Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ქონებას იპოთეკით დატვირთავთ
რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ქონებას იპოთეკით დატვირთავთ

სა­ქარ­თვე­ლო­ში იპო­თე­კით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რი­ცხვი საკ­მა­ოდ დი­დია. რა უნდა იცო­დეს ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც თა­ვის ბი­ნას და უძ­რავ ქო­ნე­ბას იპო­თე­კით ტვირ­თავს? - ეს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უაღ­რე­სად აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა. იმი­სათ­ვის, რომ არც მსეს­ხე­ბე­ლი და­ზა­რალ­დეს და არც გამ­სეს­ხე­ბე­ლი, უამ­რა­ვი ნი­უ­ან­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა სა­ჭი­რო. სწო­რედ ამ ნი­უ­ან­სებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი უტი­აშ­ვი­ლი:

- და­ვი­წყოთ ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვით: ვიდ­რე თა­ვის ქო­ნე­ბას იპო­თე­კით დატ­ვირ­თავ­დეს, მსეს­ხე­ბელ­მა წი­ნას­წარ უნდა გათ­ვა­ლოს, შეძ­ლებს თუ არა პრო­ცენ­ტის გა­დახ­დას. ისიც სა­გუ­ლის­ხმოა, რომ რო­დე­საც სესხს ფი­ზი­კუ­რი პი­რის­გან ანუ მე­ვახ­შის­გან იღებთ, პრო­ცენ­ტი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ზოგ­ჯერ ისე ხდე­ბა, რომ მსეს­ხე­ბე­ლი კრე­დი­ტორს პი­რა­დად, ხელ­ზე გა­დას­ცემს პრო­ცენტს, მერე ეს თან­ხა არ­სად ჩანს და მას უჭირს დამ­ტკი­ცე­ბა, რომ ეს ფული გა­დახ­დი­ლი აქვს. თან­ხის ხელ­ზე გა­და­ცე­მა დიდი შეც­დო­მაა, ყვე­ლა­ფე­რი წე­რი­ლო­ბით უნდა გა­ფორმ­დეს, უნდა არ­სე­ბობ­დეს სა­ბუ­თი, რომ მსეს­ხე­ბელ­მა იპო­თე­კარს პრო­ცენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თან­ხა გა­დას­ცა ამა და ამ თვის ამა და ამ რი­ცხვში. წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტის არ­სე­ბო­ბა ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად ხდე­ბა?

- ვერ გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან ხში­რად, მაგ­რამ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ყვე­ლა ად­ვო­კა­ტის პრაქ­ტი­კა­ში ყო­ფი­ლა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვარ. ზოგ­ჯერ მხა­რე­ე­ბი ზე­პი­რად თან­ხმდე­ბი­ან, მაგ­რამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში სულ სხვა პრო­ცენ­ტია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. რო­დე­საც თან­ხის გა­დახ­დის დრო დგე­ბა, მსეს­ხე­ბე­ლი ამას მხო­ლოდ მა­შინ იგებს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვადა და პრო­ცენ­ტი - ეს ის პუნ­ქტე­ბია, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით და ყუ­რა­დღე­ბით უნდა გა­ეც­ნოთ, სხვაგ­ვა­რად შე­იძ­ლე­ბა მო­ტყუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩეთ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არც კი­თხუ­ლო­ბენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ნო­ტა­რი­უ­ლად ფორმ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე გვერ­დია, ყვე­ლა დე­ტალს არ არ­კვე­ვენ და სი­ტყვი­ე­რი შე­თან­ხმე­ბით კმა­ყო­ფილ­დე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად: ჩემს ერთ-ერთ კლი­ენტს კერ­ძო პი­რის­გან 5 ათა­სი დო­ლა­რი ჰქონ­და ნა­სეს­ხე­ბი და 2300 დო­ლა­რი ხელ­ზე ჰქონ­და გა­დახ­დი­ლი, მაგ­რამ ამას ვე­რაფ­რით ამ­ტკი­ცებ­და, მე ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი, რომ წა­ი­კი­თხონ და ნა­ხონ პუნ­ქტე­ბი, რო­მე­ლიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­შია ჩა­დე­ბუ­ლი.

- თუ თან­ხის გამ­ცე­მი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი ან მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა?

- მსეს­ხე­ბე­ლი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­ეც­ნოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დე­ტა­ლებს. აქვე ვი­ტყო­დი, რომ კერ­ძო პი­რებს შო­რის გა­ფორ­მე­ბულ იპო­თე­კი­სა და სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ხში­რად კა­ბა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია ჩა­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ ჯო­ბია უპი­რა­ტე­სო­ბა კო­მერ­ცი­ულ ბანკთან ურ­თი­ერ­თო­ბას მი­ა­ნი­ჭოთ, რად­გან ბანკთან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უფრო ხან­გრძლი­ვია და პრო­ცენ­ტიც უფრო და­ბა­ლია. ბან­კმა შე­იძ­ლე­ბა თა­ვის კლი­ენტს სეს­ხის და­ფარ­ვის ვა­დაც გა­უგ­რძე­ლოს მა­შინ, რო­დე­საც კერ­ძო პი­რე­ბი ასე იშ­ვი­ა­თად იქ­ცე­ვი­ან. ისიც სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ კერ­ძო პირი სა­კო­მი­სი­ოს სა­ხი­თაც უფრო მეტ თან­ხას იტო­ვებს, ამი­ტომ, სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქია. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ბევ­რმა მსეს­ხე­ბელ­მა არ იცის კი­დევ ერთი, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დე­ტა­ლის შე­სა­ხებ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ქონებას იპოთეკით დატვირთავთ

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ქონებას იპოთეკით დატვირთავთ

საქართველოში იპოთეკით დაზარალებულთა რიცხვი საკმაოდ დიდია. რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელიც თავის ბინას და უძრავ ქონებას იპოთეკით ტვირთავს? - ეს ჩვენს საზოგადოებაში უაღრესად აქტუალური და მტკივნეული თემაა. იმისათვის, რომ არც მსესხებელი დაზარალდეს და არც გამსესხებელი, უამრავი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო. სწორედ ამ ნიუანსებზე გვესაუბრება ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი:

- დავიწყოთ ყველაზე მარტივით: ვიდრე თავის ქონებას იპოთეკით დატვირთავდეს, მსესხებელმა წინასწარ უნდა გათვალოს, შეძლებს თუ არა პროცენტის გადახდას. ისიც საგულისხმოა, რომ როდესაც სესხს ფიზიკური პირისგან ანუ მევახშისგან იღებთ, პროცენტი საკმაოდ მაღალია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მსესხებელი კრედიტორს პირადად, ხელზე გადასცემს პროცენტს, მერე ეს თანხა არსად ჩანს და მას უჭირს დამტკიცება, რომ ეს ფული გადახდილი აქვს. თანხის ხელზე გადაცემა დიდი შეცდომაა, ყველაფერი წერილობით უნდა გაფორმდეს, უნდა არსებობდეს საბუთი, რომ მსესხებელმა იპოთეკარს პროცენტით გათვალისწინებული თანხა გადასცა ამა და ამ თვის ამა და ამ რიცხვში. წერილობითი დოკუმენტის არსებობა ამ დროს აუცილებელია.

- ბატონო ირაკლი, ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება?

- ვერ გეტყვით, რომ ძალიან ხშირად, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ყველა ადვოკატის პრაქტიკაში ყოფილა. გამონაკლისი არც მე ვარ. ზოგჯერ მხარეები ზეპირად თანხმდებიან, მაგრამ ხელშეკრულებაში სულ სხვა პროცენტია დაფიქსირებული. როდესაც თანხის გადახდის დრო დგება, მსესხებელი ამას მხოლოდ მაშინ იგებს. ხელშეკრულების ვადა და პროცენტი - ეს ის პუნქტებია, რომელსაც ყველაზე დაკვირვებით და ყურადღებით უნდა გაეცნოთ, სხვაგვარად შეიძლება მოტყუებული დარჩეთ. ხშირ შემთხვევაში არც კითხულობენ ხელშეკრულებას, რომელიც ნოტარიულად ფორმდება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გვერდია, ყველა დეტალს არ არკვევენ და სიტყვიერი შეთანხმებით კმაყოფილდებიან. მაგალითად: ჩემს ერთ-ერთ კლიენტს კერძო პირისგან 5 ათასი დოლარი ჰქონდა ნასესხები და 2300 დოლარი ხელზე ჰქონდა გადახდილი, მაგრამ ამას ვერაფრით ამტკიცებდა, მე ყველას ვურჩევდი, რომ წაიკითხონ და ნახონ პუნქტები, რომელიც ხელშეკრულებაშია ჩადებული.

- თუ თანხის გამცემი კომერციული ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა?

- მსესხებელი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაეცნოს ხელშეკრულების დეტალებს. აქვე ვიტყოდი, რომ კერძო პირებს შორის გაფორმებულ იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებაში ხშირად კაბალური პირობებია ჩადებული, ამიტომ ჯობია უპირატესობა კომერციულ ბანკთან ურთიერთობას მიანიჭოთ, რადგან ბანკთან დადებული ხელშეკრულება უფრო ხანგრძლივია და პროცენტიც უფრო დაბალია. ბანკმა შეიძლება თავის კლიენტს სესხის დაფარვის ვადაც გაუგრძელოს მაშინ, როდესაც კერძო პირები ასე იშვიათად იქცევიან. ისიც საყურადღებოა, რომ კერძო პირი საკომისიოს სახითაც უფრო მეტ თანხას იტოვებს, ამიტომ, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა გაცილებით მსუბუქია. სხვათა შორის, ძალიან ბევრმა მსესხებელმა არ იცის კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი დეტალის შესახებ.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი