პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის ველური ბუნება ფილმში „ჯარა“ მალე კინოთეატრებში იქნება
აჭარის ველური ბუნება ფილმში „ჯარა“ მალე კინოთეატრებში იქნება

მალე, კი­ნო­თე­ატ­რებ­ში აჭა­რის ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "ჯარა" გა­მოჩ­ნდე­ბა. ფილ­მი-ზღა­პა­რი ადა­მი­ა­ნი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაა გა­და­ღე­ბუ­ლი. მისი მთა­ვა­რია გმი­რია ფუტ­კა­რი, სა­ი­და­ნაც ვი­თარ­დე­ბა მთე­ლი სი­უ­ჟე­ტუ­რი ხაზი და აჭა­რის ეკო­ტუ­რის­ტულ სიმ­დიდ­რეს წარ­მო­ა­ჩენს.

ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი აჭა­რა­ში ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­ხელ­წო­დე­ბა "ჯარა" ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ სკას ნიშ­ნავს, რო­მელ­შიც ფუტკრის მო­ში­ნა­უ­რე­ბა ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი მე­თო­დია. ამ ეტაპ­ზე სტუ­დია "Eco films" უკვე ფილ­მის მონ­ტაჟ­ზე მუ­შა­ობს და ფილ­მის პრე­მი­ე­რა დე­კემ­ბრის ბო­ლოს­თვის იგეგ­მე­ბა.

"ასე­თი მაშ­ტა­ბუ­რი ფილ­მი, ოთხი სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბე­ბით, რამ­დე­ნი­მე სი­უ­ჟე­ტუ­რი ხა­ზით, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის, ცხო­ვე­ლი­სა თუ ფრინ­ვე­ლის შე­სა­ხებ აქამ­დე არა­თუ ჩვენ არ გა­დაგ­ვი­ღია, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თოდ არ გა­და­ღე­ბუ­ლა. მი­ზა­ნიც არ გვაქვს მარ­ტი­ვი, გვინ­და ვაჩ­ვე­ნოთ, რე­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბის თა­ნარ­სე­ბო­ბა, მათი გავ­ლე­ნა ერ­თმა­ნეთ­ზე, ზე­მოქ­მე­დე­ბა და ამ ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გე­ბი," აცხა­დებს ფილ­მის რე­ჟი­სო­რი და სტუ­დია "Eco films" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა წიკ­ლა­უ­რი.

ფილმში გა­მოდ­მო­ცე­მუ­ლია აჭა­რა­ში მე­ფუტკრე­ო­ბის, ბა­ზი­ე­რო­ბი­სა და სხვა უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­ე­ბის თა­ნა­არ­სე­ბო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე წეს-ჩვე­უ­ლე­ბებ­თან ერ­თად. მას­ში კარ­გად ჩანს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც აჭა­რის მი­უ­ვალ ხე­ო­ბებ­ში ვე­ლურ ბუ­ნე­ბას­თან თა­ნა­ცხოვ­რო­ბენ. აჭა­რის ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი თა­ვი­სი სიმ­დიდ­რი­თა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით ფილმში ასე­ვე კარ­გა­დაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი.

"ფილ­მი ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნაა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც მოგ­ზა­უ­რო­ბა და სი­ახ­ლე­ე­ბი აინ­ტე­რე­სებთ. მას­ში კარ­გად ჩანს ის ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი სიმ­დიდ­რე, რაც აჭა­რას გა­აჩ­ნია და რი­თიც შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­ზი­დოთ ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი. რე­გი­ონს ოთხი მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი პარ­კი გა­აჩ­ნია, რა­საც ემა­ტე­ბა მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაც. მსგავ­სი ფილ­მე­ბი კი ხელს უწყობს ამ ყვე­ლაფ­რის წარ­მო­ჩე­ნა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას," აცხა­დებს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ფილ­მის ტრე­ი­ლე­რი

აჭარის ველური ბუნება ფილმში „ჯარა“ მალე კინოთეატრებში იქნება

აჭარის ველური ბუნება ფილმში „ჯარა“ მალე კინოთეატრებში იქნება

მალე, კინოთეატრებში აჭარის ველურ ბუნებაში მოგზაურობის შესახებ დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ გამოჩნდება. ფილმი-ზღაპარი ადამიანისა და ცხოველების თანაცხოვრების შესახებაა გადაღებული. მისი მთავარია გმირია ფუტკარი, საიდანაც ვითარდება მთელი სიუჟეტური ხაზი და აჭარის ეკოტურისტულ სიმდიდრეს წარმოაჩენს.

ფილმის გადაღებები აჭარაში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელწოდება „ჯარა“ ტრადიციულ ქართულ სკას ნიშნავს, რომელშიც ფუტკრის მოშინაურება ერთ-ერთი უძველესი მეთოდია. ამ ეტაპზე სტუდია „Eco films” უკვე ფილმის მონტაჟზე მუშაობს და ფილმის პრემიერა დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება.

„ასეთი მაშტაბური ფილმი, ოთხი სეზონის გადაღებებით, რამდენიმე სიუჟეტური ხაზით, ამდენი ადამიანის, ცხოველისა თუ ფრინველის შესახებ აქამდე არათუ ჩვენ არ გადაგვიღია, არამედ საქართველოში საერთოდ არ გადაღებულა. მიზანიც არ გვაქვს მარტივი, გვინდა ვაჩვენოთ, რეალური მოვლენები, ადამიანებისა და ველური ბუნების, ცხოველების თანარსებობა, მათი გავლენა ერთმანეთზე, ზემოქმედება და ამ ზემოქმედების შედეგები,“ აცხადებს ფილმის რეჟისორი და სტუდია “Eco films” დამფუძნებელი ნიკა წიკლაური.

ფილმში გამოდმოცემულია აჭარაში მეფუტკრეობის, ბაზიერობისა და სხვა უძველესი ტრადიციების თანაარსებობა თანამედროვე წეს-ჩვეულებებთან ერთად. მასში კარგად ჩანს იმ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, რომლებიც აჭარის მიუვალ ხეობებში ველურ ბუნებასთან თანაცხოვრობენ. აჭარის ეკოტურისტული პოტენციალი თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით ფილმში ასევე კარგადაა წარმოჩენილი.

„ფილმი ნამდვილი აღმოჩენაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოგზაურობა და სიახლეები აინტერესებთ. მასში კარგად ჩანს ის ეკოტურისტული სიმდიდრე, რაც აჭარას გააჩნია და რითიც შეიძლება მოვიზიდოთ ველურ ბუნებაში მოგზაურობის მსურველები. რეგიონს ოთხი მხოლოდ ეროვნული პარკი გააჩნია, რასაც ემატება მაღალმთიანი აჭარის ბიომრავალფეროვნებაც. მსგავსი ფილმები კი ხელს უწყობს ამ ყველაფრის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი.

იხილეთ ფილმის ტრეილერი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი