მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთმა და რუსეთმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფება შექმნეს - საქართველოს საგარეო უწყების კომენტარი
აფხაზეთმა და რუსეთმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფება შექმნეს - საქართველოს საგარეო უწყების კომენტარი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, 2 ნო­ემ­ბერს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის მიერ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და სო­ხუ­მის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ აფხა­ზეთ­ში ე.წ. "შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის" შექ­მნა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ი­სა და რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის ფონ­ზე, კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებს ად­გილ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ ისე­დაც რთულ ვი­თა­რე­ბას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"2 ნო­ემ­ბერს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის მიერ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და სო­ხუ­მის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე 2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­დე­ბუ­ლი ე.წ. შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი ანექ­სი­ის პრო­ცე­სის მო­რი­გი უკა­ნო­ნო ეპი­ზო­დი უწო­დეს.

მსგავ­სი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და 2014 წლის ნო­ემ­ბერ­ში ხელ­მო­წე­რი­ლი ე.წ. "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ". მთე­ლი ეს პრო­ცე­სი ცხად­ყოფს, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის მცო­ცა­ვი ანექ­სი­ის პო­ლი­ტი­კას, რაც სრუ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დად­გე­ნილ სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რიგს და ძირს უთხრის გა­ე­რო-ს ქარ­ტი­ი­სა და ჰელ­სინ­კის დას­კვნი­თი აქ­ტის ისეთ ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს, რო­გო­რი­ცაა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ურ­ღვე­ო­ბა და სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა.

დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რი­თა და ერთი წლის თავ­ზე მისი რა­ტი­ფი­კა­ცი­ით, რუ­სეთ­მა კი­დევ ერთხელ და­არ­ღვია 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის არარ­სე­ბო­ბი­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა­ზე უა­რის თქმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

აფხა­ზეთ­ში ე.წ. "შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის" შექ­მნა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ი­სა და რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის ფონ­ზე, კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებს ად­გილ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ ისე­დაც რთულ ვი­თა­რე­ბას და მნიშ­ვნე­ლო­ვან საფრ­თხეს უქ­მნის მთე­ლი რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლებს ძა­ლის­ხმე­ვას ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მატ­ში, და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა თუ მრა­ვალ­მხრივ დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრო­ვო­კა­ცი­ულ ნა­ბი­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბა მის­ცეს მოს­კო­ვის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებს და შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი მი­ი­ღოს რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით," - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

აფხაზეთმა და რუსეთმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფება შექმნეს - საქართველოს საგარეო უწყების კომენტარი

აფხაზეთმა და რუსეთმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფება შექმნეს - საქართველოს საგარეო უწყების კომენტარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთში ე.წ. "შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების" შექმნა, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების ფონზე, კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას.

"ინტერპრესნიუსი" საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე 2015 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგი უკანონო ეპიზოდი უწოდეს.

მსგავსი გაერთიანების შექმნას ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ე.წ. "ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ". მთელი ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დადგენილ საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

დოკუმენტის ხელმოწერითა და ერთი წლის თავზე მისი რატიფიკაციით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით.

აფხაზეთში ე.წ. "შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების" შექმნა, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების ფონზე, კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას.

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ძალისხმევას ყველა საერთაშორისო ფორმატში, დასავლელ პარტნიორებთან ორმხრივ ურთიერთობებსა თუ მრავალმხრივ დიპლომატიაში რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის უკანონო ქმედებებს და შესაბამისი ზომები მიიღოს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით," - ნათქვამია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."