პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
90 წლის ნაზი ბებო, რომლის ისტორიამ "ფეისბუქი" შეძრა, უკვე იცინის: "...აქვს ყველაფერი, რაც სჭირდებოდა"
90 წლის ნაზი ბებო, რომლის ისტორიამ "ფეისბუქი" შეძრა, უკვე იცინის: "...აქვს ყველაფერი, რაც სჭირდებოდა"

90 წლის ნაზი სე­ფი­აშ­ვი­ლის ის­ტო­რი­ამ "ფე­ის­ბუ­ქი" შეძ­რა. მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნის შე­სა­ხებ მა­სა­ლა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა მო­ამ­ზა­და. რო­გორც გა­ირ­კვა, ნაზი სე­ფი­აშ­ვი­ლი ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გა­ვაზ­ში შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მო­ხუ­ცი 5 წე­ლია ლო­გი­ნად არის ჩა­ვარ­დნი­ლი და მისი პენ­სია ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლია. ოჯა­ხი ფაქ­ტობ­რი­ვად შიმ­ში­ლო­ბის ზღვარ­ზეა და არც სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბას იღებს სა­ხელ­მწი­ფოს­გან.

"ხან სამი დღე ვარ მში­ე­რი. მრცხვე­ნია, რომ ვთქვა, მაგ­რამ მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი მინ­და, ისიც არ მაქვს... არც ძრო­ხა მყავს, არც ქა­თა­მი, არც იხვი, არა­ფე­რი. ერთი ინ­ვა­ლი­დი ბიჭი მყავს მა­გა­ნაც რო­გორ უნდა მო­მი­ა­როს, თვი­თონ არის მო­სავ­ლე­ლი", - ამ­ბობს ნაზი სე­ფი­აშ­ვი­ლი "კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს ცენ­ტრთან" სა­უბ­რი­სას.

მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ნაზი სე­ფი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს. მათი ნა­წი­ლის და ზო­გი­ერ­თი კომ­პა­ნი­ის დახ­მა­რე­ბით სცე­ნა­რის­ტმა აკა სინ­ჯი­კაშ­ვილ­მა სე­ფი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯახს საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი ჩა­უ­ტა­ნა გა­ვაზ­ში:

"ყვა­რელ­ში ნაზი ბებო უკვე იცი­ნის! აქვს ყვე­ლა­ფე­რი, რაც სჭირ­დე­ბო­და. ვუ­ყი­დეთ ქათ­მე­ბი, გო­ჭე­ბი, სა­რე­ცხის მან­ქა­ნა და და­ვეხ­მა­რეთ ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ♥ ამის გარ­და - კომ­პა­ნია "ნი­კო­რამ" ბე­ბოს აჩუ­ქა ერ­თწ­ლი­ა­ნი ბა­რა­თი, ყო­ველ­თვე 100 ლა­რის გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბით და კომ­პა­ნია "ლიტ­ვუ­რი სა­ცხო­ბი" კვი­რა­ში სამ­ჯერ პურს მო­ი­ტანს ბე­ბოს­თან.

მის მე­ზობ­ლად მე­ო­რე ბე­ბოს ვუგ­ვა­რებთ პრობ­ლე­მებს და იმა­საც მალე გე­ტყვით. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და აქაც და რაც მთა­ვა­რია სი­კე­თე მარ­ტო გა­დამ­დე­ბი კი არა, დას­წრე­ბა­ზე გახ­და, ხალ­ხი არ ილე­ვა ბე­ბოს ეზო­ში!" - წერს სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

90 წლის ნაზი ბებო, რომლის ისტორიამ "ფეისბუქი" შეძრა, უკვე იცინის: "...აქვს ყველაფერი, რაც სჭირდებოდა"

90 წლის ნაზი ბებო, რომლის ისტორიამ "ფეისბუქი" შეძრა, უკვე იცინის: "...აქვს ყველაფერი, რაც სჭირდებოდა"

90 წლის ნაზი სეფიაშვილის ისტორიამ "ფეისბუქი" შეძრა. მოხუცი ქალბატონის შესახებ მასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოამზადა. როგორც გაირკვა, ნაზი სეფიაშვილი ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში შვილთან ერთად ცხოვრობს. მოხუცი 5 წელია ლოგინად არის ჩავარდნილი და მისი პენსია ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. ოჯახი ფაქტობრივად შიმშილობის ზღვარზეა და არც სოციალურ შემწეობას იღებს სახელმწიფოსგან.

"ხან სამი დღე ვარ მშიერი. მრცხვენია, რომ ვთქვა, მაგრამ მოხარშული კვერცხი მინდა, ისიც არ მაქვს... არც ძროხა მყავს, არც ქათამი, არც იხვი, არაფერი. ერთი ინვალიდი ბიჭი მყავს მაგანაც როგორ უნდა მომიაროს, თვითონ არის მოსავლელი", - ამბობს ნაზი სეფიაშვილი "კახეთის საინფორმაციოს ცენტრთან" საუბრისას.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტმომხმარებლებმა ნაზი სეფიაშვილის ოჯახის დახმარების სურვილი გამოთქვეს. მათი ნაწილის და ზოგიერთი კომპანიის დახმარებით სცენარისტმა აკა სინჯიკაშვილმა სეფიაშვილების ოჯახს საკვები პროდუქტები და აუცილებელი ნივთები ჩაუტანა გავაზში:

"ყვარელში ნაზი ბებო უკვე იცინის! აქვს ყველაფერი, რაც სჭირდებოდა. ვუყიდეთ ქათმები, გოჭები, სარეცხის მანქანა და დავეხმარეთ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში ♥ ამის გარდა - კომპანია "ნიკორამ" ბებოს აჩუქა ერთწლიანი ბარათი, ყოველთვე 100 ლარის გამოყენების პირობით და კომპანია "ლიტვური საცხობი" კვირაში სამჯერ პურს მოიტანს ბებოსთან.

მის მეზობლად მეორე ბებოს ვუგვარებთ პრობლემებს და იმასაც მალე გეტყვით. ყველაფერი კარგად დასრულდა აქაც და რაც მთავარია სიკეთე მარტო გადამდები კი არა, დასწრებაზე გახდა, ხალხი არ ილევა ბებოს ეზოში!" - წერს სინჯიკაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს