შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. დაკავებულთაგან ერთი - 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე - გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი მათი მეგობრები.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ კი დანა ჩაარტყეს, მოკლეს და დაანაწევრეს, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.
დაკავებულთაგან სამს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ბრალდება, 2 პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.