პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასრულწლოვანზე ძალადობის შემზარავი ფაქტი იმერეთში - "ქმარმა ნეკნები დაულეწა, თავში სულ ბოთლს ურტყამდა..."
არასრულწლოვანზე ძალადობის შემზარავი ფაქტი იმერეთში - "ქმარმა ნეკნები დაულეწა, თავში სულ ბოთლს ურტყამდა..."

29 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვან მე­უღ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­კა­ვა. რო­გორც Ambebi.ge უწყე­ბის პრეს­სამ­სა­უხრში გა­ნუ­ცხა­დეს, ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­ხი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

შე­გახ­სე­ნებთ, იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში ერთ-ერთი სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი 15 წლის გო­გო­ნას დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი შვი­ლი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. რო­გორც ის ამ­ბობს, მის შვილს მე­უღ­ლე ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და.

გო­გო­ნას დედა topnews.com.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, შვილს, სიძე გა­ყი­ნუ­ლი ბოთ­ლი­თა და ხელ­კე­ტით სცემ­და.

"დე­და­ჩემ­თან იყო ჩემი შვი­ლი და ეს კაცი, იქვე ყო­ფი­ლა ძმა­კაც­თან და იქ გა­უცვნია ჩემს გო­გოს. მერე მალ­ვე მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად. ამ ბიჭს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი ჰქო­ნია, მაგ­რამ ამას არც თვი­თონ და არც მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ ამ­ხელ­დნენ. ცო­ლის მოყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე და­ი­წყო ჩემი შვი­ლის წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა. უმო­წყა­ლოდ სცემ­და, ჩა­მო­უ­ყა­რა კბი­ლე­ბი, და­უ­ლე­წა ნეკ­ნე­ბი, გა­უ­ტე­ხა ცხვი­რი, თა­ვის არე­ში სულ ბოთლს ურტყამ­და. მთელ ზურ­გზე სულ წიხ­ლე­ბის კვა­ლი ეტყო­ბა. ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, რომ მი­ვიყ­ვა­ნეთ ექ­სპერ­ტმა თქვა, რომ გან­ზრახ სიკ­ვდი­ლის მოს­პო­ბა ჰქონ­და ამ კაცს გან­ზრა­ხუ­ლიო,"- აცხა­დებს არას­რულ­წო­ვა­ნი გო­გო­ნას დედა.

იხი­ლეთ ვი­დეო: იმე­რეთ­ში 15 წლის გო­გო­ნა­ზე მე­უღ­ლე სას­ტი­კად ძა­ლა­დობ­და: "ჩა­მო­უ­ყა­რა კბი­ლე­ბი, ჩა­უ­ლე­წა ნეკ­ნი, "ტუბი" გა­დას­დო"

არასრულწლოვანზე ძალადობის შემზარავი ფაქტი იმერეთში - "ქმარმა ნეკნები დაულეწა, თავში სულ ბოთლს ურტყამდა..."

არასრულწლოვანზე ძალადობის შემზარავი ფაქტი იმერეთში - "ქმარმა ნეკნები დაულეწა, თავში სულ ბოთლს ურტყამდა..."

29 წლის მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვან მეუღლეზე ძალადობაშია ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა. როგორც Ambebi.ge უწყების პრესსამსაუხრში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმხინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი სოფელში მცხოვრები 15 წლის გოგონას დედის ინფორმაციით, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა. როგორც ის ამბობს, მის შვილს მეუღლე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

გოგონას დედა topnews.com.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ გაუგებარი მიზეზების გამო, შვილს, სიძე გაყინული ბოთლითა და ხელკეტით სცემდა.

"დედაჩემთან იყო ჩემი შვილი და ეს კაცი, იქვე ყოფილა ძმაკაცთან და იქ გაუცვნია ჩემს გოგოს. მერე მალვე მოიყვანა ცოლად. ამ ბიჭს ტუბერკულოზი ჰქონია, მაგრამ ამას არც თვითონ და არც მისი ოჯახის წევრები არ ამხელდნენ. ცოლის მოყვანიდან მალევე დაიწყო ჩემი შვილის წამება და არაადამიანური მოპყრობა. უმოწყალოდ სცემდა, ჩამოუყარა კბილები, დაულეწა ნეკნები, გაუტეხა ცხვირი, თავის არეში სულ ბოთლს ურტყამდა. მთელ ზურგზე სულ წიხლების კვალი ეტყობა. ექსპერტიზაზე, რომ მივიყვანეთ ექსპერტმა თქვა, რომ განზრახ სიკვდილის მოსპობა ჰქონდა ამ კაცს განზრახულიო,"- აცხადებს არასრულწოვანი გოგონას დედა.

იხილეთ ვიდეო: იმერეთში 15 წლის გოგონაზე მეუღლე სასტიკად ძალადობდა: "ჩამოუყარა კბილები, ჩაულეწა ნეკნი, "ტუბი" გადასდო"

"ტაქსის მძღოლი 9 წლის გოგონას სკოლაში ატარებდა და ამ დროს ჩაიდინა გარყვნილი ქმედებაო" - ხონში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა

იმერეთში 10 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს