ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" წუხელ ხმაური იყო. გარდაცვლილი ლანა მიქაბერიძის დედა მთვარისა მიქაბერიძე მთავარ ექიმთან შეხვედრის მიზნით კლინიკაში მივიდა. გარდაცვლილის დედის შენობიდან გასაყვანად, ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და დაცვის თანამშრომლები გამოიძახეს.
მთვარისა მიქაბერიძე კლინიკაში ექიმ მამუკა მიქაძესთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა ექიმი ადგილზე არ დახვდა, რასაც გარდაცვლილის ახლობლების გაღიზიანება მოჰყვა. გარდაცვლილის ნათესავებს განყოფილების უფროსი ოლეგ სინაურიძე შეხვდა. საბოლოოდ, პოლიციამ და დაცვის თანამშრომლებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს.
კლინიკა "ბომონდში" 23 წლის ლანა მიქაბერიძე საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები კლინიკასა და ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილ პაციენტს ხუთი წლის ბიჭი და ახალშობილი გოგონა დარჩა.