სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შინდისის გმირები: რას ყვებოდა სასწაულებრივად გადარჩენილი კაპრალი, რომელიც ბრძოლიდან 10 წლის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა
შინდისის გმირები: რას ყვებოდა სასწაულებრივად გადარჩენილი კაპრალი, რომელიც ბრძოლიდან 10 წლის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა

2008 წლის უთა­ნას­წო­რო ომის დროს, უმ­რა­ვი გმი­რის ის­ტო­რია და­ი­წე­რა, თუმ­ცა შინ­დი­სის ბრძო­ლა ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ეპი­ზო­დია.

2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს, სე­ნა­კის მე­ო­რე ბრი­გა­დამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა გა­უ­მარ­თა რუ­სე­თის 58-ე არ­მი­ის მო­ტომსრო­ლელ­თა ასე­ულს. შინ­დი­სე­ლე­ბის გად­მო­ცე­მით, შე­ტა­კე­ბამ­დე 2 სა­ა­თით ადრე რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი სო­ფელ­ში ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბით გა­მო­ჩე­ნი­ლან და შინ­დი­სის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თან ჩა­საფ­რე­ბუ­ლან. სა­ვა­რა­უ­დოდ, იცოდ­ნენ, რომ იმ გზა­ზე ქარ­თვე­ლებს უნდა გა­ევ­ლოთ - სე­ნა­კის ბა­ტა­ლი­ო­ნის მი­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე აუ­ფეთ­ქე­ბი­ათ პირ­ვე­ლი და ბოლო მან­ქა­ნე­ბი და ამით გა­სას­ვლე­ლე­ბი ჩა­უ­კე­ტავთ. 20-მა მებ­რძოლ­მა ასე­ულს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია.

17 ჯა­რის­კა­ცი მტერს ცო­ცხლად არ ჩა­ბარ­და და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. 3 დაჭ­რი­ლი კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს - მათ შო­რის ერთ-ერთი იყო კაპ­რა­ლი ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძე, რო­მე­ლიც სო­ფელ შინ­დის­ში, მე­გობ­რებ­სა და თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ალ­ყა­ში აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. თუმ­ცა, ომის სიმ­ძი­მეს დიდ­ხანს ვერ გა­უძ­ლო ახალ­გაზ­რდა კა­ცის გულ­მა - 36 წლის კაპ­რა­ლი ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძე აგ­ვის­ტოს ომის 10 წლის­თა­ვის შეს­რუ­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე, 2018 წლის 14 ივ­ლისს გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა...

AMBEBI.GE-ს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ინ­ტერ­ვიუ ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძეს­თან, რო­მე­ლიც 2016 წელს არის ჩა­წე­რი­ლი. კაპ­რა­ლი ომის დღე­ებს ემო­ცი­ის გა­რე­შე ვერ იხ­სე­ნებ­და. მისი თქმით, ეს დღე მის­თვის ერ­თდრო­უ­ლად ტრა­გი­კუ­ლიც იყო და სა­ა­მა­ყოც...

კალ­მა­ხე­ლი­ძე იხ­სე­ნებ­და, რომ იგი შინ­დი­სის მცხოვ­რე­ბის, ბად­რი ხუ­ციშ­ვი­ლის, მეტ­სა­ხე­ლად - ახ­მე­ტას წყა­ლო­ბით გა­დარ­ჩა. მა­შინ ამ მო­ხუც­მა, სო­ფელ­ში დარ­ჩე­ნილ მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად, სხვა დაჭ­რი­ლე­ბიც გა­და­არ­ჩი­ნა. ად­გილ­ზე რუ­სე­ბი პატ­რუ­ლი­რებ­დნენ, მაგ­რამ რის­კის ფა­სად ბრძო­ლის ველ­ზე მა­ინც იპა­რე­ბო­და და დაჭ­რი­ლი ბი­ჭე­ბი ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­მოჰ­ყავ­და. დაჭ­რი­ლებს სახ­ლში მა­ლავ­და და უვ­ლი­და (ბად­რი ხუ­ციშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტის­გან სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­და­დე­ბის­თვის ჯილ­დო გა­და­ე­ცა).

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს არ­ქი­ვი­დან, რო­მე­ლიც ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძეს­თან 2016 წელს არის ჩა­წე­რი­ლი:

- შინ­დის­ში ბრძო­ლე­ბის დროს და­ვი­ჭე­რი... რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის ეს ეპი­ზო­დი მა­შინ­ვე აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, თუმ­ცა ჩვენ, ამ­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ებს, მა­შინ­დელ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ დუ­მი­ლი გვიბ­რძა­ნა. ჩვენც ვდუმ­დით. შინ­დი­სის ტრა­გე­დი­ის გარ­შე­მო კი, ტყუ­ილ-მარ­თა­ლი ერ­თმა­ნეთ­ში აი­რია... ალ­ბათ ყვე­ლამ იცის, რომ იქ ალ­ყა­ში მოხ­ვედ­რი­ლი ბი­ჭე­ბი­დან 3-4 გა­დარ­ჩა. მათ შო­რის მეც ვარ... შინ­დის­თან ახ­ლოს, სო­ფელ ყელ­ქცე­ულ­ში ვი­ყა­ვით, რო­დე­საც გას­ვლის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა გა­ი­ცა. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რად­გან რუ­სე­თის არ­მია უკვე ავი­ა­ი­ე­რი­შებს ახორ­ცი­ე­ლებ­და...

იქი­დან გა­მოს­ვლი­სას, ჩვე­ნი კო­ლო­ნა ორად გა­ი­ყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ, რომ სის­წრა­ფე­ში ორი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი რუსი სამ­ხედ­რო მო­დი­ო­და, ამან კო­ლო­ნა­ში არე­უ­ლო­ბა შე­მო­ი­ტა­ნა. ჩვე­ნი კო­ლო­ნა შინ­დი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და და პირ­და­პირ შე­ვე­ჯა­ხეთ რუ­სე­თის არ­მი­ას. მათ­მა ტან­კებ­მა ცხვირ­წინ გაგ­ვი­ა­რეს. ჩვენს პირ­ველ მან­ქა­ნას მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი­დან ეს­რო­ლეს და შემ­დეგ უკვე ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში აი­რია.

- ამას ემა­ტე­ბო­და ჰა­ე­რი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იე­რი­ში?

- დიახ, რუ­სე­ბი "ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბოდ­ნენ". ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­სი­უ­რი ცე­ცხლი წა­მო­ვი­და. ყო­ველ ნა­ხე­ვარ წუთ­ში ვი­ღაც კვდე­ბო­და. რა­ღაც უნდა გვე­ღო­ნა. შე­და­რე­ბით უკე­თე­სი ად­გი­ლი (პი­რო­ბი­თად ვამ­ბობ, რად­გან ალ­ყა­ში ვი­ყა­ვით) უნდა შეგ­ვერ­ჩია. ასე შე­ვა­ფა­რეთ თავი შინ­დი­სის რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის შე­ნო­ბას... ჩვენ­თან ერ­თად სხვა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი­და­ნაც იყ­ვნენ ბი­ჭე­ბი და გარ­შე­მო რამ­დე­ნი­მე რუ­სუ­ლი ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რიც მოძ­რა­ობ­და. რა­ღაც­ნა­ი­რად ერ­თხმად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ არ ჩავ­ბარ­დე­ბო­დით და სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გავ­ხსე­ნით. პა­სუხ­მა არ და­ა­ყოვ­ნა, მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი­დან გვეს­რო­ლეს.

აფეთ­ქე­ბის ძა­ლამ ერთ-ერთ ჯა­რის­კაც­თან - კუ­პა­ტა­ძეს­თან მუხ­ლებ­ზე და­მაგ­დო. ძირს და­ხედ­ვა არ მინ­დო­და, მე­გო­ნა, რომ წელს ქვე­მოთ მო­წყვე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­გორც კი გო­ნე­ბა მო­ვიკ­რი­ბე, მარ­ცხე­ნა ხელ­ში სით­ბო ვიგ­რძე­ნი და რომ და­ვი­ხე­დე, მივ­ხვდი, ჯერ კი­დევ "მთე­ლი" ვი­ყა­ვი, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ მკლა­ვი ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­წყვე­ტი­ლი მქონ­და. ბი­ჭე­ბის­კენ გა­ვი­ხე­დე, შმა­გი კუ­პა­ტა­ძეს პი­რი­დან სის­ხლი სდი­ო­და. ცალი ხე­ლით შე­ვე­ცა­დე, მი­წა­ზე და­მეწ­ვი­ნა. გა­ჭირ­ვე­ბით დავ­სვი ძირს, თით­ქმის უსი­ცო­ცხლო, კე­დელ­ზე იყო მიყრდნო­ბი­ლი... რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და და იქ მი­სულ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა იმ ად­გილს ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღეს, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას მივ­ხვდი, რომ კუ­პა­ტა­ძე ზუს­ტად ისე იჯდა ერთ-ერთ ფო­ტო­ზე, რო­გორც მე დავ­ტო­ვე... იმ პირ­ველ დარ­ტყმას, შმა­გის­თან ერ­თად, ირაკ­ლი ჯა­ნე­ლი­ძე, ნი­კო­ლოზ ფორჩხა­ძე, მარ­ლენ ბა­რა­მია და ლე­ვან მელ­ქა­ძეც შე­ე­წირ­ნენ...

- მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ცე­ცხლი არც შემ­დეგ შე­ნე­ლე­ბუ­ლა, ხომ?

- დიახ, ისი­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი ცე­ცხლით, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ამუ­შა­ვებ­დნენ იქა­უ­რო­ბას... ცოტა ხან­ში, ალექ­სან­დრე ონი­ან­მა და­ი­ძა­ხა, - ბი­ჭე­ბო, თუ ვინ­მე ცო­ცხა­ლი ხართ, აქ მო­დი­თო. ამა­სო­ბა­ში, მე­ო­რე ძლი­ე­რი დარ­ტყმაც გან­ხორ­ცი­ელ­და. მე მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ია­რა­ღი­დან სრო­ლა­ზე გე­უბ­ნე­ბით, თო­რემ ისე ცე­ცხლი არც შე­წყვე­ტი­ლა... არც მომ­დევ­ნო­ებ­მა და­ა­ყოვ­ნეს. იმ წუთ­ში, არც ტკი­ვი­ლით ვი­ტან­ჯე­ბო­დი და არც სიკ­ვდილ­ზე ვფიქ­რობ­დი, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი უმ­წე­ო­ბა მა­წუ­ხებ­და, რომ ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დი, ვერც სა­კუ­თა­რი და ვერც სის­ხლში მცუ­რა­ვი მე­გობ­რე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. ტე­ლე­ფო­ნი მო­ვის­რო­ლე, - ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და, უკვე და­ღუ­პუ­ლე­ბი ვართ-მეთ­ქი. არ მინ­დო­და, ჩემი ოჯა­ხის წევ­რის ზარ­ზე რო­მე­ლი­მე რუს სამ­ხედ­როს ეპა­სუ­ხა და თუნ­დაც დე­და­ჩე­მის­თვის ცი­ნი­კუ­რად ეთ­ქვა, - თქვე­ნი შვი­ლი რო­მე­ლია, არ ვიცი, მაგ­რამ აქ ცო­ცხა­ლი არა­ვინ არი­სო... ცე­ცხლი არ წყდე­ბო­და.

მე და თენ­გიზ ცა­ნა­ვამ ერ­თმა­ნე­თის დახ­მა­რე­ბით, ფორ­თხვით მი­ვაღ­წი­ეთ იქამ­დე, სა­ი­და­ნაც ალექ­სან­დრე ონი­ან­მა დაგ­ვი­ძა­ხა... თენ­გიზს ჭრი­ლო­ბა ფილ­ტვში ჰქონ­და. მეც სა­კუ­თარ სის­ხლში მოს­ვრი­ლი ვი­ყა­ვი. შე­ნო­ბის კუ­თხე­ში ალე­კო იჯდა, მუხ­ლებ­ზე რო­მან ზო­ი­ძის თავი ედო... ყვე­ლა­ნა­ი­რი ემო­ცი­ის­გან დაც­ლი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მას შემ­დეგ ეს სუ­რა­თი ხში­რად მახ­სე­ნებს თავს, ძილ­სა თუ ცხად­ში... მე და თენ­გი­ზი მათ­თან ახ­ლოს მივ­ფორ­თხდით. იქვე, კი­დევ ერთი ჯა­რის­კა­ცი და­ჩო­ქი­ლი შეხ­ვედ­რო­და სიკ­ვდილს... რუ­სე­ბი უკვე ძა­ლი­ან ახ­ლოს იყ­ვნენ. მათი სა­უ­ბა­რი გვეს­მო­და...

ერ­თა­დერ­თი, რაც მახ­სოვს, ის იყო, რომ წყა­ლი გვწყუ­რო­და. ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი რო­მან ზო­ი­ძე უკვე ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. სი­ცი­ვის­გან კან­კა­ლებ­და. გარ­დაც­ვლი­ლებს ახ­სე­ნებ­და. ვგრძნობ­დით, გონს კარ­გავ­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვშვე­ლო­დით. ფეხ­ში იყო დაჭ­რი­ლი. ტყვი­ას მის­თვის არ­ტე­რია გა­და­ეჭ­რა... ალე­კო ონი­ან­მა გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭე­ბის წყლის მა­თა­რე­ბი შე­ა­მოწ­მა, ზოგი ცა­რი­ე­ლი იყო, ზოგი ტყვი­ის­გან დახ­ვრე­ტი­ლი. წყურ­ვილ­მა ლა­მის სი­გი­ჟემ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა. ალე­კო ისევ მაგ­რად იდგა, - რა­ღაც­ნა­ი­რად პო­უ­ლობ­და ძა­ლას ჩვენს გა­სამ­ხნე­ვებ­ლად, - ლოც­ვა წა­ვი­კი­თხო­თო, - თქვა... "მა­მაო ჩვე­ნოს" ვკი­თხუ­ლობ­დით, რო­დე­საც ალ­ბათ 50 მეტრში, ჩვენ­კენ მო­მა­ვა­ლი ტან­კი შევ­ნიშ­ნეთ. ზედ შე­მომ­სხდა­რი რუსი ბი­ჭე­ბის სა­ხე­ე­ბიც კი და­ვი­ნა­ხე. ზოგი იღი­მო­და, ზოგს ია­რა­ღი ეჭი­რა ხელ­ში და სახე მტვრი­ა­ნი ჰქონ­და...

ტკი­ვი­ლი­სა და სის­ხლდე­ნის­გან ძალ­ზე ცუ­დად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც შევ­ნიშ­ნე, რო­გორ შე­მოტ­რი­ალ­და ჩვენ­კენ და ლულა მოგ­ვიშ­ვი­რა. მახ­სოვს აფეთ­ქე­ბის ხმა და თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე... არ ვიცი, რამ­დენ ხანს ვი­ყა­ვი უგო­ნოდ. რო­დე­საც თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე, შევ­ნიშ­ნე, რომ ალე­კო ჩემ­გან ნა­ხე­ვარ მეტრში იწვა... თენ­გიზ ცა­ნა­ვაც მო­ვი­და გონს, - ცო­ცხა­ლი ხარო? - მკი­თხა... გარ­შე­მო არც ტან­კე­ბი იყო და არც ჯავ­შან­ტექ­ნი­კა. აფეთ­ქე­ბას რამ­დე­ნი­მე ბიჭი ნა­კუ­წე­ბად ექ­ცია. დღემ­დე არ ვიცი, რო­გორ გა­დავ­რჩით მე და ცა­ნა­ვა.

- რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი წა­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ?

- არა, ლი­ან­და­გე­ბის მიღ­მა იდ­გნენ. ჩვენს მან­ქა­ნებს ცე­ცხლს უკი­დებ­დნენ. მათი აფეთ­ქე­ბის ხმა იქა­უ­რო­ბას აზან­ზა­რებ­და. რო­გორ­ღაც წა­მოვ­დე­ქი და შე­ვე­ცა­დე, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გა­დაგ­დე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნი მე­პო­ვა. ისევ მეს­რო­ლეს. თენ­გიზ­მა და­მი­ძა­ხა, - რას შვრე­ბი, ბიჭო, არ წახ­ვი­დე, მოგ­კლა­ვე­ნო. ეტყო­ბა, ჩვენ­კენ ყუ­რა­დღე­ბით იყ­ვნენ. ტყვი­ამ მკლავ­ში გა­მი­ა­რა... ისევ დავ­წე­ქი. არ ვიცი, რამ­დენ ხანს ვი­წე­ქით ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ და წვი­მის მოს­ვლას ვნატ­რობ­დით, რომ წყლის წვე­თე­ბით პირი გაგ­ვეს­ვე­ლე­ბი­ნა. შემ­დეგ ტკი­ვი­ლის­გან ისევ დავ­კარ­გე გონი, მაგ­რამ წყურ­ვილ­მა გა­მო­მა­ფხიზ­ლა. უკვე და­ღა­მე­ბუ­ლი იყო. ფორ­თხვით წა­ვე­დით ბა­ღე­ბის­კენ... რამ­დე­ნი­მე მეტრს გა­ვივ­ლი­დი და ვის­ვე­ნებ­დი. რა­ღაც ჯი­ხუ­რი­ვით შე­ნო­ბა­ში ბოთ­ლი ვი­პო­ვე, იქვე გუ­ბეც იყო და იქი­დან დავ­ლიე წყა­ლი. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ბინ­ძუ­რი იყო თუ არა, რაც მთა­ვა­რია, წყა­ლი იყო...

გზა­ზე გა­და­ვე­დი თუ არა, რუ­სე­ბის კო­ლო­ნამ ჩა­ი­ა­რა. იქვე, არხში ჩა­ვი­მა­ლე... შემ­დეგ, რო­გორ­ღაც ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ეზო­ში შე­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე, რომ სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ის წინ ვი­დე­ქი. ჩემ­და ბე­დად, მა­ღა­ზი­ას მი­ნის კარი ჰქონ­და, რო­მე­ლიც შიგ­ნი­დან იყო ჩა­კე­ტი­ლი. შუშა ჩა­ვამ­ტვრიე და მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი. ახ­ლაც მახ­სოვს, რა რე­აქ­ცია მქონ­და, რო­დე­საც წყლი­თა და წვე­ნე­ბით სავ­სე მა­ცი­ვარს მი­ვა­დე­ქი. მე­გო­ნა, მოვ­კვდი და სა­მო­თხე­ში ვი­ყა­ვი. იმ გან­ცდას სხვას ვე­რა­ფერს და­ვარ­ქმევ. იქვე შო­კო­ლა­დე­ბიც ვი­პო­ვე. ცო­ტას მო­მა­ღო­ნი­ე­რებს-მეთ­ქი, ვი­ფიქ­რე... იქვე ჩა­მე­ძი­ნა. მე­ო­რე დი­ლას აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ 8 ბოთ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი მქონ­და და­ლე­უ­ლი...

- ჭრი­ლო­ბა გა­წუ­ხებ­დათ?

- არა, არ მტკი­ო­და. უბ­რა­ლოდ, დი­ლით, რო­დე­საც სამ­ხედ­რო ფორ­მის გახ­და და­ვი­წყე, რომ იქვე, ქა­ღალ­დის ყუთ­ში ჩა­კუ­ჭუ­ლი ვი­ღა­ცის ტან­საც­მე­ლი ჩა­მეც­ვა, ტან­ზე აკ­რუ­ლი კა­მუფ­ლა­ჟის მო­ცი­ლე­ბი­სას, მეტ­კი­ნა და სის­ხლი წა­მო­მი­ვი­და. ვი­ფიქ­რე, რუ­სე­ბი თუ გა­მა­ჩე­რე­ბენ, ვე­ტყვი, - სრო­ლე­ბის დროს და­ვი­ჭე­რი-მეთ­ქი... რო­გორც კი გა­თენ­და, ვი­ღა­ცამ გა­ა­ღო კარი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ რუ­სე­ბი იყ­ვნენ და კი არ შე­მე­შინ­და, გული დამ­წყდა, რომ ამ­დე­ნი წვა­ლე­ბის შემ­დეგ, მტე­რი სა­დღაც სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ა­ში, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, ერთი გას­რო­ლით მომ­კლავ­და, მაგ­რამ ვი­ღა­ცამ კარ­ში­ვე და­ი­ძა­ხა ქარ­თუ­ლად, - ნუ გე­ში­ნია, შე­ნი­ა­ნე­ბი ვარ­თო...

ეს იყო ბად­რი ხუ­ციშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად - "ახ­მე­ტა". მა­შინ­ვე ვთხო­ვე, სახ­ლში და­მა­რე­კი­ნეთ, - დე­და­ჩემს ალ­ბათ მკვდა­რი ვგო­ნი­ვარ-მეთ­ქი... მას კი­დევ ახ­ლდა ვი­ღაც. პლედ­ში ჩა­მაწ­ვი­ნეს და ისე წა­მიყ­ვა­ნეს. რო­დე­საც მივ­ყავ­დი, კვნე­სა გა­ვი­გო­ნე და ხმა­ზე ვი­ცა­ნი: ასე­ვე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად, უფ­ლის წყა­ლო­ბით, ცა­ნა­ვაც გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, - ისიც მათ უპო­ვი­ათ... ახ­მე­ტას სახ­ლში 5 დღე ვი­მა­ლე­ბო­დით. ჭრი­ლო­ბებს ისი­ნი მი­მუ­შა­ვებ­დნენ, მაგ­რამ ღრმა იყო და ექი­მე­ბის ჩა­რე­ვა მჭირ­დე­ბო­და. უკვე სის­ხლი მე­წამ­ლე­ბო­და... რო­დე­საც ჩემს დე­ი­დაშ­ვილს გა­უ­გო­ნია, რომ გორ­ში ვი­ყა­ვი, თა­ვის მე­გო­ბარ­თან ერ­თად შე­მო­ვი­და. ისიც სამ­ხედ­როა. დღემ­დე არ ვიცი, რო­გორ შე­მო­აღ­წია გორ­ში, მაგ­რამ მან­ქა­ნით მო­ვი­და და სას­წრა­ფოდ თბი­ლი­სის­კენ გა­მა­ქა­ნა.

- გზად არა­ვის გა­უ­ჩე­რე­ბი­ხართ?

- კი, გო­რამ­დე ერთხელ გაგ­ვა­ჩე­რეს. მთვრა­ლი რუსი კა­პი­ტა­ნი იყო, - სად და­ი­ჭე­რიო, მკი­თხა. კარი წიხ­ლით შე­მოგ­ვი­ხუ­რა, მაგ­რამ გაგ­ვიშ­ვა... გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რა ჩაგ­ვი­ტა­რეს და გაგ­ვიშ­ვეს. ახლა პე­რი­ო­დუ­ლად დავ­დი­ვართ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში. მო­რა­ლუ­რა­დაც უფრო მხნედ ვართ. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რო­დე­საც იცი, რომ მარ­ტო არა ხარ, ეს ჯა­რის­კა­ცის­თვის დიდი იმე­დია.

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის "არ­სე­ნა­ლის" არ­ქი­ვი­დან

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფიკო
1

დიდება გმირებს! თქვენნაირების მხრებზე იდგა და დგას საქართველო. მადლობა!!!

Vasilii
38

რა გინდოდათ ცხინვალში...? გაუმარჯოს მშვიდობას...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

შინდისის გმირები: რას ყვებოდა სასწაულებრივად გადარჩენილი კაპრალი, რომელიც ბრძოლიდან 10 წლის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა

შინდისის გმირები: რას ყვებოდა სასწაულებრივად გადარჩენილი კაპრალი, რომელიც ბრძოლიდან 10 წლის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა

2008 წლის უთანასწორო ომის დროს, უმრავი გმირის ისტორია დაიწერა, თუმცა შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდია.

2008 წლის 11 აგვისტოს, სენაკის მეორე ბრიგადამ უთანასწორო ბრძოლა გაუმართა რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს. შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩენილან და შინდისის რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იმ გზაზე ქართველებს უნდა გაევლოთ - სენაკის ბატალიონის მიახლოებისთანავე აუფეთქებიათ პირველი და ბოლო მანქანები და ამით გასასვლელები ჩაუკეტავთ. 20-მა მებრძოლმა ასეულს წინააღმდეგობა გაუწია.

17 ჯარისკაცი მტერს ცოცხლად არ ჩაბარდა და ადგილზე დაიღუპა. 3 დაჭრილი კი მოგვიანებით ბრძოლის ველიდან გაიყვანეს - მათ შორის ერთ-ერთი იყო კაპრალი ოთარ კალმახელიძე, რომელიც სოფელ შინდისში, მეგობრებსა და თანამებრძოლებთან ერთად რუსი სამხედროების ალყაში აღმოჩნდა, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. თუმცა, ომის სიმძიმეს დიდხანს ვერ გაუძლო ახალგაზრდა კაცის გულმა - 36 წლის კაპრალი ოთარ კალმახელიძე აგვისტოს ომის 10 წლისთავის შესრულებამდე ერთი თვით ადრე, 2018 წლის 14 ივლისს გულის შეტევით გარდაიცვალა...

AMBEBI.GE-ს არქივში ინახება ინტერვიუ ოთარ კალმახელიძესთან, რომელიც 2016 წელს არის ჩაწერილი. კაპრალი ომის დღეებს ემოციის გარეშე ვერ იხსენებდა. მისი თქმით, ეს დღე მისთვის ერთდროულად ტრაგიკულიც იყო და საამაყოც...

კალმახელიძე იხსენებდა, რომ იგი შინდისის მცხოვრების, ბადრი ხუციშვილის, მეტსახელად - ახმეტას წყალობით გადარჩა. მაშინ ამ მოხუცმა, სოფელში დარჩენილ მეზობლებთან ერთად, სხვა დაჭრილებიც გადაარჩინა. ადგილზე რუსები პატრულირებდნენ, მაგრამ რისკის ფასად ბრძოლის ველზე მაინც იპარებოდა და დაჭრილი ბიჭები ბრძოლის ველიდან გამოჰყავდა. დაჭრილებს სახლში მალავდა და უვლიდა (ბადრი ხუციშვილს პრეზიდენტისგან სამოქალაქო თავდადებისთვის ჯილდო გადაეცა).

გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც ოთარ კალმახელიძესთან 2016 წელს არის ჩაწერილი:

- შინდისში ბრძოლების დროს დავიჭერი... რუსეთ-საქართველოს ომის ეს ეპიზოდი მაშინვე აღმოჩნდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა ჩვენ, ამბის უშუალო მონაწილეებს, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ დუმილი გვიბრძანა. ჩვენც ვდუმდით. შინდისის ტრაგედიის გარშემო კი, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია... ალბათ ყველამ იცის, რომ იქ ალყაში მოხვედრილი ბიჭებიდან 3-4 გადარჩა. მათ შორის მეც ვარ... შინდისთან ახლოს, სოფელ ყელქცეულში ვიყავით, როდესაც გასვლის შესახებ ბრძანება გაიცა. ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა, რადგან რუსეთის არმია უკვე ავიაიერიშებს ახორციელებდა...

იქიდან გამოსვლისას, ჩვენი კოლონა ორად გაიყო. მოგვიანებით გავიგეთ, რომ სისწრაფეში ორი სამხედრო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა. ჩვენი მიმართულებით ძალიან ბევრი რუსი სამხედრო მოდიოდა, ამან კოლონაში არეულობა შემოიტანა. ჩვენი კოლონა შინდისის მიმართულებით წავიდა და პირდაპირ შევეჯახეთ რუსეთის არმიას. მათმა ტანკებმა ცხვირწინ გაგვიარეს. ჩვენს პირველ მანქანას მსხვილკალიბრიანიდან ესროლეს და შემდეგ უკვე ყველაფერი ერთმანეთში აირია.

- ამას ემატებოდა ჰაერიდან განხორციელებული იერიში?

- დიახ, რუსები "ბოლომდე იხარჯებოდნენ". ჩვენი მიმართულებით მასიური ცეცხლი წამოვიდა. ყოველ ნახევარ წუთში ვიღაც კვდებოდა. რაღაც უნდა გვეღონა. შედარებით უკეთესი ადგილი (პირობითად ვამბობ, რადგან ალყაში ვიყავით) უნდა შეგვერჩია. ასე შევაფარეთ თავი შინდისის რკინიგზის სადგურის შენობას... ჩვენთან ერთად სხვა სამხედრო ნაწილებიდანაც იყვნენ ბიჭები და გარშემო რამდენიმე რუსული ჯავშანტრანსპორტიორიც მოძრაობდა. რაღაცნაირად ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ არ ჩავბარდებოდით და საპასუხო ცეცხლი გავხსენით. პასუხმა არ დააყოვნა, მსხვილკალიბრიანიდან გვესროლეს.

აფეთქების ძალამ ერთ-ერთ ჯარისკაცთან - კუპატაძესთან მუხლებზე დამაგდო. ძირს დახედვა არ მინდოდა, მეგონა, რომ წელს ქვემოთ მოწყვეტილი ვიყავი, მაგრამ როგორც კი გონება მოვიკრიბე, მარცხენა ხელში სითბო ვიგრძენი და რომ დავიხედე, მივხვდი, ჯერ კიდევ "მთელი" ვიყავი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მკლავი ფაქტობრივად, მოწყვეტილი მქონდა. ბიჭებისკენ გავიხედე, შმაგი კუპატაძეს პირიდან სისხლი სდიოდა. ცალი ხელით შევეცადე, მიწაზე დამეწვინა. გაჭირვებით დავსვი ძირს, თითქმის უსიცოცხლო, კედელზე იყო მიყრდნობილი... როდესაც ყველაფერი დასრულდა და იქ მისულმა სასულიერო პირებმა იმ ადგილს ფოტოები გადაუღეს, დათვალიერებისას მივხვდი, რომ კუპატაძე ზუსტად ისე იჯდა ერთ-ერთ ფოტოზე, როგორც მე დავტოვე... იმ პირველ დარტყმას, შმაგისთან ერთად, ირაკლი ჯანელიძე, ნიკოლოზ ფორჩხაძე, მარლენ ბარამია და ლევან მელქაძეც შეეწირნენ...

- მოწინააღმდეგის ცეცხლი არც შემდეგ შენელებულა, ხომ?

- დიახ, ისინი ინტენსიური ცეცხლით, საფუძვლიანად ამუშავებდნენ იქაურობას... ცოტა ხანში, ალექსანდრე ონიანმა დაიძახა, - ბიჭებო, თუ ვინმე ცოცხალი ხართ, აქ მოდითო. ამასობაში, მეორე ძლიერი დარტყმაც განხორციელდა. მე მსხვილკალიბრიანი იარაღიდან სროლაზე გეუბნებით, თორემ ისე ცეცხლი არც შეწყვეტილა... არც მომდევნოებმა დააყოვნეს. იმ წუთში, არც ტკივილით ვიტანჯებოდი და არც სიკვდილზე ვფიქრობდი, მხოლოდ საკუთარი უმწეობა მაწუხებდა, რომ ვერაფერს ვაკეთებდი, ვერც საკუთარი და ვერც სისხლში მცურავი მეგობრების გადასარჩენად. ტელეფონი მოვისროლე, - ყველაფერი დასრულდა, უკვე დაღუპულები ვართ-მეთქი. არ მინდოდა, ჩემი ოჯახის წევრის ზარზე რომელიმე რუს სამხედროს ეპასუხა და თუნდაც დედაჩემისთვის ცინიკურად ეთქვა, - თქვენი შვილი რომელია, არ ვიცი, მაგრამ აქ ცოცხალი არავინ არისო... ცეცხლი არ წყდებოდა.

მე და თენგიზ ცანავამ ერთმანეთის დახმარებით, ფორთხვით მივაღწიეთ იქამდე, საიდანაც ალექსანდრე ონიანმა დაგვიძახა... თენგიზს ჭრილობა ფილტვში ჰქონდა. მეც საკუთარ სისხლში მოსვრილი ვიყავი. შენობის კუთხეში ალეკო იჯდა, მუხლებზე რომან ზოიძის თავი ედო... ყველანაირი ემოციისგან დაცლილი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ ეს სურათი ხშირად მახსენებს თავს, ძილსა თუ ცხადში... მე და თენგიზი მათთან ახლოს მივფორთხდით. იქვე, კიდევ ერთი ჯარისკაცი დაჩოქილი შეხვედროდა სიკვდილს... რუსები უკვე ძალიან ახლოს იყვნენ. მათი საუბარი გვესმოდა...

ერთადერთი, რაც მახსოვს, ის იყო, რომ წყალი გვწყუროდა. ჩვენი მეგობარი რომან ზოიძე უკვე ძალიან ცუდად იყო. სიცივისგან კანკალებდა. გარდაცვლილებს ახსენებდა. ვგრძნობდით, გონს კარგავდა, მაგრამ ვერაფერს ვშველოდით. ფეხში იყო დაჭრილი. ტყვიას მისთვის არტერია გადაეჭრა... ალეკო ონიანმა გარდაცვლილი ბიჭების წყლის მათარები შეამოწმა, ზოგი ცარიელი იყო, ზოგი ტყვიისგან დახვრეტილი. წყურვილმა ლამის სიგიჟემდე მიგვიყვანა. ალეკო ისევ მაგრად იდგა, - რაღაცნაირად პოულობდა ძალას ჩვენს გასამხნევებლად, - ლოცვა წავიკითხოთო, - თქვა... "მამაო ჩვენოს" ვკითხულობდით, როდესაც ალბათ 50 მეტრში, ჩვენკენ მომავალი ტანკი შევნიშნეთ. ზედ შემომსხდარი რუსი ბიჭების სახეებიც კი დავინახე. ზოგი იღიმოდა, ზოგს იარაღი ეჭირა ხელში და სახე მტვრიანი ჰქონდა...

ტკივილისა და სისხლდენისგან ძალზე ცუდად ვიყავი, მაგრამ მაინც შევნიშნე, როგორ შემოტრიალდა ჩვენკენ და ლულა მოგვიშვირა. მახსოვს აფეთქების ხმა და თვალები დავხუჭე... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. როდესაც თვალი გავახილე, შევნიშნე, რომ ალეკო ჩემგან ნახევარ მეტრში იწვა... თენგიზ ცანავაც მოვიდა გონს, - ცოცხალი ხარო? - მკითხა... გარშემო არც ტანკები იყო და არც ჯავშანტექნიკა. აფეთქებას რამდენიმე ბიჭი ნაკუწებად ექცია. დღემდე არ ვიცი, როგორ გადავრჩით მე და ცანავა.

- რუსი სამხედროები წასულები იყვნენ?

- არა, ლიანდაგების მიღმა იდგნენ. ჩვენს მანქანებს ცეცხლს უკიდებდნენ. მათი აფეთქების ხმა იქაურობას აზანზარებდა. როგორღაც წამოვდექი და შევეცადე, რამდენიმე ხნის წინ გადაგდებული ტელეფონი მეპოვა. ისევ მესროლეს. თენგიზმა დამიძახა, - რას შვრები, ბიჭო, არ წახვიდე, მოგკლავენო. ეტყობა, ჩვენკენ ყურადღებით იყვნენ. ტყვიამ მკლავში გამიარა... ისევ დავწექი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიწექით ერთმანეთის გვერდიგვერდ და წვიმის მოსვლას ვნატრობდით, რომ წყლის წვეთებით პირი გაგვესველებინა. შემდეგ ტკივილისგან ისევ დავკარგე გონი, მაგრამ წყურვილმა გამომაფხიზლა. უკვე დაღამებული იყო. ფორთხვით წავედით ბაღებისკენ... რამდენიმე მეტრს გავივლიდი და ვისვენებდი. რაღაც ჯიხურივით შენობაში ბოთლი ვიპოვე, იქვე გუბეც იყო და იქიდან დავლიე წყალი. რა მნიშვნელობა აქვს, ბინძური იყო თუ არა, რაც მთავარია, წყალი იყო...

გზაზე გადავედი თუ არა, რუსების კოლონამ ჩაიარა. იქვე, არხში ჩავიმალე... შემდეგ, როგორღაც ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის ეზოში შევედი და დავინახე, რომ სურსათის მაღაზიის წინ ვიდექი. ჩემდა ბედად, მაღაზიას მინის კარი ჰქონდა, რომელიც შიგნიდან იყო ჩაკეტილი. შუშა ჩავამტვრიე და მაღაზიაში შევედი. ახლაც მახსოვს, რა რეაქცია მქონდა, როდესაც წყლითა და წვენებით სავსე მაცივარს მივადექი. მეგონა, მოვკვდი და სამოთხეში ვიყავი. იმ განცდას სხვას ვერაფერს დავარქმევ. იქვე შოკოლადებიც ვიპოვე. ცოტას მომაღონიერებს-მეთქი, ვიფიქრე... იქვე ჩამეძინა. მეორე დილას აღმოვაჩინე, რომ 8 ბოთლი მინერალური წყალი მქონდა დალეული...

- ჭრილობა გაწუხებდათ?

- არა, არ მტკიოდა. უბრალოდ, დილით, როდესაც სამხედრო ფორმის გახდა დავიწყე, რომ იქვე, ქაღალდის ყუთში ჩაკუჭული ვიღაცის ტანსაცმელი ჩამეცვა, ტანზე აკრული კამუფლაჟის მოცილებისას, მეტკინა და სისხლი წამომივიდა. ვიფიქრე, რუსები თუ გამაჩერებენ, ვეტყვი, - სროლების დროს დავიჭერი-მეთქი... როგორც კი გათენდა, ვიღაცამ გააღო კარი. დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსები იყვნენ და კი არ შემეშინდა, გული დამწყდა, რომ ამდენი წვალების შემდეგ, მტერი სადღაც სურსათის მაღაზიაში, ძალიან მარტივად, ერთი გასროლით მომკლავდა, მაგრამ ვიღაცამ კარშივე დაიძახა ქართულად, - ნუ გეშინია, შენიანები ვართო...

ეს იყო ბადრი ხუციშვილი, მეტსახელად - "ახმეტა". მაშინვე ვთხოვე, სახლში დამარეკინეთ, - დედაჩემს ალბათ მკვდარი ვგონივარ-მეთქი... მას კიდევ ახლდა ვიღაც. პლედში ჩამაწვინეს და ისე წამიყვანეს. როდესაც მივყავდი, კვნესა გავიგონე და ხმაზე ვიცანი: ასევე სასწაულებრივად, უფლის წყალობით, ცანავაც გადარჩენილიყო, - ისიც მათ უპოვიათ... ახმეტას სახლში 5 დღე ვიმალებოდით. ჭრილობებს ისინი მიმუშავებდნენ, მაგრამ ღრმა იყო და ექიმების ჩარევა მჭირდებოდა. უკვე სისხლი მეწამლებოდა... როდესაც ჩემს დეიდაშვილს გაუგონია, რომ გორში ვიყავი, თავის მეგობართან ერთად შემოვიდა. ისიც სამხედროა. დღემდე არ ვიცი, როგორ შემოაღწია გორში, მაგრამ მანქანით მოვიდა და სასწრაფოდ თბილისისკენ გამაქანა.

- გზად არავის გაუჩერებიხართ?

- კი, გორამდე ერთხელ გაგვაჩერეს. მთვრალი რუსი კაპიტანი იყო, - სად დაიჭერიო, მკითხა. კარი წიხლით შემოგვიხურა, მაგრამ გაგვიშვა... გორის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმეწუთიანი პროცედურა ჩაგვიტარეს და გაგვიშვეს. ახლა პერიოდულად დავდივართ სარეაბილიტაციო ცენტრში. მორალურადაც უფრო მხნედ ვართ. დამოკიდებულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც იცი, რომ მარტო არა ხარ, ეს ჯარისკაცისთვის დიდი იმედია.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" არქივიდან