ვი­ღაც ქალი წერ­და, ზუს­ტად ვი­ციო გლ­დან­ში იკ­რი­ბე­ბი­ა­ნო და რა­ღაც სა­ში­ნელ რი­ტუ­ა­ლებს ატა­რე­ბე­ნო",- ამ­ბობს გა­რაც­ვლი­ლის მე­ზო­ბე­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: რას ჰყვე­ბი­ან მე­ზობ­ლე­ბი 70 წლის ქა­ლის სა­ზა­რელ მკვლე­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლის შვილ­სა და მის შეყ­ვა­რე­ბულს ბრალ­დე­ბათ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მის­ნის­ტრომ 70 წლამ­დე ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 5 პირი და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბულ­თა­გან ერთი - 18 წლის გო­გო­ნა მოკ­ლუ­ლის შვი­ლია, მე­ო­რე - გო­გო­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი 3 პირი კი მათი მე­გობ­რე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­თა­გან სამ­მა პირ­მა 70 წლამ­დე ქალი ელექტრო­შო­კით გა­გუ­დეს, შემ­დეგ კი დანა ჩა­არ­ტყეს, მოკ­ლეს და და­ა­ნა­წევ­რეს, ამის მერე კი და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი გვა­მი გლ­დან­ში მდე­ბა­რე გა­უქ­მე­ბულ ნა­გავ­საყ­რელ­ზე ორი ჩან­თით გა­ი­ტა­ნეს, ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხეს და დაწ­ვეს.

და­კა­ვე­ბულ­თა­გან სამს და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა ბრალ­დე­ბა, 2 პირს კი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა.

წა­ი­კი­თხეთ: 70 წლის ქა­ლის რი­ტუ­ა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბის შემ­ზა­რა­ვი დე­ტა­ლე­ბი - ელექტრო­შო­კით გა­გუ­დეს, გვა­მი და­ნით და­ა­ნა­წევ­რეს და ნა­გავ­საყ­რელ­ზე დაწ­ვეს

"შვილი დაეღუპათ, მერე ეს გოგო აიყვანეს... საშინელ სექტაშია გაწევრიანებული" - რას ჰყვებიან სასტიკად მოკლული ქალის მეზობლები

"შვილი დაეღუპათ, მერე ეს გოგო აიყვანეს... საშინელ სექტაშია გაწევრიანებული" - რას ჰყვებიან სასტიკად მოკლული ქალის მეზობლები

თბილისში მომხდარ შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული 76 წლის ქალის მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის გოგონა სექტაში იყო გაწევრიანებული და ამის გამო დედასთან მუდმივად კონფლიქტი ჰქონდა. როგორც Ambebi.ge-სთან საუბარში მოკლულის მეზობლები ყვებიან, გოგონა, რომელიც დედის მკვლელობაშია ბრალდებული, აყვანილია.

"საკუთარი შვილი დაეღუპათ, მერე აიყვანეს ეს გოგო. რაღაც საშინელ სექტაშია გაწევრიანებული. ჩემი მეზობლები არიან. მთელი უბანი შოკშია. ორი კვირაა, სად აღარ ეძებდნენ. ლექტორი ქალი იყო. მე ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანი იყო. ეს ბავშვი გადაპარსული თავით დადიოდა, მთელს ტანზე ტატუები ეხატა, რაღაც კოშმარი იყო. ამ სექტაზე ბევრი იწერებოდა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია, სანმა ბავშვები და ოჯახები არ გაუბედურდნენ. ზაფხულში ვიღაც ქალი წერდა, ზუსტად ვიციო გლდანში იკრიბებიანო და რაღაც საშინელ რიტუალებს ატარებენო",- ამბობს გარაცვლილის მეზობელი.

იხილეთ ვიდეო: რას ჰყვებიან მეზობლები 70 წლის ქალის საზარელ მკვლელობაზე, რომელიც გარდაცვლილის შვილსა და მის შეყვარებულს ბრალდებათ

შინაგან საქმეთა სამისნისტრომ 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთი - 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე - გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი მათი მეგობრები.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ კი დანა ჩაარტყეს, მოკლეს და დაანაწევრეს, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

დაკავებულთაგან სამს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ბრალდება, 2 პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.

წაიკითხეთ: 70 წლის ქალის რიტუალური მკვლელობის შემზარავი დეტალები - ელექტროშოკით გაგუდეს, გვამი დანით დაანაწევრეს და ნაგავსაყრელზე დაწვეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ